დღეს საქართველოში „ფაიზერის“ 168 000 დოზა შემოვა.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ეს არის ნაყიდი ვაქცინები. მისივე თქმით, მეოთხე ტალღის შეკავების ერთადერთი გზა მასობრივი ვაქცინაციაა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 416 338 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 381 246, გარდაიცვალა 5 793 პაციენტი.
კომენტარები