• რეკლამა
  • კონტაქტი
07:04, შაბათი, 7 ივნისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,თუ თქვენთვის ის უბრალოდ “ძაღლია რა” არ შეიძინოთ“ -აუცილებლად წასაკითხი

ალია ავტორი - ალია
12:52 08-09-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
4,088

მინდა, რომ ეს პოსტი ბევრმა ადამიანმა ნახოს, არა იმიტომ, რომ ყურადღების მიქცევას ვცდილობ, საჭირო ინფორმაციაა და ამიტომ.

შევეცდები მოკლედ ჩავატიო ჩემი სათქმელი, კითხვით თავი რომ არ მოგაბეზროთ.

სამწუხარო სიტუაციაა საქართველოში ყველა მხრივ, გავიგე ადამიანებიც შიმშილით იხოცებიან და მსგავსი ტექსტებით ნუ გამოორატორდებით, ძაღლების ჯგუფია და ძაღლებზე მინდა დავწერო.

1. გინახავთ ვინმეს ქუჩაში გამოგდებული შარპეი, პომერანიული შპიცი, იორკშირი, არგენტინული დოგი, კინგჩარლს სპანიელი ან კორგი?

მე არა! მაგრამ მინახავს ქუჩაში ყურზე ბირკით ლაბრადორი, გერმანული ნაგაზი, ჰასკი, ა.შ
რატომ ხდება ეს?! იმიტომ, რომ ლეკვებს 100 ლარში ყიდით!

პომერანიული შპიცის ლეკვი, რომელიც 1000$ + ღირს, არასდროს იქნება ქუჩაში გამოგდებული, რადგან ადამიანი, რომელიც ამხელა თანხას ძაღლში იხდის, მას აუცილებლად მოუვლის.

ძაღლის ყოლა არის ფუფუნება! ასეა სამწუხაროდ და გაიგეთ. “Bavhs gauhardeba, machuket” რა ფენომენია საერთოდ, არ ვიცი…

ძალიან გაუფასურდა ჰასკი საქართველოში, გუშინ ხაშურში გავიარე მანქანით, სუფთა სისხლის ჰასკი ეგდო ბაზართან ყურზე ბირკით, სიცხისგან ყმუოდა… ვიღაცამ იყიდა ალბათ 100 ლარში ლეკვი, გაერთო, რომ გაიზარდა ქათმები შეუჭამა და გამოაგდეს.

ეს ისტორია ხო ბევრჯერ გვსმენია 

?

მივადექით მეორე პრობლემას, რომელიც საქართველოში მწვავედ დგას:

2. ძაღლის შეძენამდე გაეცანით კონკრეტული ჯიშის თავისებურებებს. მაგალითად, თუ უკვე იმაზე ჩამოყალიბდით, რომ გაქვთ საკმარისი ფუფუნება გყავდეთ ძაღლი,

ე.ი თანახმა ხართ გქონდეთ დამატებითი ხარჯი მინიმუმ + 300 ლარი თვეში, (მხოლოდ საკვები რომ ვიანგარიშოთ და არა შამპუნი, რწყილის, ჭიის წამალი თუ ვეტერინართან გაუთვალისწინებელი ვიზიტი, აცრები, გრუმინგი) და რომ აღარაფერი ვთქვა ენერგიაზე, რაც უნდა დაიხარჯოს ძაღლის მოვლაში,

ჩამოყალიბდით წინასწარ რას მოელით ამ ძაღლისგან. გააცნობიერეთ, რომ ის ლეკვობაში სახლში ისაქმებს, ზრდასრულობაში ძაღლი მოითხოვს სეირნობას,

განსაკუთრებით დიდი ჯიშის ძაღლები საჭიროებენ ენერგიის დახარჯვას (ლაბი, გერმანული ნაგაზი, კორსო, პიტბული, ა.შ)

მინიმუმ 2 საათი უნდა ასეირნოთ, დილას და საღამოს. თუ სახლში გყავთ ბავშვი, არის კონკრეტული ჯიშის ძაღლები, რომლებიც არ არიან ტოლერანტული ბავშვების/ხმაურის მიმართ.

მაგ. ჩეხოსლოვაკიური მგელძაღლი.
გაისიგრძესიგანეთ ის პასუხისმგებლობა რასაც იკისრებთ ძაღლის მოყვანამდე და შესაბამისი ჯიში აარჩიეთ თქვენთვის,

“აუ პიტბული მევასება და მინდა” სწორი მიდგომა არ არის. თუ თქვენ აქამდე არ გქონიათ ძაღლის ყოლის გამოცდილება, პიტბული, როტვეილერი და დობერმანი რეკომენდირებული არ არის!

არა იმიტომ, რომ “ყბას კეტამს”, იმიტომ რომ ამ კონკრეტულ ჯიშებს სჭირდებათ დისციპლინარული აღზრდა და ეს არაა დამწყებები ცხოველთმოყვარულისთვის.

თუ მთელი დღე სახლიდან გასული ხართ, ნუ შეიძენთ ლაბრადორს, რომელსაც მუდმივად ადამიანების კომპანიაში უნდა ყოფნა და 3 საათი გარეთ სეირნობა, რომ თავი ბედნიერად იგრძნოს.

აბა, თუ უბედური უნდა იყოს, მშიერი და წვიმა/თოვლში გარეთ დაბმული ესეთი ძაღლი რათ გინდათ?! თუ ცხოვრობთ სოფელში, გყავთ ქათამი, წიწილა ა.შ ნუ შეიძენთ ჰასკს ან მეძებარ ჯიშს, შეიძინეთ კავკასიური ნაგაზი, ალაბაი ან გერმანული ნაგაზი, ეზოს დაცვაში ამ ჯიშებს ბადალი არ ჰყავს.

ჰასკს ბუნებით ძალიან უყვარს ქათამი და მას აღზრდის და დისციპლინის მიუხედავად ყოველთვის გაექცევა მისკენ მადა, რაც მერე ფატალურად სრულდება ხოლმე. წინასწარ თუ გაეცნობით ჯიშის თავისებურებებს, მერე იმედები აღარ გაგიცრუვდებათ.

3. ძაღლის შეძენამდე, გაეცანით ელემენტარულ მოვლის წესებს. ლეკვი დედას არ უნდა მოშორდეს მინიმუმ 3 თვემდე. საზღვარგარეთ, ბრიტანეთი/გერმანია თუნდაც ამერიკაში, 1 თვის ლეკვს არავინ მოგყიდით, აბსურდია.

ლეკვი რომ გაიზარდოს ჯანმრთელი, ამისათვის მან დედისგან რძის სახით უნდა მიიღოს იმუნიტეტი.

სამწუხაროდ საქართველოში ხშირად ფინანსური სიტუაციის გამო, პატრონი დედა ძაღლის და ლეკვების კვება/მოვლას ვეღარ აუდის და მალევე ცდილობს (1 ან 2 თვეზე) ლეკვები სხვა ოჯახებში დააბინაოს, ეს არასწორია და საფრთხეს უქმნის ლეკვის განვითარებას.

ასევე ელემენტარული ზოგადი ცოდნაა, რომ ლეკვი მუშავდება ჭიაზე (იგივე დეჰელმინთიზაცია) 3კვირის ასაკში, შემდეგ პროცედურა მეორდება 10-14დღეში ერთხელ ან ორჯერ, ხოლო 8-9 კვირის ასაკში საჭიროა გეგმიური კომპლექსური აცრები.

ბოლო აცრა კეთდება 3 თვეზე, სანამ ბოლო ანტირაბიული აცრა არ გაკეთდება, დაუშვებელია ძაღლს ჰქონდეს გარე სამყაროსთან მიწაზე კონტაქტი, ამ წესის დარღვევის გამო ხშირია ჭირი, ენტერიტი და სხვა მომაკვდინებელი ვირუსები ლეკვებში, რაც 90% მთავრდება ლეტალურად.

4. ცხოველის ყოლა არის სამუდამო, როგორც იტყვიან life commitment გადაწყვეტილება. ძაღლების უმეტესობა ცოცხლობს 10 დან 15 წლამდე. ძაღლი ნუ მოგყავთ ერთი ან ორი წლით, ეს აზიანებს მათ მენტალურად.

მილიონ პოსტს ვაწყდები ყოველდღიურად მსგავსი სცენარით “გაუთვალისწინებელი სიტუაციის გამო ჩუქდება ოჯახიდან ბლა ბლა ბლა..”

დიახ, არსებობს ძალიან გაუთვალისწინებელი სიტუაციები, მაგრამ შვილებს აჩუქებთ? აი მაგალითად, სამსახური დავკარგე და ფული აღარ მაქვს, დანაზოგიც გამომელია, შვილს გავაჩუქებ? დედაჩემს წამალს ვეღარ ვყიდულობ, თავშესაფარში ჩავაბარებ?

ყველამ ვიცით, ჩვენ ეს მენტალიტეტი არ გვაქვს. მაშ, თუ ძაღლი ჩემი ოჯახის წევრია, რატომ ვაჩუქებ?!

გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს, ყოველთვის არის გზა, მაგრამ მოდი ვარიაროთ, ვისაც ძაღლი 1, 2 ან თუნდაც 6 წლის ასაკში გაგიჩუქებიათ, სახლიდან გაგიგდიათ, გქონდათ სხვა გამოსავალი, მაგრამ თქვენი პრიორიტეტი იმ წამს ძაღლი არ იყო…

მოდით, ნუ შეიძენთ ძაღლებს, თუ ასე ფიქრობთ უბრალოდ არ იყოლიოთ ჯობს.

3 თვის იყო ჩემი ლეკვი, როცა სამსახური დავკარგე, ქირით ვიყავი, სახლის დაცლა მომიწია და პარალელურად გავიგე, რომ მეორე ბავშვზე ვიყავი ორსულად მწვავე ტოქსიკოზით და ანემიით, ამ დროს დაიწყო კორონაც.

ეს იყო შარშან, ზამთარში… მე არ მიმიტოვებია ჩემი მიმი. გაგვიჭირდა, მაგრამ გადავლახეთ, ერთად..

იმიტომ არ ვწერ ამას, რომ მე მაგარი გოგო ვარ, ეს ასეც უნდა იყოს და თუ ასე არაა, ანუ თუ თქვენთვის ის უბრალოდ “ძაღლია რა” არ შეიძინოთ 100 ლარში.

მადლობა ვინც წაიკითხა .

mega.tv

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ბახმუტის შეტევის წარუმატებლობის შემთხვევაში, რუსებს არც ფიზიკური და არც მორალური ძალა აღარ დარჩებათ თავდაცვაში გადასასვლელად“ – გიორგი თავდგირიძე
ახალი ამბები

,,რეალობა ისაა, რომ ჩვენ ვართ აშშ-სა და ევროპისთვის მტრული სახელმწიფო… რუსეთთან ალიანსი ნატო-ს სამიზნედ გვაქცევს” – რას უყვება ,,ალიას” გიორგი თავდგირიძე?

21:01 06-05-2025
“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი
ახალი ამბები

“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი

20:25 06-02-2025
აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025
რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025

ბიზნესი

ექსპრეს ლომბარდში ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდში ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა

19:07 06-06-2025
პრემია „ელისოს“ ნომინანტები ცნობილია
ახალი ამბები

პრემია „ელისოს“ ნომინანტები ცნობილია

14:56 06-06-2025
თიბისი, ვიზა და VELI ბიზნესი ინდივიდუალური მეწარმეების მხარდასაჭერად
ახალი ამბები

თიბისი, ვიზა და VELI ბიზნესი ინდივიდუალური მეწარმეების მხარდასაჭერად

13:50 06-06-2025
თიბისი კამპუსის მონაწილე ნუგო თოფურია
ახალი ამბები

თიბისი კამპუსის მონაწილე ნუგო თოფურია

15:44 06-05-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved