• რეკლამა
  • კონტაქტი
23:34, ორშაბათი, 12 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ამერიკის ელჩს არ დასჭირდებოდა მოთქმა-გოდება, რომ არ გადაერჩინა ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი და არ შეეყარა პარლამენტში ოპოზიცია“ – შალვა ნათელაშვილი

ალია ავტორი - ალია
18:10 08-06-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
33

„ამერიკის ელჩს არ დასჭირდებოდა ასეთი მოთქმა-გოდება, რომ არ გადაერჩინა ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი, რომ არ შეეყარა პარლამენტში ოპოზიცია და არ გამოეყვანა კუთხეში მიმწყვდეული ოლიგარქი სამშვიდობოზე, დღეს არ იქნებოდა ასეთი პრორუსული შტურმი.“ – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.

„21-ე საუკუნის სერგო ორჯონიკიძემ, ამჯერად ივანიშვილის სახელით ცნობილმა, დაიწყო კრემლთან მიცემული დავალებების დამაგვირგვინებელი ფაზის აღსრულება, რათა საქართველო დაბრუნდეს რუსული იმპერიალიზმის მონობაში.

ყველაფერ ამას წინ უძღვოდა პარლამენტში ოპოზიციის შეყრა, ხელისუფლების ფეხზე წამოდგმა, შეტევაზე გადმოსვლა, პრორუსული სამღვდელოების ქუჩაში გამოსვლა, რუსეთიდან დაფინანსებული ექსტრემისტების თარეში, ჩვენს ქუჩებში ჟურნალისტების ხოცვა-ჟლეტა, „ლეიბორისტული პარტიის“ აკრძალვა და ყველაფერი ეს კომპლექტში მომზადდა, რათა ჩვენ გუშინ ამ საშინელი ომის დაწყების წლისთავის წინ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროდან მოგვესმინა განცხადებები ურთიერთობის აღდგენაზე.“ – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენლის განცხადებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ურთიერთობები მოსკოვთან შეიძლება აღდგეს მაშინ, როდესაც საოკუპაციო ძალები დატოვებენ საქართველოს ტერიტორიას.

„სხვა ყველანაირი აღდგენა იქნება საქართველოს ჩაყლაპვა. მოსკოვის გუშინდელი განცხადებები, რომ მთავრობასთან აქვს პრეტენზია, ხალხთან არ აქვს არავითარი პრეტენზიები, არის სრული სიცრუე. ყველა მთავრობასთან ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა მოსკოვს. არავინ მთავრობის წევრი არ დაზარალებულა მათი აგრესიით.

ათეულ ათასობით ქართველი გაწყდა მათ მიერ წამოწყებულ ომში ისე, რომ მთავრობებს არაფერი არ დამართნიათ და გაგრის სტადიონზეც ჩვეულებრივ უბრალო ხალხის სისხლი დალიეს ისევე, როგორც მათ დაბომბვებს და აგრესიას შეეწირნენ ჩვენი შვილები და რიგითი ჯარისკაცები, გლეხები და ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი ადამიანები. მთავრობებთან რუსეთი ყოველთვის ახერხებდა საერთო ენის გამონახვას და ხანდახან მათ დახმარებასაც კი.“ – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“დააბრუნეთ ირაკლი; მის გამო მივეცით “ოცნებას” ხმა; მის სახელს უკავშირდება ევროკავშირთან ყველა აქტივობა” – რას შესჩივიან “ოცნების” ამომრჩევლები ღარიბაშვილს?
ახალი ამბები

“დააბრუნეთ ირაკლი; მის გამო მივეცით “ოცნებას” ხმა; მის სახელს უკავშირდება ევროკავშირთან ყველა აქტივობა” – რას შესჩივიან “ოცნების” ამომრჩევლები ღარიბაშვილს?

20:39 10-12-2026
“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026

ბიზნესი

კომერციული ფართები
ახალი ამბები

10+ იდეა, თუ რა ბიზნესი უნდა გახსნა სხვადასხვა ლოკაციაზე – კომერციული ფართების ლაიფჰაკები

20:33 10-12-2026
ტახტი სათავსოთი
ახალი ამბები

როგორ შევარჩიოთ ტახტი სათავსოთი

18:59 10-12-2026
თიბისიში გზავნილები მომგებიანია – ბრენდმა მომხმარებლებს მორიგი მასშტაბური კამპანია მოუმზადა
ახალი ამბები

თიბისიში გზავნილები მომგებიანია – ბრენდმა მომხმარებლებს მორიგი მასშტაბური კამპანია მოუმზადა

14:13 10-12-2026
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

12:36 10-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved