• რეკლამა
  • კონტაქტი
22:09, ოთხშაბათი, 11 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილი – ჩემი სურვილია, თითოეულ მუნიციპალიტეტში, ქალაქში, მოეწყოს ევროპული ტიპის ახალი ცენტრები, რეკრეაციული სივრცეები, წელს იხარჯება 500 მილიონი

ალია ავტორი - ალია
11:49 08-10-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
27

ჩვენ, ბოლო 8 წლის განმავლობაში, არა ერთი პროექტი დავაფინანსეთ, თუნდაც მარნეულში, იქნებოდა ეს სკოლების, ბაღების მშენებლობა, გზები, გაზი, ყველაფერი, ყველა პროექტი მიმდინარეობს, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მარნეულში,  „ქართული ოცნების“ მარნეულის მერობის კანდიდატის კენან ომაროვის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, თითოეულ მუნიციპალიტეტში, ქალაქში უნდა მოეწყოს ევროპული ტიპის ახალი ცენტრები, რეკრეაციული სივრცეები, განახლებული ბაღები, სკვერები, ახალი ტურისტული ადგილები, იმისთვის, რომ  მოსახლეობამ კიდევ უფრო უკეთესად, კომფორტულად იგრძნოს თავი და ბიზნესი კიდევ უფრო მეტად განვითარდეს.

„მე მინდა, რომ ეს ყველაფერი გახდეს ხელშესახები, კიდევ უფრო მეტი განვითარება უნდა შემოვიტანოთ ყველა რეგიონში, ქალაქში, მუნიციპალიტეტსა და სოფელში. ამ მიზნით, ჩვენ დავიწყეთ ახალი ინიციატივა –  განახლებული რეგიონები, რომელიც არის მრავალწლიანი პროექტი, წელს იხარჯება 500 მილიონი. ჩემი სურვილია, რომ თითოეულ მუნიციპალიტეტში, ქალაქში, მოეწყოს ევროპული ტიპის ახალი ცენტრები, რეკრეაციული სივრცეები, განახლებული ბაღები, სკვერები, ახალი ტურისტული ადგილები, იმისთვის, რომ ჩვენმა მოსახლეობამ კიდევ უფრო უკეთესად, კომფორტულად იგრძნოს თავი, ბიზნესი კიდევ უფრო მეტად განვითარდეს. მთლიანობაში, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო გამშვენდება, გალამაზდება და გაძლიერდება. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი საზრუნავი“, –  აღნიშნა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ კანდიდატის ნომერ პირველი დავალება და ამოცანა უნდა იყოს მაქსიმალური ყურადღება და  კომუნიკაცია ხალხთან, ხალხზე ზრუნვა  და ხალხთან მუშაობა.

„თვითმმართველობის არჩევნებისთვის ვემზადებით. გუშინ, ოფიციალურად დავიწყეთ კამპანია რუსთავში. დღეს, ახლა, მარნეულში გვაქვს ამის თაობაზე შეხვედრები. ჩვენ შევარჩიეთ ღირსეული კანდიდატები. ჩვენი კანდიდატის ნომერ პირველი დავალება და ამოცანა უნდა იყოს მაქსიმალური ყურადღება და  კომუნიკაცია ხალხთან, ხალხზე ზრუნვა  და ხალხთან მუშაობა. ყველა პრობლემა უნდა გადავუწყვიტოთ ჩვენს მოსახლეობას. მეტი მუშაობაა საჭირო, მეტი კომუნიკაცია, ადგილზე გასვლა, სოფლებში, ყველგან, ყველა უბანში უნდა ჩავიდეს მერი და ადგილზე გადაუწყვიტოს  ჩვენს მოსახლეობას პრობლემა. კვირაში ერთხელ შეიძლება დაწესდეს, თუნდაც, მოქალაქეების მიღების საათები, რომ არც ერთ მოქალაქეს არ დარჩეს განცდა, რომ მთავრობა და კონკრეტულად, ადგილობრივი ხელისუფლება არ აქცევს ყურადღებას. ეს უნდა იყოს ჩვენი საზრუნავი. ცენტრალური მთავრობა ვაკეთებთ ყველაფერს და კიდევ უფრო მეტს გავაკეთებთ“, –  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

“შუა დერეფანი და საქართველო” – თიბისი კაპიტალმა ბიზნესისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს კვლევა წარუდგინა

18:51 11-11-2026
ბაზისბანკი ლეჩხუმში „ქორენიშული ვერანდის“ მხარდამჭერია
ახალი ამბები

ბაზისბანკი ლეჩხუმში „ქორენიშული ვერანდის“ მხარდამჭერია

18:42 11-11-2026
ოქტომბრის განახლებები მობაილბანკში – ახალი შესაძლებლობები მომხმარებლების ყოველდღიურობის გასამარტივებლად
ახალი ამბები

ოქტომბრის განახლებები მობაილბანკში – ახალი შესაძლებლობები მომხმარებლების ყოველდღიურობის გასამარტივებლად

14:26 11-11-2026
თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში პირველად მოეწყო გამოფენა „Fashion Frames: სადაც სტილი კინოდ იქცევა”
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში პირველად მოეწყო გამოფენა „Fashion Frames: სადაც სტილი კინოდ იქცევა”

14:04 11-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved