• რეკლამა
  • კონტაქტი
08:21, შაბათი, 13 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ყურადღება, ვირუსთან ბრძოლაში განუკითხაობაა”, ” სიცხისგან იწვოდი, თუ სულაც კვდებოდი, არავინ მომკითხავი არ იყო”, “ველოდები, იქნებ ვინმემ მოგვიკითხოს” – რა ხდება ბათუმში?

ალია ავტორი - ალია
20:46 08-02-2021
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
53

სოციალურ ჯგუფში, Stop-Cov აჭარა, ე.ბ. წერს:

“გამარჯობა. ვარ კოვიდინფიცირებული.

კარანტინში ვარ ბინაში, მეკონტაქტება ოჯახის ექიმი, დასაწყისში არანაირი პრობლემა არ მქონდა, ლაითად მახველებდა და სიცხე 37.1. თანდათან დამეწყო ზურგის, თირკმელების, თვალების ტკივილი. დამიბუჟდა ტუჩები და მეფსკვნებოდა კუნთები. დავუკავშირდი ექიმს და ჩამწერა გამოკვლევებზე.

3 დღე ველოდე რომ მოსულიყვნენ და წავეყვანე, არ მოვიდნენ. გადავრეკე 112-ში, ვეჩხუბე და მითხრეს, გამოსულია სასწრაფოო. მეოთხე დღესაც რომ არავინ არ მოვიდა, ექიმმა მითხრა, გამოიძახეთ ტაქსი და არ თქვათ რომ ინფიცირებული ხარ და წადით გადაღებაზეო.

გამოვიძახე ტაქსი და წავედი ბაუში. შემეცოდა ტაქსის მძღოლი, მისთვის ხომ უნდა მიმეცა ფული, ვუთხარი, ასეთი ამბავია-მეთქი და დეზინფექციის ხსნარით გავუწმინდე ყველა ის ადგილი, რასაც შევეხე, ფულიც.

მივედი გადასაღებად საავადმყოფოში, არა, უფრო საღორეს გავდა. არანაირი სისუფთავე, არანაირი დეზინფექცია. ამიღეს ანალიზის ტვირთის და მუსორის ლიფტის კარების წინ, მერე წავედით გადაღებაზე. რომ დამაწვინეს, არანაირი დეზინფექცია არ ჩაუტარებიათ, ვისი ნაწოლია, ღმერთმა უწყის. კარგი, მე ინფიცირებული ვარ მაინც და ჩემს მერეც რომ არანაირი დეზინფექცია არ გაუკეთებია არავის, ისე გამოვედი. იქ, რომ ჩემს მერე კიდევ ვიღაცას დააწვენდნენ?

ყურადღება, ვირუსთან ბრძოლაში განუკითხაობაა. მოითხოვეთ ყველაფერი თვითონ, თვითონ უნდა მიხედოთ თავს, თორემს არ გეგონოთ ვინმემ ყურადღება მოგაქციოთ. მითხარით, რა უნდა მექნა, სასწრაფო კოვიდინფიცირებულთან არ მოდის და უნდა მოვმკვდარიყავი?”

კომენტარებში წერენ:

“ზუსტად მსგავსი სიტუაცია მაქვს ბავშვი აღრიცხვიდან მოიხსენება 2 დღეში და ანალიზებს ველოდებით ისევ. მეორე 2 წლისაა და მე-12 დღეა და ექიმმა ზუსტად ორჯერ დარეკა! ერთხელ რომ დაუდასტურდა და მეორედ 7 დღის მერე მე მოვითხოვე დაერეკა სიცხე დაგვივარდა და იცით რა მითხრა კოვიდმა იცის და აღღიცხიდან რო მოგხსნით შენით წაიყვანე გამოკვლევებზეო❗️❗️❗️❗️ აცრილებიც ვართ და მთელი ზაფხულია არ შევარგე ბავშვებს, გარეთ არ ვუშვებდი და თუ გავიყვანდი ყველა ჩვენ გვიყურებდა გიჟებივით პირბადით დავდიოდით!!! ყურადღება რომ განულებულია ამას ბევრი ფიცი არ სჭირდება”

“განუწყვეტლივ ვრეკავდი მთელი დღე რომ ინფიცირებული გადავეყვანე იზოლაციაში, დამირეკეს საღამოს და მეუბნებიან რომ ვერ გადამიყვანენ რადგან ადგილი არ აქვთ, ეს ნორმალურია? ბოლოს რესპუბლიკურს მივადექი და ყურადღება იქაც 0.. ისტერიკები თუ არ გაუმართე არავინ მოგაქცევს ყურადღებას.”

“იგივე შემიძლია ვთქვა რესპუბლიკურ საავადმყოფოზე.შეგვყარეს პალატებში ხველისგან იხრჩობოდი, სიცხისგან იწვოდი თუ სულაც კვდებოდი არავინ მომკითხავი არ იყო. თუ იქით კითხავდი ან წამალს ითხოვდი ხელებს გიშლიდნენ რომ დაიღალნენ და უამრავი საქმე აქვთ “

“5 დღეა დადასტურებული მაქვს ვირუსი და უშედეგოდ დღეში 3 ჯერ ვრეკავ 112 შიც, ჯანდაცვაშიც და სადაზღვეოშიც, ყველა ჯერზე იწერენ ჩემი და ჩემი შვილების პირადობებს და აქამდე ველოდები იქნებ ვინმემ მოგვიკითხოს”

თეგები: ჯანდაცვა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

დაიწყე ინვესტირება თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე SpaceX-ის აქციებით
ახალი ამბები

დაიწყე ინვესტირება თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე SpaceX-ის აქციებით

17:32 06-12-2026
თიბისის  ბიზნესგანათლების  პროგრამაში, მაისის თვეში,  500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო
ახალი ამბები

თიბისის  ბიზნესგანათლების  პროგრამაში, მაისის თვეში,  500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო

14:07 06-12-2026
Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი
ახალი ამბები

Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი

13:15 06-11-2026
სანტექნიკოსი გამოძახებით
ახალი ამბები

როგორ ამოვიცნოთ გაჭედილი ცენტრალური მილი და წყლის ფარული გაჟონვა? – 9 ნიშანი, რომ გჭირდება სანტექნიკოსი გამოძახებით

20:19 06-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved