• რეკლამა
  • კონტაქტი
23:34, ორშაბათი, 12 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ ძალადობაში ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო

ალია ავტორი - ალია
17:35 08-06-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
31

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ ძალადობაში ბრალდებული ს.ც. დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020 წლის 10 დეკემბერს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქაქუთში, ს.ც-მ სახლში ყოფნისას, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, იმის გამო, რომ არასრულწლოვან ნ.ც-ს მიმართ განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო, სქესობრივი დანაშაული შეურაცხყოფდა ოჯახის ღირსებას, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა შვილიშვილს – ნ.ც-ს, რამაც მისი ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

„სამართალდამცველებმა ს.ც. 2021 წლის 15 თებერვალს სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ოჯახში ძალადობა ჩადენილი არასრულწლოვნის მიმართ, 2020 წლის 10 დეკემბერს ეპიზოდი), 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ოჯახში ძალადობა ჩადენილი არასრულწლოვნის მიმართ, 2021 წლის იანვრის თვის ეპიზოდი) და 11’-151-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა ჩადენილი არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ, 2021 წლის იანვრის თვის ეპიზოდი) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ბათუმის საქალაქო სასამართლომ ს.ც. დამნაშავედ ცნო საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (2020 წლის 10 დეკემბრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად 1 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, ხოლო 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 11’-151-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების (2021 წლის იანვრის თვის ეპიზოდები) ჩადენაში გაამართლა. ბრალდების მხარე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს განაჩენს, როგორც კვალიფიკაციის, ისე სასჯელის დანიშვნის ნაწილში, ზემდგომ ინსტანციაში კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრებს“, – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“დააბრუნეთ ირაკლი; მის გამო მივეცით “ოცნებას” ხმა; მის სახელს უკავშირდება ევროკავშირთან ყველა აქტივობა” – რას შესჩივიან “ოცნების” ამომრჩევლები ღარიბაშვილს?
ახალი ამბები

“დააბრუნეთ ირაკლი; მის გამო მივეცით “ოცნებას” ხმა; მის სახელს უკავშირდება ევროკავშირთან ყველა აქტივობა” – რას შესჩივიან “ოცნების” ამომრჩევლები ღარიბაშვილს?

20:39 10-12-2026
“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026

ბიზნესი

კომერციული ფართები
ახალი ამბები

10+ იდეა, თუ რა ბიზნესი უნდა გახსნა სხვადასხვა ლოკაციაზე – კომერციული ფართების ლაიფჰაკები

20:33 10-12-2026
ტახტი სათავსოთი
ახალი ამბები

როგორ შევარჩიოთ ტახტი სათავსოთი

18:59 10-12-2026
თიბისიში გზავნილები მომგებიანია – ბრენდმა მომხმარებლებს მორიგი მასშტაბური კამპანია მოუმზადა
ახალი ამბები

თიბისიში გზავნილები მომგებიანია – ბრენდმა მომხმარებლებს მორიგი მასშტაბური კამპანია მოუმზადა

14:13 10-12-2026
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

12:36 10-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved