წმინდა კვირიკესა და წმინდა ივლიტას მადლი ფარავდეს ქართველ სპორტსმენებს, ვინც დღეს ტოკიოში საქართველოს სახელით გამარჯვებისთვის იბრძვის, – ამის შესახებ კულტურისა და სპორტის მინისტრმა თეა წულუკიანმა სამინისტროს 10-წლიანი გეგმის წარდგენისას განაცხადა.
„დღეს მორიგ ჯერზე, ლაგურკაზე ქართველები ვიზეიმებთ წმინდა კვირიკესა და წმინდა ივლიტას დიდ დღესასწაულს და მე მინდა, ამ ორი დიდი წმინდანის მადლი ფარავდეს ქართველ სპორტსმენებს, ვინც დღეს ტოკიოში იბრძვის საქართველოს სახელით გამარჯვებისთვის. მინდა გთხოვოთ, წინ დიდი რთული დღეებია, რომ ისინი თბილისიდან აპლოდისმენტებით შევაგულიანოთ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
ცნობისთვის, თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს განვითარების ათწლიანი გეგმის პრეზენტაცია მიმდინარეობს. ღონისძიება პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა, რის შემდეგაც მიწვეულ სტუმრებს უწყების ხედვა მინისტრმა თეა წულუკიანმა გააცნო.
კომენტარები