• რეკლამა
  • კონტაქტი
11:05, შაბათი, 25 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ამდენი სიცოცხლე იმსხვერპლმა ამ ვამპირმა… ქათმის გრიპი რომ გვქონდა, ჯანდაცვის მინისტრს ვუთხარი, თავს მოგაძრობ, თუ ამერიკაზე უფრო კარგად არ იქნება ტამიფლუ შემოტანილი” – სააკაშვილი

ალია ავტორი - ალია
21:28 08-09-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
40

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, “მთავართან” ამბობს:

“ვინმეს ეპარება ეჭვი, რომ საქართველო ჩემი ხელისუფლების პირობებში იქნებოდა ერთ-ერთი პირველი სადაც ყველა აიცრებოდა? ერთ-ერთი პირველი, სადაც ვირუსის დაბალი დონე იქნებოდა? ქათმის გრიპი რომ გვქონდა, ჯანდაცვის მინისტრს ვუთხარი, თავს მოგაძრობ, თუ საქართველო არ იქნება პირველი ქვეყანა, სადაც ამერიკაზე უფრო კარგად იქნება ტამიფლუ შემოტანილი და ეს განხორციელდა. ეს ყველას ახსოვს.

ივანიშვილმა დაკეტა მაშინ, როცა არ უნდა დაეკეტა და ახლა როცა უნდა მართლა დაკეტოს, ვეღარ კეტავს, რადგან ეკონომიკა მთლიანად ჩამოიშლება. თან, მოდი სიმართლე ვთქვათ, ეშინია ჩემი ჩამოსვლის და აპირებს, რომ სექტემბერში ჩაკეტოს კოვიდსაფარქვეშ. ხალხი კვდება იმისათვის, რომ როგორც შარშან არჩევნებზე შემოიყვანეს წინასწარ რუსები ბათუმში და გაავრცელეს კოვიდი, რომ არჩევნების შემდეგ, რომლის მოპარვასაც აპირებდნენ, ქუჩაში აღარ გამოსულიყო ხალხი და მართლაც ეს დაეხმარა ამაში, ზუსტად იგივეს აკეთებს ახლაც.

ეჭვი გეპარებათ რომ ივანიშვილი და მთელი მისი ნათესაობა აცრილია?

ბევრს დაავიწყდა, მაგრამ მე ჩემ ოჯახს უფრო უკან ვაყენებდი, ვიდრე თანამოქალაქეებს. ფეოდალი, გიყურებთ როგორც დასახარჯ მასალას. ამდენი სიცოცხლე იმსხვერპლმა, ამ ვამპირმა.

ერთადერთი გზაა მობილიზება, არ დაველოდოთ პოლიტიკოსებს, ერთადერთი გზაა საკუთარი თავის დაცვა და ამათი მოშორება.

ეს არის განზრახული, შეგნებული მკვლელობა და არა უნიათობა.

ქედს ვიხრი ქართელი ექიმების წინაშე, მაგრამ სამთავრობო ექიმები ტელევიზორებში არიან გამოკერებულნი და ტყუილს ტყუილზე ლაპარაკობენ. საქართველოს მე დავუტოვე 150 საავადმყოფო და ბევრად უკეთესი ბაზა აქვს ვდრე უკრაინას და მოახერხეს, რომ უკრაინას უკეთესი ციფრები აქვს.

რატომ არ იცრება ხალხი? არ სჯერათ თქვენი. და რატომ უნდა დაგიჯეროთ, უკვე იმდენჯერ მოატყუეთ? რატომ უნდა დაუჯეროს ხალხმა ვინმე იმნაძეს და ცერცვაძეს? ტყუილს ტყუილზე ლაპარაკობენ.

ლევან რატიანი ტელევიზორიდან არ გამოდის, უკაცრავად, ყველაზე ცუდი მონაცემები აქვს რეანიმაციის პოსტსაბჭოთა სივრცეზე. მე ყოველთვის პატივისცემით ვიყავი ლევანის მიმართ, მაგრამ ლევან, ცოტა ნაკლები რომ ილაპარაკო ტელევიზორში და ცოტა მეტად გადაარჩინო ხალხი, ბევრად უკეთესი იქნებოდა. ყველაფერს აქვს საზღვარი. ეს ქვეყანა არ არის თქვენი საგულაო და არ არის გასანადგურებელი, რომ ყელყელაობდეთ „ოცნების“ ღონისძიებებზე.”

თეგები: ბიძინა ივანიშვილიმიხეილ სააკაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

18:38 07-24-2026
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
ბიზნესი

კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის

16:33 07-24-2026
ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი
ახალი ამბები

ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი

13:48 07-24-2026
ექსპრეს ლომბარდი სალომბარდე შეფასების შესახებ გავრცელებულ მითებს ამსხვრევს
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი სალომბარდე შეფასების შესახებ გავრცელებულ მითებს ამსხვრევს

17:27 07-22-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved