• რეკლამა
  • კონტაქტი
22:07, ორშაბათი, 15 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რატომ დატოვა ციხელაშვილი პიარის ორივე თანამშრომელმა ახალი წლის დღეებში?

ალია ავტორი - ალია
21:19 01-14-2020
- ახალი ამბები, ექსკლუზივი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
210

“ალიასთვის” ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში რამდენიმე დღის წინ, ორივე პიარმა დატოვა.

გიორგი თუხარელი და თაკო მათეშვილი – ქეთევან ციხელაშვილი პიარს აღარ წარმოადგენენ.

პიარის გარეშე მინისტრის დატოვება დაგვიდასტურეს სამინისტროშიც, სადაც ჯერ ვერ გვეუბნებიან, როდის გამოცხადდება კონკურსი ვაკანსიების შესავსებად. 

სამინისტროში გვიდასტურებენ, რომ ორთავე პიარმა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა თანამდებობა ახალი წლის დღეებში. 

სამსახურიდან წასული პიარის თანამშრომლები არ გვიზუსტებენ სამსახურის დატოვების მიზეზს.

სამინისტროს თანამშრომლებიც ვერ გვიხსნიან თანამშრომლების წასვლის მიზეზს.

ჩვენი კულუარული ინფორმაციით, მინისტრ ციხელაშვილს, რბილად რომ ვთქვათ, მიმართვა და საუბრის მანერა არც თუ ისე სასიამოვნო აქვს და რაკი მის წინააღმდეგ დაწერილ, თუ ნათქვამ ყველა სიტყვას მტკივნეულად აღიქვამს, როგორც გვიყვებიან, ხშირად ყვირის და ცუდად მიმართავს თანამშრომლებს, “ყოფილა შემთხვევა ნივთებიც უსვრია” – გვეუბნება წყარო.

თუმცა, არსებობს თანამშრომლები, რომელთა მიმართაც მინისტრი ლოიალურია, მაგალითად, ჩვენი ინფორმაციით, მისი ერთ-ერთი მოადგილე სამსახურში მისვლასაც არ კადრულობს, თუმცა, ხელფასს მაინც ისევ იგივენაირად იღებს, როგორც სხვა თანამშრომლები.

“ალია” ადგენს ამ მოადგილის გვარს.

მანამდე კი, ქვეყნის სახელმწიფო მინისტრი ერთდროულად ორმა პიარმა მიატოვა და მეტი არც ჰყავდა.

ის ორი პირი რომ მიგატოვებს ერთდროულად, ვისაც შენს იმიჯზე უნდა ეზრუნა – ვერ არის კარგი ამბავი მინისტრისთვის.

პიარი უნდა შევცვალოთ, თუ მინისტრი?

რას უშველის პიარი ზოგ მინისტრს?

ამ კითხვებს პრემიერი უპასუხებს, იმედია.

ალია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026-ის გამარჯვებულები ცნობილია – თიბისი
ახალი ამბები

კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026-ის გამარჯვებულები ცნობილია – თიბისი

15:24 06-15-2026
Tbilisi Open Air – ზაფხულის მთავარი მუსიკალური ფესტივალი ახლოვდება – თიბისი
ახალი ამბები

Tbilisi Open Air – ზაფხულის მთავარი მუსიკალური ფესტივალი ახლოვდება – თიბისი

13:05 06-15-2026
ლარის კურსი და კონვერტაცია
ახალი ამბები

ლარის კურსი და კონვერტაცია – რა ღირს ლარი 15 ივნისამდე?

20:00 06-14-2026
დაიწყე ინვესტირება თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე SpaceX-ის აქციებით
ახალი ამბები

დაიწყე ინვესტირება თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე SpaceX-ის აქციებით

17:32 06-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved