• რეკლამა
  • კონტაქტი
16:09, კვირა, 23 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„რუსეთი ამ ერთი განცხადებით, 2 კურდღლის მოკვლას ცდილობს“ – პაატა ზაქარეიშვილი

ალია ავტორი - ალია
14:42 08-06-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
96

კონფლიქტოლოგი, ექსპერტი პაატა ზაქარეიშვილი საინფორმაციო სააგენტო PIA.GE-სთან რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემულ პასუხს აფასებს.

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადება სწორი და მისაღებია. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ბოლო წლებია ამ დროს, მხოლოდ ამ ტიპის განცხადებას აკეთებს: ყველაფერი კარგადაა, რა მოხდა მერე, რომ აღიარა საქართველოს ტერიტორიების ნაწილი დამოუკიდებლად, აწი ჩვენ მზად ვართ ვიმეგობროთ.

ხელისუფლება „ნაციონალურ მოძრაობის“ დროსაც და „ქართული ოცნების“ დროსაც მუდმივად ახსენებს რუსეთს, ეს ასე არაა, თქვენ გაქვთ ოკუპირებული ტერიტორია. ვიდრე არ მოხდება დეოკუპაცია, არ გაიყვანთ ჯარებს და არ წაიღებთ უკან აღიარებას, მანამდე შეუძლებელია აღდგეს ურთიერთობები ნორმალურად.

რუსეთი ამას აკეთებს იმისთვის, რომ მსოფლიოში შექმნას განცდა, ყველაფერი კარგადაა, რა თქმა უნდა, ეს ასე არ უნდა დავტოვოთ და უნდა ვუპასუხოთ. ეს ყოველ წელს ხდება, პირველი წელი არაა. ამას ემთხვევა ყოველთვის არჩევნები, აგვისტოში მოხდა ომი.

რუსეთი ამ ერთი გასროლით, თან 2008 წლის აგვისტოს მოვლენებს აფასებს, მეორე მხრივ, ქართველ ამომრჩეველში ვისაც აქვს ეჭვი, რამდენად გვინდა დასავლეთი, რად გვინდა ნატო, ევროკავშირი, ამ კატეგორიაში შეაქვს ეჭვი, რომ იქნებ რუსეთი ვარგოდეს.

რუსეთი ამ ერთი განცხადებით 2 კურდღლის მოკვლას ცდილობს. ერთი – დააკანონოს ცნობიერებაში, რაც 8 აგვისტოს მოხდა წარსულია და დაივიწყეთ, მოდი აღვადგინოთ ურთიერთობები 8 აგვისტოს შემდეგ. მეორე, არჩევნები მოდის და გაითვალისწინეთ, ვისაც ეჭვი გეპარებათ რაღაცებში, რუსეთთან ურთიერთობები კარგია.

რუსეთი ამ განცხადებით ხელს უწყობს: რუსული პროპაგანდის, კონცეფციის და კარგი სახის პროექცირებას, რომ კარგები ვართ და ცუდები არ ვართ. 2 ამოცანა აქვს რუსეთს ასეთ დროს და ასე იქნება ყოველთვის სანამ არ მოხდება დეოკუპაცია, არ მოხდება აღიარების უკან წაღება. იმედია ქართულ საზოგადოებაში და ქართულ ხელისუფლებაში არ იქნება განცდა, რა მოხდა მერე ვაპატიოთ, ეს მგონი არასდროს მოხდება“, – აცხადებს ზაქარეიშვილი.

შეგახსენებთ, 5 აგვისტოს რუსეთის საგარეო უწყებამ განაცხადა, რომ მზად არიან საქართველოსთან ურთიერთობა აღადგინონ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, კი ამ განცხადებას ცინიკური და სრულიად მიუღებელი უწოდა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს და კომბინაციებს მომხმარებელი ექსკლუზიური პირობით გაიაქტიურებს
ახალი ამბები

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს და კომბინაციებს მომხმარებელი ექსკლუზიური პირობით გაიაქტიურებს

09:00 08-23-2026
თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის

13:55 08-21-2026
ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება

11:56 08-21-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“

14:03 08-20-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved