• რეკლამა
  • კონტაქტი
01:56, პარასკევი, 25 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

UNESCO გელათზე: მოხატულობების და ქვების დაზიანებები ლახავს ძეგლის უნივერსალურ ღირებულებას

ალია ავტორი - ალია
11:56 08-10-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
23

იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის by კომიტეტის 44-ე სესიამ გელათის შესახებ დადგენილება მიიღო. 

დოკუმენტის ზოგად ნაწილში გელათი შეფასებულია, როგორც სათანადო პროფესიული უნარების ან მასალების ვერფლობის გამო შეუსაბამო, ძეგლის უნივერსალური ღირებულების დამაზიანებელი რესტავრაცია.

ის ქვეყნები, საიდანაც ანგარიშში მსგავსი მაგალითები მოხვდა, შემდეგია: იემენი, ტანზანია, კენია, ლიბია, განა. 

იუნსეკოს ოფიციალურ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ გადახურვების სარესტავრაციო სამუშაოებით მიყენებული ჯერაც მიმდინარე დაზიანება, რაც გელათის სამონასტრო კომპლექსში ღვთისმშობლის და წმინდა გიორგის ეკლესიების მოხატულობას და ქვას მიადგა, ლახავს ძეგლის უნივერსალურ ღირებულებას. 

იუნესკო ხაზს უსვამს ძეგლის მართვის მექანიზმის არარსებობასაც. 

დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველოს მმართველმა გუნდმა მრავალი მისასალმებელი ნაბიჯი გადადგა იუნესკოს კომიტეტის წარსული გადაწყვეტილებების აღსასრულებლად, ქონების მართვის მენეჯმენტის და მონიტორინგის ჩათვლით. 

თუმცა, იუნესკოს შეფასებით. ჩატარებული საკონსერვაციო სამუშაოები, სამწუხაროდ, წარმატებული არ ყოფილა. 

ღვთისმშობლის ტაძარზე ცოტა ხნის წინ დამონტაჟებული კრამიტის სახურავი და წმინდა გიორგის ტაძარში ტენიანობის მუდმივმა პრობლემებმა დააზიანა კედლების მხატვრობა და მოზაიკა ორივე ეკლესიის შიგნით, რაც მის უნივერსალურ ღირებულებაზე უარყოფით გავლენას ახდენს. 

დოკუმენტში ნათქვამია, რომ მმართველი გუნდის მიერ გადადგმული ნაბიჯები მარიამ ღვთისმშობლის ტაძრის დროებით გადახურვასთან დაკავშირებით ასევე მისასალმებელია, მაგრამ საჭიროა გამოსავალი, რომელიც ეკლესიის ხელახლა გადახურვის საშუალებას მისცემს. 

იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტი სახელმწიფოსგან ითხოვს:

იმგვარი დროებითი გადახურვის მოწყობას ორივე ტაძრისთვის, რაც უწყვეტი საკონსერვაციო სამუშაოების წარმოების საშუალებას შექმნის და დაიცავს ნესტის შეღწევის რისკისგან; 

ასევე, მოთხოვნილია: 

  • ძეგლის კონსერვაციის პროგრამისა და მონიტორინგის ინდიკატორების შემუშავება;
  • ძეგლის მართვის გეგმის ამოქმედება მისი შეფასებისა და განახლების შემდგომ;
  • ძეგლის მართვის კომიტეტის შექმნა;
  • მეტი საერთაშორისო რესურსის მობილიზება, ძეგლის მდგომარეობის გასაუმჯობესებელი მოკლე და საშუალოვადიანი ღონისძიებების განხორციელებისთვის დახმარების ჩათვლით.

აღნიშნულია, რომ ძეგლთან მიმართებით გაუგებარია საქართველოს მსოფლიო მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს ფუნქცია და მოთხოვნილია მისი ქმედითუნარიანობის ასახვა კომიტეტისადმი წარსადგენ შემდეგსავე ანგარიშში; 

ხაზგასმითაა ნათქვამი, რომ გელათთან დაკავშირებული ყველა მითითებული ღონისძიება უნდა შეთანხმდეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრთან.

დადგენილების შესაბამისი ღონისძიებების ამსახველი ანგარიში განხილული იქნება კომიტეტის 45-ე სესიაზე, წარდგენის ვადაა 2022 წლის 1 თებერვალი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:28 09-24-2026
თიბისის მხარდაჭერით ტექ ოლიმპიადების ჰაბში მოსწავლეებისთვის სასერტიფიკატო კურსებზე მიღება დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ტექ ოლიმპიადების ჰაბში მოსწავლეებისთვის სასერტიფიკატო კურსებზე მიღება დაიწყო

14:02 09-24-2026
“შავი ლომის” მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება – თიბისი
ახალი ამბები

“შავი ლომის” მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება – თიბისი

17:55 09-23-2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
ახალი ამბები

სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ

15:03 09-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved