• რეკლამა
  • კონტაქტი
05:21, ოთხშაბათი, 2 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„პირველად წააწყდა წულუკიანი დიდ პოლიტიკურ წინააღმდეგობას და ცხვირი კინაღამ წაიტეხა“ – რეზო მიშველაძე

ალია ავტორი - ალია
18:31 08-01-2021
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
124

ნანა სულავა

ლიტერატურული პრემია „ლიტერასა“ და თეა წულუკიანის გარშემო აგორებული სკანდალი გრძელდება. ამ თემაზე სასუბროდ „ალია“ საქართველოს მწერალთა კავშირის თანათავმჯდომარეს, რუსთაველისა და ილია ჭავჭავაძის პრემიების ლაურეატს, ნობელის პრემიის ნომინანტს რეზო მიშველაძეს დაუკავშირდა:

– ამ პოლიტიკურ სიბინძურეში არ მინდა ჩარევა, მაგრამ ორიოდე სიტყვით მაინც გეტყვით, თეა წულუკიანი კულტურის მინისტრად თავისი პარტიული და სახელმწიფოებრივი დამსახურებით მოვიდა. იგი ახალი მინისტრია და ვერ ერკვევა ლიტერატურისა და ხელოვნების ურთულეს საკითხებში. სიმართლე გითხრათ, მე გამაოცა მისმა გამბედაობამ, რომ დათანხმდა კულტურის მინისტრობაზე. რატომ გონიათ პარტიულ მუშაკებს, რომ ყველა პოსტზე ერთნაირი წარმატებით შეძლებენ მუშაობას. აი, პირველად წააწყდა წულუკიანი დიდ პოლიტიკურ წინააღმდეგობას და ცხვირი კინაღამ წაიტეხა. საქართველოში არსებობს ასზე მეტი ხნის მწერალთა კავშირი, რომელიც დაარსებულია კოტე მაყაშვილის, კონსტანტინე გამსახურდიას, გალაკტიონ ტაბიძისა და სხვათა მიერ. მწერალთა კავშირს თავის რიგებში ხუთასამდე მართლა მწერალი ჰყავს და მინისტრი თეა წულუკიანი აბსოლუტურ იგნორირებას უკეთებს მათ. აი, უკვე რამდენიმე თვეა იგი კულტურის მინისტრის სავარძელში ზის და არცერთხელ არ უთხოვია მას მწერალთა კავშირის ხელმძღვანელობისთვის, არც ჩემთვის და არც მაყვალა გონაშვილისთვის, მობრძანდით და მოვილაპარაკოთო. რაღა თქმა უნდა, ჩვენთვის რომ ეკითხა, სხვა რჩევას მივცემდით. მე გაოცებული ვარ, ვინ არიან „ლიტერას“, ამ ე.წ. ლიტერატურული ჟიურის წევრები? – მომწერლო, ანუ უფრო სწორად, თავის თავზე მწერლობადაბრალებული ადამიანები. ბელა წიფურია – რა საქმე აქვს მას ქართულ ლიტერატურასთან? ეს ის ბელა წიფურია ხომ არ არის, ნაცრეჟიმის დროს ნაცმოძრაობის ერთგულებისთვის განათლების მინისტრის მოადგილის ხალათი რომ უბოძეს? ეს ის ბელა წიფურია ხომ არ არის, უნივერსიტეტში პროფესორ-მასწავლებლების და მეცნიერების, 1264 ეროვნულად მოაზროვნე პროფესორისა და მეცნიერის განდევნას რომ ორგანიზატორობდა? ან ვინ არის შოთა იათაშვილი? ეს ის შოთა იათაშვილი ხომ არ არის, ერთ „ლექსში“ რომ წერს, „დილაა, საწოლში ვწევარ, ადგომა მეზარება და დროის გასაყვანად საკუთარ ასოს ვეთამაშები.“ აი, ასეთი მწერლები და პოეტები ჰყავს შემოკრებილი თეა წულუკიანს.

კარგად მოგეხსენებათ და მეათასედ ვიმეორებ, ავად სახსენებელმა გონებაბრბმობილმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 2006 წელს მწერალთა კავშირის კუთვნილი შენობა წაგვართვა. ე.ი. მწერლებს ტრიბუნა წაგვართვა და ქუჩაში გამოგვყარა. როცა გამოაცხადეს, თეა წულუკიანს ნიშნავენ კულტურის მინისტრადო, სახე გამინათდა. ახლა კი დაგვიბრუნებს ჩვენთვის წართმეული სასახლიდან თუნდაც სამ ოთახს მეთქი. თქვენც არ მომიკვდეთ. „მწერლის ოთახის“ დირექტორად ისევ სააკაშვილის მიერ დანიშნული ნაცმოძრაობის თანამგრძნობელი ნატაშა ლომოურია. და ახლა გავარკვიეთ, რომ ეს ჩვენი სახელოვანი ნატაშა თეა წულუკიანის უახლოესი მეგობარი ყოფილა. ჰოდა, ამათ ხელში რა ხეირი დაადგება საქართველოს მწერალთა კავშირს?!

თეგები: თეა წულუკიანირეზო მიშველაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

14:08 07-01-2025
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ

13:34 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved