• რეკლამა
  • კონტაქტი
21:09, კვირა, 23 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ჰოსპიტლის გარეთ, ბინებსა და სასტუმროებში კორონავირუსით გარდაცვლილი 48 ადამიანია – თენგიზ ცერცვაძე

ალია ავტორი - ალია
18:11 08-06-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
32

ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, საქართველოში ბინაზე და კოვიდსასტუმროებში 48 ადამიანი გარდაიცვალა.

მისივე თქმით, ეს რიცხვი მიზერულია და იმის მანიშნებელია, რომ ნაკადების მართვა ეფექტიანად ხდება. 

“ჰოსპიტალს გარეთ გარდაცვლილთა რიცხვი, ანუ ბინაზე გარდაცვლილისა და სასტუმროებში, არის 48. ეს მთელი 1.5 წლის მანძილზე. მაშინ, როდესაც უცხოეთის ყველაზე კარგი ჯანდაცვის მქონე ქვეყნებში არის ასეულები და ათასები. ინგლისში ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ ჰყავდათ 10 000 ასეთი გარდაცვლილი.

თქვენ სვამთ კითხვას, რატომ ვერ მოხერხდა მათი გადაყვანაო, მე პირიქით დაგისვამთ – როგორ მოხერხდა იმდენი ხალხის გადაყვანა, რომ მხოლოდ 48 გარდაიცვალა ბინაზე, როცა, მაგალითად, ინგლისში 10 000 ასეთი გარდაცვლილი იყო. საქართველოს აქვს ყველაზე დაბალი რიცხვი ბინაზე გარდაცვლილების და ეს არის ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ჯანდაცვის კლინიკური სექტორის კარგი მუშაობის, რადგან ნაკადები იმართება ეფექტიანად და ვისაც სჭირდება სამედიცინო დახმარება, ყველა გადაჰყავთ ჰოსპიტალში და იქ სათანადოდ მკურნალობენ.

თქვენ ლეგიტიმური კითხვა დასვით – რატომ ვერ მოხერხდა იმ 48 კაცის დროზე გადაყვანა – ჩვენი ოპონენტები ხშირად გვაკრიტიკებენ, რომ საჭიროზე მეტი გადაგვყავს ჰოსპიტალში, ყველა არ საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას და ისეთებიც გვხვდებიან, მაგრამ სწორედ ამიტომ რომ გარკვეულწილად თავს უზღვევენ ექიმები, და გადაჰყავთ ჰოსპიტალში პაციენტები, რომელთაც აქვთ რაღაც კრიტერიუმები ჰოსპიტალიზაციის, სწორედ ამიტომაა ასეთი დაბალი რიცხვი ბინაზე გარდაცვლილების,”-აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს და კომბინაციებს მომხმარებელი ექსკლუზიური პირობით გაიაქტიურებს
ახალი ამბები

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს და კომბინაციებს მომხმარებელი ექსკლუზიური პირობით გაიაქტიურებს

09:00 08-23-2026
თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის

13:55 08-21-2026
ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება

11:56 08-21-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“

14:03 08-20-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved