• რეკლამა
  • კონტაქტი
06:14, ხუთშაბათი, 12 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რატომ არაა კორონავირუსი „უბრალოდ გრიპი“ და რა საფრთხეს უქმნის „დელტა“ ვარიანტი ბავშვებს – ივანე ჩხაიძის განმარტება

ალია ავტორი - ალია
12:37 07-31-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
52

„თავიდან, როდესაც დავიწყეთ კორონავირუსის ჩინური ვარიანტის შეფასება, მისი რეპროდუქციული ინდექსი (რამდენი ადამიანის დაინფიცირება შეუძლია ერთ ინფიცირებულს) 2.5 იყო. მას ყოველთვის ვადარებდით გრიპს, რომლის შემთხვევაშიც, ეს ინდექსი 1.3-ია. მაშინ, ვამბობდით, რომ კორონავირუსი ძალიან ცუდი ვირუსია, რადგან 2-ჯერ უფრო გადამდებია, ვიდრე – გრიპი. „დელტა“ ვარიანტის შემთხვევაში, ეს ციფრი გახდა 8. ანუ, დელტა ვარიანტით ერთი დაავადებული, თავის გარშემო, 8 ადამიანს ასნებოვნებს“, – ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ივანე ჩხაიძემ „დილის შოუში“ სტუმრობისას განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანაში კოვიდინფექციის გავრცელების პიკის მიღწევიდან 4-6 კვირის შემდეგ, როგორც წესი, მათ სამედიცინო დაწესებულებაში მატულობს პოსტკოვიდური გართულებებით შეყვანილი ბავშვების რაოდენობა.

„პაციენტების მიღების თვალსაზრისით, ერთთვიანი პაუზა გვქონდა, რადგან მართლაც შემცირებული იყო ინფიცირებულთა რაოდენობა. ბოლო დღეებია, პაციენტების ნაკადი კვლავ მატულობს. ველით, რომ მომდევნო 2-3 კვირის შემდეგ, ნაკადი კიდევ უფრო მოიმატებს. ეს თანხვედრაშია იმ მატებასთან, რომელიც საქართველოში 27 ივლისს იყო. ძირითადი ვარიანტია „დელტა“. ის უფრო მეტი სიხშირით ვრცელდება ბავშვებსა და ახალგაზრდებში. მისი კიდევ ერთი თვისებაა, რომ უფრო მეტად მძიმედ მიმდინარეობს და მეტად მოითხოვს ჰოსპიტალიზაციას. რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთი კვლევის შედეგი გამოქვეყნდა; ეს შტამი 136%-ით მეტად იწვევს ლეტალობას, გარდაცვალებას, ვიდრე – ჩვენთვის ნაცნობი და ერთ დროს საშიში ბრიტანული შტამი. ასე რომ, კორონავირუსის ყველა მუტაციას შორის, ეს ყველაზე მძიმე ვარიანტია. სულ 11 მუტაციაა ცნობილი, მაგრამ, მათ შორის, „დელტა“ გამორჩეულია. როდესაც თავიდან დავიწყეთ კორონავირუსის ჩინური ვარიანტის შეფასება, მისი რეპროდუქციული ინდექსი (რამდენი ადამიანის დაინფიცირება შეუძლია ერთ ინფიცირებულ ადამიანს) 2.5 იყო. მას ყოველთვის ვადარებდით გრიპს, რომლის შემთხვევაშიც, ეს ინდექსი 1.3-ია. მაშინ, ვამბობდით, რომ კორონავირუსი ძალიან ცუდი ვირუსია, რადგან 2-ჯერ უფრო გადამდებია, ვიდრე – გრიპი. დელტა ვარიანტის შემთხვევაში, ეს ციფრი გახდა 8. ანუ, დელტა ვარიანტით ერთი დაავადებული, თავის გარშემო, 8 ადამიანს ასნებოვნებს. ამ მაჩვენებლით, ის უკვე ჩუტყვავილას გაუტოლდა და წითელას შემდეგ, უკვე მეორე ვირუსია, რომელსაც, ამ მხრივ, გამორჩეული თვისება აქვს. სწორედ ესაა მიზეზი, რომ იმ ქვეყნებში, სადაც ამ ვარიანტმა დაიწყო ცირკულირება, შემთხვევებმა მკვეთრად იმატა. მის წინააღმდეგ ბრძოლის არანაირი მექანიზმი არ არსებობს, გარდა – ორჯერადი ვაქცინაციისა“, – აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

“შუა დერეფანი და საქართველო” – თიბისი კაპიტალმა ბიზნესისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს კვლევა წარუდგინა

18:51 11-11-2026
ბაზისბანკი ლეჩხუმში „ქორენიშული ვერანდის“ მხარდამჭერია
ახალი ამბები

ბაზისბანკი ლეჩხუმში „ქორენიშული ვერანდის“ მხარდამჭერია

18:42 11-11-2026
ოქტომბრის განახლებები მობაილბანკში – ახალი შესაძლებლობები მომხმარებლების ყოველდღიურობის გასამარტივებლად
ახალი ამბები

ოქტომბრის განახლებები მობაილბანკში – ახალი შესაძლებლობები მომხმარებლების ყოველდღიურობის გასამარტივებლად

14:26 11-11-2026
თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში პირველად მოეწყო გამოფენა „Fashion Frames: სადაც სტილი კინოდ იქცევა”
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში პირველად მოეწყო გამოფენა „Fashion Frames: სადაც სტილი კინოდ იქცევა”

14:04 11-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved