• რეკლამა
  • კონტაქტი
00:22, შაბათი, 13 სექტემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ივანიშვილი ჩვენს მოედანზე ვაბურთავოთ“ – თამარ ჩერგოლეიშვილი

ალია ავტორი - ალია
12:27 08-09-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
22

„იმისთვის, რომ დემოკრატიული ტრადიცია შეუქცევადად დამკვიდრდეს, მხოლოდ პოლიტიკური სისტემის შეცვლა არ არის საკმარისი. საჭიროა სოციალური ტრანსფორმაცია – ანუ საზოგადოების მოდერნიზაცია.“ – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალ “ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი. 

„ლიდერობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თვისება, ვისი ლიდერიც ხარ, მათი მოლოდინების სწორი მართვაა. 
რამდენიმე დღე ეთერში ვიყავი – ჰაერი საოცარი იმედგაცრუებით იყო გაჟღენთილი. 
მეტი რაღა უნდა მოხდეს, რომ ხალხი ქუჩაში გამოვიდეს   – ეს საყვედური გასდევდა ფონად გადაცემას. 
ბევრი პოლიტიკოსი და კომენტატორი უფრო შორს მიდის, საკუთარი უუნარობის პროეცირებას საზოგადოებაზე ახდენს – მათი თქმით, ივანიშვილის რეჟიმი იმიტომ არ იცვლება, რომ „ხალხი არ ვარგა“. 
ვარგა, თუ არ ვარგა? 
მეგობრებო, საქართველო პოსტ-ტოტალიტარული ქვეყანაა. 
პოსტ-ტოტალიტარულია მისი საზოგადოებაც. 

იმისთვის, რომ დემოკრატიული ტრადიცია შეუქცევადად დამკვიდრდეს, მხოლოდ პოლიტიკური სისტემის შეცვლა არ არის საკმარისი. საჭიროა სოციალური ტრანსფორმაცია – ანუ საზოგადოების მოდერნიზაცია. 

საბჭოთა კავშირის კოლაფსის შემდეგ, აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში ლიბერალური დემოკრატიის კონსოლიდაცია გაცილებით უმტკივნეულოდ მოხდა, იმიტომ რომ აქ, თანამედროვე ტიპის ურბანულ საზოგადოებას, გარედან თავსმოხვეული ძალადობრივი სისტემა მართავდა. თავად საზოგადოება საკმარისად მოდერნიზებული იყო. 

საქართველოში ასე არ არის – საქართველოში არ ყოფილა ცოცხალი თაობა, რომელსაც დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფო ახსოვდა. საქართველოში ცოცხალი არც ის ელიტა ყოფილა, რომელსაც დამოუკიდებელი საქართველოს მეხსიერება მემკვიდრეობით გადაეცემოდა – სტალინმა გაანადგურა. 
საქართველო 200 წლიანი წყვეტის შემდეგ ცდილობს დემოკრატიულ სახელმწიფოდ თავის დამკვიდრებას და ნახევრად აგრარული ქვეყნის მოდერნიზაციას. 
სოციალური ტრანფორმაცია გაცილებით რთული პროცესია, ვიდრე პოლიტიკური რეჟიმის ცვლილება. 

რიგითი ადამიანების ფრუსტრაცია გასაგებია, მაგრამ პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებს, კომენტატორებს – იმ ადამიანებს ვისაც პოლიტიკის ცოდნაზე პრეტენზია გვაქვს, მეტი მოგვეთხოვება. 

ჩვენ თავად ვქმნით მოლოდინებს, რომ „აი ახლა რეჟიმს დავასრულებთ“ და როცა ეს არ ხდება, ხალხზე ვბრაზობთ. 
არადა პოლიტიკურ ელიტას გაცილებით მეტი პასუხისმგებლობა გვაქვს. 

პოლიტიკური ელიტის ბრალია ის, რომ არასწორი მოლოდინები ჩნდება, ხოლო შემდეგ, ფრუსტრაცია დგება. 
ვისაც არ ეზარება, აიღოს რამდენიმე ყველაზე ხმაურიანი პოლიტიკოსი და ბოლო წლების განმავლობაში მათი განცხადებები გაანალიზოს. იშვიათი გამონაკლისის გარდა, ნახავთ რომ ამ პოლიტიკოსებმა თავად შექმნეს არაადეკვატური მოლოდინები და შემდეგ ხალხს აბრალებდნენ. ცოტა ხნის წინ, იგივე ქნეს ჟურნალისტებმაც. 
მეგობრებო, რაღაც რომ გინდათ, არ ნიშნავს რომ ეს რაღაც მოხდება. როცა არ მოხდება, ეს არ ნიშნავს, რომ ხალხმა გიმტყუნათ – ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ შეუქმენით საკუთარ თავს და მიმდევრებს არასწორი მოლოდინი და ახლა, დამნაშავეს ეძებთ. ასე ინფანტილური ლიდერები იქცევიან. 
ინფანტილური ლიდერების ასეთი სიჭარბეც პოსტ-ტოტალიტარული საზოგადოებისთვის დამახასიათებელია. ახლა რაც შეეხება ხალხს და იმას, რატომ ვერ შეცვალა აქამდე ოპოზიციამ ივანიშვილის არაპოპულარული რეჟიმი. მეგობრებო, საქართველოში არჩევნები არ არის რწმენაზე, პოლიტიკურ ხედვაზე დაფუძნებული პროცესი – ეს კორუმპირებული პროცესია. არჩევნები კოორდინატორების ერთგვარი აუქციონია. 
კოორდინატორი ის ადამიანია, რომლის ხათრითაც ხმას გაძლევენ. 
ვისი მეტი ხათრიც აქვთ, ის მეტად ფასეულია, იმიტომ რომ მისი ხათრით მეტი ადამიანი გაძლევს ხმას. ეს არ არის რწმენაზე, პოლიტიკურ ხედვაზე და იდეოლოგიაზე მიბმული პროცესი, ეს არის კოორდინატორის ხათრზე მიბმული პროცესი. სწორედ ეს კორუმპირებული პროცესი განაპირობებს საზოგადოების სტატუს კვოსადმი მიკერძოებას და სწორედ სტატუს კვოში დარჩენის სურვილი განაპირობებს რეჟიმის წარმატებას. 
გასულ ზაფხულს უზარმაზარი ინფორმაცია ავკრიფე, ფსიხივით ოჯახებში სირბილით. ყველა კორპუსში, ყველა ქუჩის კუთხეში ქართული ოცნების შტაბი იყო გახსნილი. ამ შტაბში კოორდინატორები „მუშაობენ“. 
რეალურად, მათი და მათი ოჯახის წევრების ხმები იყიდება. ივანიშვილის მხრიდან ეს გასაგები ტაქტიკაა. მისი ძლიერი მხარე ფულია და ამიტომ იმ მოედანზე გვეჯიბრება, სადაც დიდი უპირატესობა აქვს. ამიტომ ყველაზე გავლენიან კოორდინატორებს იოლად ყიდულობს. 
ვინც თავიდან ვერ იყიდა, იმას არჩევნების წინ ყიდულობს და კოორდინატორიც იყიდება ისე, რომ სინდისიც არ ქენჯნის – მისი გაგებით არჩევნები მისი შემოსავლის წყაროა და არაფერი სხვა, ის არაა რომელიმე ოპოზიციური პარტიის რწმენით აღვსილი მოქალაქე, ის მხოლოდ სეზონურ სამუშაოზე დასაქმდა და ამდენად, ვინც ძვირი გადაუხადა, იმას მიყიდა თავისი სერვისი. 
სხვა ოპოზიციურ პარტიებთან შედარებით უკეთეს დღეშია ნაცმოძრაობაც –  სტატუს-კვოსადმი მიკერძოება, ამ პარტიას მთავარი ოპოზიციური პარტიის სტატუსს უნარჩუნებს – თუ ბიძინა არ გინდა, სტატუს კვო ოპოზიცია ხუთიანია. 
ამ ყველაფრის შემყურეს მიჩნდება მარტივი კითხვა – რატომ და როგორ უნდა მოუგო ივანიშვილს რამის ყიდვაში? როგორ უნდა დავარიგოთ კოორდინატორებში იმდენი ხელფასი, რომ არჩევნებამდე ორი კვირით ადრე ქოცებმა არ ჩამოუარონ და ორჯერ მეტი არ მისცენ? რეალობა ისაა, რომ ჩვენ ივანიშვილის რეჟიმი კი არ გვაქვს მხოლოდ შესაცვლელი. ჩვენ არჩევნების სულისკვეთება გვაქვს შესაცვლელი. 
თუ ეს კორუმპირებული, კოორდინატორებზე აგებული მოჯადოებული წრე არ გავარღვიეთ და რწმენით, იდეით მოტივირებული თანამოაზრეები არ ვეძებეთ, ივანიშვილი ყოველთვის მოიგებს. 
ფული მას მეტი აქვს და ამ მოედანზე მასთან შეჯიბრი წაგების რეცეპტია. ჩვენ, ვისაც მისი დამარცხება გვსურს, იმ მოედანზე უნდა ვითამაშოთ, სადაც ჩვენ ვართ ძლიერები – ჩვენ გვაქვს ხედვა, ჩვენ გვაქვს იდეა, ჩვენ შეგიძლიათ გვენდოთ …. 
ვინც ხედვით, იდეით და ნდობით მოტივირებულ ამომრჩეველზე არ იმუშავებს, ივანიშვილთან სულ დამარცხდება. ცოტა, მაგრამ იდეით მოტივირებული ხალხი, გაცილებით ძლიერია, ვიდრე ტლანქი უმრავლესობა. 
იმისთვის, რომ ივანიშვილს მოვუგოთ, თუნდაც ცოტა ხალხით, არჩევნების კორუმპირებული წრე უნდა გავარღვიოთ და ივანიშვილი ჩვენს მოედანზე ვაბურთავოთ.“ – წერს ჩერგოლეიშვილი. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025
“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025
„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025

ბიზნესი

„პეტროკას ენერჯი ჯგუფის“ აქციონერთა სტრუქტურაში ცვლილებები განხორციელდა
ახალი ამბები

„პეტროკას ენერჯი ჯგუფის“ აქციონერთა სტრუქტურაში ცვლილებები განხორციელდა

13:12 09-12-2025
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს “ჯაზი და ღვინო კახეთი”
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს “ჯაზი და ღვინო კახეთი”

12:32 09-11-2025
მოემზადე რთველისთვის გორგიასთან ერთად
ახალი ამბები

მოემზადე რთველისთვის გორგიასთან ერთად

21:19 09-10-2025
Tester’s Day 2025 – თიბისის მხარდაჭერით, მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური ღონისძიება გაიმართა
ახალი ამბები

Tester’s Day 2025 – თიბისის მხარდაჭერით, მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური ღონისძიება გაიმართა

15:48 09-10-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved