• რეკლამა
  • კონტაქტი
23:12, ორშაბათი, 9 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„გრიპი გრძელდება აპრილამდე და თუ სწავლას შევწყვეტთ, ბავშვები გაუნათლებლები დაგვრჩებიან“ – პაატა იმნაძე

ალია ავტორი - ალია
21:32 01-14-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
118

სასწავლო პროცესის შეწყვეტის პრაქტიკა საერთოდ არ არის მიღებული ევროპის ქვეყნებში. ეს არის პოსტ საბჭოთა ქვეყნების ტრადიცია, რომ გრიპის მატების დროს სასწავლო პროცესი შეწყვიტონ ხოლმე, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ დღეს გამართ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

იმნაძის თქმით, ბოლო დღეებში ამბულატორიულ დაწესებულებებში მიმართვიანობამ „ოდნავ მოიმატა, თუმცა ეს საგანგაშო არაა“.

„დღეისათვის მიმართვიანობამ ამბულატორიულ დაწესებულებებში ოდნავ მოიმატა წინა კვირასთან შედარებით, რაც გასაგებია იმიტომ, რომ პირველ და ორ იანვარს ძალიან მძიმედ თუ არ არის ადამიანი, არ მიმართავს კლინიკას და ამიტომაც საკმაოდ დაბალი იყო ეს მაჩვენებელი. ახლა არის 220-მდე 100 000 მოსახლეზე. ასევე, ჰოსპიტალიზაციაში მძიმე მწვავე რესპირატორული დაავადებების წილი 3%-ით არის გაზრდილი, 22 იყო და ახლა 25-ია. შარშან ამ დროს კი, დაახლოებით 40 იყო.

ჩვენთან ზუსტად ისეთივე სიტუაციაა, როგორც ევროპის ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობაში. სასწავლო პროცესის შეწყვეტის პრაქტიკა საერთოდ არ არის მიღებული ევროპის ქვეყნებში. ეს არის პოსტ საბჭოთა ქვეყნების ტრადიცია, რომ გრიპის მატების დროს სასწავლო პროცესი შეწყვიტონ ხოლმე. გრიპი იწყება დეკემბერში და გრძელდება აპრილამდე. ამ პერიოდში თუ სწავლას შევწყვეტთ, ისედაც პრობლემები გვაქვს ბავშვების განათლებაში და დაგვრჩებიან გაუნათლებლები. აქედან გამომდინარე, ვთვლი, რომ რეალური მეცნიერული საფუძველი არ არსებობს იმისა, რომ სწავლა შეწყდეს.

სამწუხაროდ, ორი ფატალური შედეგი იყო გრიპის ვირუსით გამოწვეული, ორივე დეკემბრის თვეში. მთავარ რეკომენდაციას რაც შეეხება, ორსულებს ვთხოვთ, მათთვის ვაქცინების მარაგი არის და მათ შეუძლიათ მიმართონ და აიცრან. დანარჩენებმა კი ჩვეულებრივად უნდა დავიცვათ ის რჩევები, რასაც სულ ვიძლევით. ხელების ხშირი დაბანა ძალიან კარგი მეთოდია გრიპის თავიდან ასაცილებლად. ერთ-ერთი მეთოდი, რომელიც ჩვენ წელს პირველად გამოვიყენეთ, ეს იყო საბავშვო ბაღის აღმზრდელების უფასო ვაქცინაციის პროგრამაში პროფესიული ნიშნით ჩასმა იმიტომ, რომ მოზრდილებს არ მიეტანათ გრიპი“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!
ახალი ამბები

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!

13:20 03-09-2026
თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ

13:10 03-09-2026
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება
ახალი ამბები

რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება

12:29 03-09-2026
ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია
ახალი ამბები

ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია

14:42 03-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved