ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს:
“მოლოდინი ჰქონდა მთელ ოპოზიციას, რომ მძიმე შეფასებას გააკეთებდა. საკვირველები ხართ. კაცი ჩამოფრინდა, გეჩალიჩათ, დენიელსონი დანიშნა, ევროპიდანაც მოგიწოდათ, კიდევ ჩამოფრინდა და გაიმეორა, იქეთ ცალკე აშშ-დან ყველა სტრუქტურამ და პოლიტიკოსმა, აქეთ მთელმა ევროპამ ხელი მოაწერეთო და ფეხებზე დაიკიდეთ და ახლა რა დღეში ხართ?!”
სალუქვაძე აღნიშნულ პოსტს შალ მიშელისს მრჩეველის განცხადების საპასუხოდ წერს.
ცოტა ხნის წინ შარლ მიშელის მრჩეველმა, იურეკ კუჩკიევიჩმა “ტვიტერზე” დაწერა, რომ – “ამ ეტაპზე შარლ მიშელი რაიმე კომენტარს არ გააკეთებს.”
ცნობისთვის, “ქართული ოცნება“ 19 აპრილის შეთანხმებას ანულირებულად აცხადებს. შესაბამისი განცხადება პარტიის ლიდერებთან ერთად, “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.
კომენტარები