• რეკლამა
  • კონტაქტი
03:08, კვირა, 11 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„გამოდის, რომ ხვალ „ნაცმოძრაობამ“ რომ არჩევნებში არ მიიღოს მონაწილეობა, უნდა ჩაშალოს არჩევნები „ქართულმა ოცნებამ“? – დავით ჭიჭინაძე

ალია ავტორი - ალია
20:11 07-31-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
40

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე.

– ვისაც იმედი ჰქონდა, რომ „ქართული ოცნება“ შეასრულებდა  აღებულ დაპირებებს, ვფიქრობ, ეს მათი პრობლემაა. „ალიასთან“ ინტერვიუში რამდენჯერმე ვთქვი, რომ „ქართული ოცნება“ „გადაგდების“  დიდოსტატია და არც შარლ მიშელის ამ შეთანხმების არ შესრულება გაუჭირდება-მეთქი. ასეც მოხდა. ამდენი ხნის განმავლობაში, არც ერთი საარჩევნო დაპირება არ შეუსრულებიათ, არაერთხელ „გადააგდეს“ ევროპა და ამერიკა, რასაც მათ შეპირდნენ სხვა და სხვა დროს, არაფერი შეასრულეს და რატომ ჰქონდათ მოლოდინი, ხალხს თუ კონკრეტულ პოლიტიკოსებს, რომ ამჯერად თვინიერი გახდებოდა „ქართული ოცნება“ და ამ დოკუმენტს სულ პუნქტობრივად შეასრულებდა? ეს  არ მესმის.  ჩვენ საქმე გვაქვს ჩვეულებრივ თაღლითებთან, აფერისტებთან, პროფესიონალ „გადამგდებებთან“, რომელთაც პოლიტიკოსები ჰქვიათ, პოლიტიკური პარტია აქვთ  და თაღლითისგან მოტყუება გასაკვირი კი არა, მოსალოდნელია. „ქართული ოცნებისთვის“ კონსტიტუცია, კანონი, საერთაშორისო სამართალი თუ ვალდებულებები არაფერს ნიშნავს. ახლა იძახიან, ჩვენ ეს შეთანხმება  არაფერს გვავალდებულებსო. ოფიციალური განცხადება, რომ 2024 წელს საქართველო ევროკავშირში გასაწევრიანებლად ოფიციალურ განაცხადს გააკეთებს, კონსტიტუციაში რომ გვიწერია, ჩვენი მიზანი ევროატლანტიკურ ალიანში გაწევრიენებაა, გამოდის, რომ ამ და სხვა ყველაფერზე, რაც ევროპასთან, ამერიკასთან და ნატო–სთან დაგვაახლოებს, ხელისუფლება უარს ამბობს. შესაძლოა, ამ შეთანხმების ჩაშლა, იურიდიულად არ ნიშნავდეს  ამ ყველაფერზე უარის თქმას, მაგრამ რა განცხადებებსაც ჩვენ ვისმენთ ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან, ეს ამ გზის პირდაპირი უარყოფა და კონსტიტუციის დარღვევაა. აქ ახალი არაფერია „ქართული ოცნებისთვის“, მათთვის არაფერია შემაფერხებელი, როდესაც საქმე ძალაუფლების  შენარჩუნებას  ეხება. ეს ამერიკის ერთ–ერთმა სენატორმაც თქვა ახლახან, ისინი საკუთარი ხელისუფლებისა და საკუთარი ინტერესებისთვის იბრძვიანო. აქედან გამომდინარე მე ვთვლი, რომ ზოგადად, „ქართულ ოცნებას“ ახალი და არაორდინალური  არაფერი  ჩაუდენია. პირდაპირ ვთქვათ, რომ  ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, „ქართული ოცნება“ ვერ იღებს 43%–ს. შესაბამისად, რეალურად დადგება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისა და ხელისუფლების დაკარგვის წინაშე. ხელისუფლების დათმობას არანაირად არ შეეგუება. 43% –ს რომ ვერ აიღებდნენ და არჩევნების მეორე დღეს გვეტყოდნენ, არ ვატარებთ ვადამდელ არჩევნებსო, ამაზეც იყვნენ წამსვლელები, მაგრამ ეს კონფლიქტს გამოიწვევდა. ამიტომ, „ადრეული გადაგდების“ მეთოდი არჩიეს. ჰგონიათ, რომ ამით დააჯერებენ რაღაცას საკუთარ მომხრეებს, რადგან ოპოზიციას აბსურდულ რაღაცებს აბრალებენ. ამით თავიანთ ამომრჩევლებს ამხნევებენ, ეუბნებიან, ჩვენ არსად წასვლას არ ვაპირებთო. ჩვენ ვხედავთ, რომ განსაკუთრებით რაიონებში, დიდი ნიჰილიზმია „ქართული ოცნების“ მიმართ, ხალხი ტოვებს ამ პარტიას და ზოგი გიორგი გახარიაკენ გარბიან, ზოგი – სხვისკენ. ადგილობრივი არჩევნებისთვის მაჟორიტარი კანდიდატების მოძებნა უჭირთ. ხალხი აღარ ენდობა ამათ, განსაკუთრებით, იმ სიდუხჭირის პირობებში, დღეს რომ გამეფებულია ქვეყანაში. ერთადერთი, ფული უნდა დაარიგონ, ხალხი მოისყიდონ ხმების სანაცვლოდ, სხვა გზა აღარ დარჩათ. პირდაპირ უთხრეს ხალხს და  დასავლეთს, გინდა 20% ავიღოთ, გინდა 45%, ჩვენ არსად წასვლას არ ვაპირებთ, ჩვენ 2024 წლამდე ვიქნებით ხელისუფლებაშიო. სათავისოდ, ტაქტიკურად სწორი გადაწყვეტილება მიიღეს, მაგრამ ქვეყნისთვის, გრძელვადიან პერსპექტივაში, სტრატეგიულად, საკმაოდ დამანგრეველი და დასჯადი.

– „ქართული ოცნებიდან“ გამოსული ხმები, რომ შიდა კვლევებით, ახლა რომ არჩევნები  ჩატარდეს, ხმების 28%–ზე მეტს ვერ აიღებენ, რამდენად რეალური გგონიათ?  

– რა თქმა უნდა, არ აქვთ მაღალი რეიტინგი და რაც შერჩათ, იმასაც  ყოველდღე კარგავენ. რაც უფრო იზრდება კოვიდ–დაავადებულთა რიცხვი, რაც უფრო ღატაკდება ხალხი, რაც უფრო მეტი პრობლემა ჩნდება ეკონომიკასა და სოციალურ სფეროებში, მით უფრო ეცემა ხელისუფლების რეიტინგი. ის ბოდვა, რომ ეკონომიკა 30–40%–ით ეზრდებათ, არავის სჯერა, ეს ციფრებით მანიპულირებაა, მეტი არაფერი. თუ ამდენი პროცენტით იზრდება ეკონომიკა, რატომ უარესდება ყოველდღიურად ხალხის მდგომარეობა? ხალხის ჯიბეს რატომ არ ეტყობა ეკონომიკის ზრდა? ამ ზღაპრების აღარავის სჯერა.

– დასავლეთს რა ბერკეტები დარჩა, რომ შარლს მიშელის დოკუმენტი სრულად თუ არა, ნაწილობრივ მაინც შეასრულებინოს „ქართულ ოცნებას“? მათ შორის მთავარი – ადგილობრივ არჩევნებზე 43%–იანი  ბარიერის ვერ გადალახვის შემთხვევაში, აიძულონ, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაანიშნინონ?

– დასავლეთს და ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ევროპას ჯერ არც ერთი ბერკეტი არ  გამოუყენებია. ისინი აკვირდებიან, როდემდე მოიქცევიან ასე უმსგავსოდ ხელისუფლების წარმომადგენლები. ევროპელები არ არიან ემოციურები, მით უმეტეს, პოლიტიკოსები. ხისტად  ხშირად არ მოქმედებენ, ვიდრე მოლაპარაკების რესურსს სრულად არ ამოწურავენ. ჯერ ბევრ რაიმეზე იკავებენ თავს, მაგრამ თუ გავიხსენებთ ევროპის ცალკეული ქვეყნებისა და ევროკავშირის ისტორიულ  გამოცდილებას, თუ როგორ ექცევიან ისინი იმ ქვეყნების ხელისუფლებებს, ამ ხელისუფლებების ლიდერებს,  რომლებიც სისტემატიურად ატყუებენ, ვფიქრობ, საკმაოდ სერიოზულად დასჯიან „ქართული ოცნების“ ლიდერებს. ჩვენ ამის მომსწრენი ვიქნებით. მთავარია, ამით ქვეყანა არ დაზარალდეს. საამისოდ არაერთი ბერკეტი გააჩნია ევროპას.

– შარლ მიშელის შეთანხმების ანულირების შესახებ, „ქართული ოცნების“ არგუმენტის ის არის, რომ „ნაცმოძრაობამ“ არ მოაწერა ამ შეთანხმებას ხელი, თავად ოპოზიციამ დაარღვია პირველად პირობაო. რამდენად წონიანია ეს არგუმენტი? – ეს არის სრული ბოდვა. რა შუაშია „ნაცმოძრაობა“? გამოდის, რომ ხვალ „ნაცმოძრაობამ“ რომ არჩევნებში არ მიიღოს მონაწილეობა, უნდა ჩაშალოს არჩევნები „ქართულმა ოცნებამ“? „ნაცმოძრაობა“ იმ ხელმოწერას თავიდანვე არ ესწრებოდა. ყველა საკითხი „ქართულ ოცნებასთან“ შარლ მიშელმა შეათანხმა და მერე  თბილისში ჩამოვიდა, რომ ხელი მოეწერათ. მაგ დროს „ქართულმა ოცნებამ“ კარგად იცოდა, რომ „ნაცმოძრაობა“ ხელს არ აწერდა ამ შეთანხმებას. მოსამართლეებს რომ ნიშნავდნენ, ამნისტიის შესახებ რომ გაჰყვიროდნენ, მაშინ სად იყო „ნაცმოძრაობა“? „ნაცმოძრაობა“ ისევ ის ბუაა, რომლითაც ხალხს აშინებს „ქართული ოცნება“.  ეს შიდა მოხმარებისთვის, შესაძლოა, ნაწილობრივ  გაუვიდეთ, მაგრამ უცხოელებთან არ გაუვათ. ეს არის უსუსური არგუმენტი. რაც უნდა ბეროს ეს ბუა საფრთხე, რაც უნდა აშინოს „ნაცმოძრაობით“ ხალხი ხელისუფლებამ, ეს აღარ გაჭრის. მცირე რაოდენობით ადამიანი მოტყუვდება, ბევრი – არა. ისევ „ნაცები“ რომ დასჭირდა „მაშველ რგოლად“ არჩევნების წინ „ქართულ ოცნებას“, ეს ნიშნავს, რომ ძალიან ცუდად აქვთ საქმე. მე მგონი, ის 28%–ინი რეიტინგიც არ გააჩნიათ, რომელიც, როგორც ამბობენ, შიდა პარტიული კვლევებით დაუფიქსირდათ. მათმა უგუნურმა პოლიტიკამ გამოიწვია ის, რომ „ნაცმოძრაობას“  ჯერ კიდევ დღესაც ამხელა ძალა აქვა, ამხელა მხარდაჭერა გააჩნია. „ქართულ ოცნებას“ სწორად რომ ემართა ეს ქვეყანა, მოხდებოდა ის, რაც ბევრჯერ გვინახავს – ხელისუფლების ცვლილებების პირობებში, ყოფილი ხელისუფლებები ქრებიან.   „

თეგები: დავით ჭიჭინაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025
„ვითხოვთ ახალ არჩევნებს?  უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე
ახალი ამბები

„ვითხოვთ ახალ არჩევნებს? უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე

18:40 04-24-2025
ახალი ამბები

„ამ კომპრომატს ფლობდა ლილუაშვილი კალაძეზე და სწორედ ამის გამო მოაშორა კალაძემ იგი, კობახიძის ხელით…ეს ტანდემი თავის ხელში იღებს იმას, რაც ადრე ღარიბაშვილსა და ლილუაშვილს ქონდათ ჩაგდებული“ – ბაბუნაშვილი

18:11 04-08-2025
„ნაფურთხი“ „ნაცი“„ქოცია“… ბოდიში ამ შედარებისთვის, მაგრამ ასე გამოდის“ – ლაშა ჩხარტიშვილი
ახალი ამბები

„ნაფურთხი“ „ნაცი“„ქოცია“… ბოდიში ამ შედარებისთვის, მაგრამ ასე გამოდის“ – ლაშა ჩხარტიშვილი

15:59 04-06-2025

ბიზნესი

„მთავარია გჯეროდეს“   თიბისის ახალი გზავნილი 
ახალი ამბები

„მთავარია გჯეროდეს“   თიბისის ახალი გზავნილი 

13:24 05-09-2025
როგორ მივხვდეთ, არის თუ არა ნახევარფაბრიკატი ჯანსაღი ხორცით დამზადებული? – რამდენიმე წესი
ახალი ამბები

როგორ მივხვდეთ, არის თუ არა ნახევარფაბრიკატი ჯანსაღი ხორცით დამზადებული? – რამდენიმე წესი

08:03 05-09-2025
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, მაისის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, მაისის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

11:12 05-08-2025
თიბისის გადახდების მართვის ციფრულ სივრცეს მომხმარებლის ანალიტიკის ფუნქციონალი დაემატა
ახალი ამბები

თიბისის გადახდების მართვის ციფრულ სივრცეს მომხმარებლის ანალიტიკის ფუნქციონალი დაემატა

15:54 05-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved