• რეკლამა
  • კონტაქტი
22:53, ორშაბათი, 24 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ბელარუსში სასკოლო პროგრამიდან სოლჟენიცინის, ალექსიევიჩის, ნაბოკოვის ნაწარმოებები ამოიღეს

ალია ავტორი - ალია
15:52 08-09-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
133

ფოტო – ტაბულა

ბელარუსის განათლების სამინისტრომ მე-11 კლასების სასკოლო პროგრამიდან ალექსანდრ სოლჟენიცინის, სვეტლანა ალექსიევიჩის და ვლადიმირ ნაბოკოვის ნაწარმოებები ამოიღო. გადაწყვეტილება 21 ივლისს მიიღეს.

ამ დრომდე ნაბოკოვის და სოლჟენიცინის ნაწარმოებები 1950-იანი წლების შუა და 1990-იანი წლების დასაწყისამდე პერიოდის ლიტერატურის პროგრამაში შედიოდა. მათი წიგნების სწავლება რეკომენდებული იყო დისიდენტური ლიტერატურის შესწავლის ფარგლებში. ძველ პროგრამაში სოლჟენიცინის მოთხრობას ივან დენისოვიჩის ერთი დღე სამი გაკვეთილი ეთმობოდა, ხოლო კლასგარეშე საკითხავ ლიტერატურაში სოლენიცინის წიგნი პატრიონას ეზო შედიოდა. აღსანიშნავია, რომ ახალ პროგრამის ფარგლებში სოლჟენიცინის ორი წიგნი კლასგარეშე ლიტერატურის სიაშია შესული, მათ შორისაა არქიპელაგი გულაგი.

“ბელარუსის რუსულენოვანი ლიტერატურის” პროგრამიდან ამოღებულია სვეტლანა ალექსიევიჩის წიგნი უკანასკნელი მოწმეები. ალექსიევიჩის ნაწარმოები  “პროზა. ადამიანი და ომი” შედიოდა განყოფილებაში ისეთ ავტორებთან ერთად როგორებიც არიან ნიკოლაი ჩერგინეცი და სერგეი ტრახიმიონოკი. ახალ პროგრამაში ამ ორი ავტორის ნაწარმოებები დარჩა, ალექსიევიჩის კი ამოღებულია.

სვეტლანა ალექსიევიჩი ლიტერატურაში ნობელის პრემიის ლაურეატია. 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ სვეტლანა ალექსიევიჩი აქტიურად აკრიტიკებდა ალექსანდრ ლუკაშენკოს და გადადგომისკენ მოუწოდებდა.  2020 წლის აგვისტოში ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს. საბჭოს წევრი სვეტლანა ალექსიევიჩიც იყო. მწერალი საბჭოს პრეზიდიუმის ერთადერთი წევრი იყო, რომელიც ბელარუსში თავისუფალი რჩებოდა. დანარჩენები ან დააკავეს, ან ქვეყნის დატოვება აიძულეს. მოგვიანებით, სექტემბერში ბელარუსი სვეტლანა ალექსიევიჩმაც დატოვა.

ალექსანდრ სოლჟენიცინი რუსი მწერალი, პუბლიცისტი, საბჭოთა დისიდენტი და ნობელის პრემიის ლაურეატი იყო. 1960-1980-იან წლებში ის აქტიურად გამოდიოდა კომუნისტური იდეების და სსრკ-ს პოლიტიკური სისტემის წინააღმდეგ. მხატვრული ნაწარმოებების გარდა, ის მწვავე საზოგადო-პოლიტიკურ საკითხებზე წერდა. სოლჟენიცინი 2008 წელს 89 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ვლადიმირ ნაბოკოვი რუსი-ამერიკელი მწერალია. პირველი ნაწარმოებები მან რუსულ ენაზე დაწერა, თუმცა საყოველთაო აღიარება აშშ-ში გადასვლისა და ინგლისურად წერის დაწყების შემდეგ მოიპოვა. ნაბოკოვის ყველაზე ცნობილი რომანია ლოლიტა. 2007 წელს ის გამოცემა Modern Library-ის 100 საუკეთესო რომანის სიაში მე-4 ადგილს იკავებდა. ნაბოკოვი 1977 წელს 78 წლის ასაკში გარდაიცვალა.

წყარო – ტაბულა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

როგორ ავირჩიოთ სახის დასაბანი კანის ტიპის მიხედვით?
ახალი ამბები

როგორ ავირჩიოთ სახის დასაბანი კანის ტიპის მიხედვით?

09:00 08-24-2026
სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს და კომბინაციებს მომხმარებელი ექსკლუზიური პირობით გაიაქტიურებს
ახალი ამბები

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს და კომბინაციებს მომხმარებელი ექსკლუზიური პირობით გაიაქტიურებს

09:00 08-23-2026
თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის

13:55 08-21-2026
ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება

11:56 08-21-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved