• რეკლამა
  • კონტაქტი
09:11, ოთხშაბათი, 17 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სააკაშვილმა რუსეთიდან მომავალი ვერც ერთი საფრთხე ვერ აარიდა ქვეყანას, მისი ფორთხვა არასდროს დაგვავიწყდება” – ლევან ლორთქიფანიძე

ალია ავტორი - ალია
14:08 08-08-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
37

პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე:

“ყოველ წელს რატომ გვიწევს ერთი და იმავე საკითხებზე მსჯელობა? ერთი და იმავე არგუმენტების მოხმობა? ერთი და იმავე სისულელეებისთვის პასუხის გაცემა?

არ შეიძლება შევთანხმდეთ ორ-სამ თეზისზე?

რუსეთი ოკუპანტია, დამპყრობელია. მის ინტერესებში არ შედის ფედერაციის სამხრეთ საზღვართან დამოუკიდებელი და ერთიანი საქართველოს არსებობა. მზად არის (და ეს ბევრჯერ გაუკეთებია) ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის, ერთიანობის შელახვის მიზნით ფეხქვეშ გათელოს საერთაშორისო სამართალი, ჩვენი სუვერენიტეტი, დაიწყოს ომი. რუსეთის არის საფრთხე და უბედურება ჩვენი ქვეყნისთვის.

2006-2008 წელს საქართველოს მთავრობა ატარებდა ანტისახელმწიფოებრივ, მილიტარისტულ, არარაციონალურ პოლიტიკას საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებთან მიმართებით. დანაშაულებრივმა და უპასუხისმგებლო პოლიტიკამ გაუადვილა მტერს ჩვენი ხალხის ამოხოცვა. ომის დროს ხელისუფლების უთავბოლობამ და არაორგანიზებულობამ უამრავი ადამიანის ისედაც ტრაგიკული ბედი, კიდევ უფრო გაამრუდა. სააკაშვილმა რუსეთიდან მომავალი ვერც ერთი საფრთხე ვერ აარიდა ქვეყანას. მისი ფორთხვა არასდროს დაგვავიწყდება.

მტერს უნდა ვიცნობდეთ! საქართველოს მთავრობისა და კრემლთან კავშირის არმქონე ფონდების დახმარებით უნდა მიდიოდეს რუსეთის პოლიტიკის, კულტურის, საზოგადოების ინტენსიური კვლევა, რათა ვაწარმოოთ უფრო გონივრული, ცოდნაზე დაფუძნებული საგარეო პოლიტიკა; რათა განათლების სისტემის საშუალებით ხალხში გავავრცელოთ ცოდნა მეზობელი ქვეყნიდან მუდმივად მომავალი საფრთხის შესახებ და არა ისტერიკა! წავახალისოთ დისკუსია საშიშროების თავიდან აცილების კონკრეტული მექანიზმების შესახებ (სტრატეგიული მიზანი დეკლარირებული გვაქვს კონსტიტუციით, ტაქტიკურად რას ვაკეთებთ?).

პირველ ეტაპზე გამოსაცემია “ოქსფორდისა” და “რუთლიჯის” სახელმძღვანელო კრებულთა (Handbook) მსგავსი წიგნი თანამედროვე რუსეთის შესახებ, რათა ადამიანებმა უფრო ზუსტად იცოდნენ მტრის ანატომია.

დიდი მადლობა გმირებს, რომლებმაც ფრონტის ხაზზე თავი დადეს ჩვენთვის და ამ ქვეყნისთვის.

დაღუპულთა სისხლი ცას შეჩუხჩუხებს და სამართალს ითხოვს.

სამართლის მიღწევას კი კვლევა, შრომა, სიმშვიდე, თანმიმდევრულობა სჭირდება. ნასკები, კვერცხები, მტრის უკან შეძრომა ან მთელი ტვირთის მხოლოდ პარტნიორებზე დაკისრება გამოსავალი არ არის!”

თეგები: ლევან ლორთქიფანიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

იფრთხილე – ენერგო–პრო–ჯორჯია
ახალი ამბები

“იფრთხილე” – რა სამუშაოების უსაფრთხოდ დაგეგმვაში გეხმარება “ენერგო–პრო–ჯორჯია”? – ვიდეო

08:00 06-17-2026
ექსპრეს ლომბარდის სტანდარტი
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდის სტანდარტი: ნივთის შეფასება სერტიფიცირებული ექსპერტების მიერ

18:10 06-16-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

17:38 06-16-2026
მსოფლიო რაგბის მომავალი საქართველოში იკრიბება – 27 ივნისიდან ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი იწყება – თიბისი
ახალი ამბები

მსოფლიო რაგბის მომავალი საქართველოში იკრიბება – 27 ივნისიდან ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი იწყება – თიბისი

16:25 06-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved