• რეკლამა
  • კონტაქტი
18:20, ორშაბათი, 2 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ჩემი, ჩვენი ზაზა ხუნდაძე აღარ გვყავს ბიჭებოო!!! დაიძინა და ვეღარ გაიღვიძა, უსამართლო წუთისოფელში…“

ალია ავტორი - ალია
17:48 07-25-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
855

ჟურნალისტი ირა გოგოსაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

„1992 წლის 16 ნოემბერი… ოჩამჩირეში ვერტმფრენით ჩავფრინდით მე და ფრანგი ჟურნალისტი ფრენკ მორუა…. წვიმდა, ციოდა და მალევე გავეშურეთ სახლისკენ სადაც გლდანის საძმოსთან ერთად ჩემი 13 წლის შვილი ბექაც ცხოვრობდა….

ზაზა ხუნდაძე და ირაკლი ამირეჯიბი ჭიშკართან შეგვეგებნენ… ორივე კინოვარსკვლავებს ჰგავდნენ გარეგნულადაც და მანერებითაც… ზაზა ჩემი დაქალის, ხათუნა ხუნდაძის ძმა და ჩემთვის და ბექასთვის საყვარელი ოჯახის შვილი იყო…

ატყდა ხვევნა კოცნა, მიკითხვა მოკითხვა, სახელდახელოდ გაწყობილი ტაბლაც დაიდგა ბუხართან და …… პირდაფჩენილი ფრენკი შეჰყურებდა ლამაზ ქართველებს, რომელთაც ავტომატები იქვე, თავისთან ახლოს ედოთ და ფრანგს, ფრანგულ თუ მსოფლიო კლასიკის შედევრებზე ლექციას უკითხავდნენ….

ცოცხალი კლასიკოსის შვილიათქო, ირაკლიზე ვუთხარი-გაგიჟდა! მომიტრიალდა და მეუბნება, ესენი გიჟები არიან ხოო? რატომ ომობენ ასეთი ლამაზი და განთლებული ბიჭები? ასეთები მხოლოდ შთამომავლობის გამრავლებას და მათ აღზრდას უნდა ემსახურებოდნენ, დიდი დანაშაული იქნება, რომელიმე მათგანი სიკვდილმა რომ დაისაკუთროსო…

გლდანის საძმოს ბიჭები შუაღამისას დაემშვიდობენ ფრენკს და პოზიციებზე გაეშურნენ… დავრჩით მე, ბექა, გავროშა, ზაზა, ირაკლი და ხუთიოდე ადამიანი…

დილითაც წვიმდა, საზიზღარი ამინდი იყო … ძვალსა და რბილში ატანდა ზღვის ტენიანი სიცივე. შტაბიდან ჯარისკაცმა მოირბინა ირაკლი და ზაზა მოვიდნენ, სოხუმში უნდა გავაგზავნოთო… გზად ოჩამჩირის ბაზარი უნდა გაგვევლო სადაც ოჯახებიდან გამოტანილი სხვადასხვა რამ იყიდებოდა… ფეიხოას გამყიდველმა ქალმა –მიირთვითო, შემოგვცინა… რამდენიმე ცალი ავიღეთ, მაგრამ ვინ მოგეშვა? პარკში ბლომად ჩაგვიყარა, მიაწოდა ირაკლის და თქვა „ვაიმე შვილო, ასეთი ლამაზები სად მიდიხართ? რომელმა დედამ გამოგიშვათ საომრად, ღმერთმა მშვიდობით დაგაბრუნოთ სახლებში და ფეიხოას არ მოგაკლებთო,,…..

შტაბის წინ 2 ერთნაირი ფერის და მარკის სატვირთო მანქანა იდგა…. რომელზეც მიგვითითეს იმაზე ავძვერით და დავიძარით სოხუმისკენ! გზად ტამიში უნდა გაგვევლო, რომელიც იმჟამად მტრის კონტროლქვეშ არ იყო… გზად მოსკვიჩის მარკის ავტომობილით, ადგილობრივი მაცხოვრებელი 2 ქალი და მძღოლი მამაკაციც დაგვემგზავრნენ უსაფრთხოების მიზნით, ერთი ახალგაზრდა კაციც ამოხტა ძარაზე და წავედიიით…

ყოფილი ,,გაი,, ს საგუშაგოს გავცდით, შემაღლებულ გორაკზე ფერმის გრძელ თეთრ ნაგებობამდე მშვიდობით მივედით, მაგრამ…. ჯერ ჩვენს უკან მომავალ მოსკვიჩს მოხვდა ყურმბარმტყორცნი, შემდეგ ჩვენი სატვირთო მანქანის კაბინას და ატყდა, მაგრამ რა ატყდა? დაჭრილი ქალების კვნესა გოდება, წვიმასავით დაგვაყარეს ტყვიები, მინამიოტები, სნაიპერებიც ჰყავდათ… ბიჭები ეგრევე გადახტენ მანქანიდან, მათ შორის ფრანგი ჟურნალისტიც, დაიკავეს პოზიციები და დაიწყეს სროლა იმ მიმართულებით საიდანაც გვესროდნენ, ანუ ფერმიდან… მაგრამ მე და დამგზავრებული ახალგაზრდა კაცი ვერ ვახერხებდით ჩამოსვლას ძარიდან იმიტომ რომ სნაიპერი ,,გვეკაიფებოდა,,…

უეცრად შევნიშნე რომ სისხლში ვწევარ, გავიხედე უკან და ის ახლგაზრდა კაცი მკვდარია… არავის სჯერა მაგრამ, გარდაცვლილი მამაჩემის ხმა გავიგონე ,,ნელა გაცურდი, როცა მე გეტყვი გადახტი,,.. ასე მეგონა ვიდეო კამერა, რომლითაც ყველაფერს ვიღებდი, მამაჩემის ხმასაც ჩაიწერდა…, შემეშინდა…. ,,ირააააა, ჩამოხტი ცოცხალი ხარ? ზაზა ვერ ჩამოვდივაარ ავტეხე ყვირილი და კვლავ მამაჩემი ,,გასრიალდი კუზაოს ბოლომდე,,…. სნიპპერი ჯვარს მსახავს ძარაზე და უცბად მამაჩემის მკაცრი ხმა, – ,, გადახტი,,!!! დღემდე ვერ მოვდივარ აზრზე რა ძალამ ამიტაცა და როგორ აღმოვჩნდი გზისპირად ჩაღრმავებულ ადგილას, სადაც ჩვენები იყვნენ გამაგრებულები, მაგრამ….. პირველი რაც თვალში მომხვდა, მიწაზე დაწოლილი ირაკლი ამერიჯები იყო, ყურთან სისხლი სდიოდა და ზედ დამხობილი ზაზა ხუნდაძე უყვიროდა ,,ირააა, თვალი გაახილე ბიჭოო, ახლავე გაგიყვანთ, გადარჩები ოღონდ თვალი გაახილე-ოო,,….

რამდენიმე წამში მინამიოტების წვიმა წამოვიდა, ნამსხვრევმა ბათინკი გაგლიჯა და მარჯვენა ტერფში ჩამეჭედა, მეორე ნამსხვრევი იღლიაში, ჩემი ხელით ეგრევე ამოვიგლიჯე… გავიხედე ზაზა ირაკლის თვალებს უხუჭავს და განწირულივით ღრიალებს….. ყველა ვღრიალებთ, ირაკლის სიკვდილს ვერ ვიჯერებთ, რაციით შველას ვითხოვთ, მაგრამ კავშირი არ არის….

შებინდდა და მტერმა იქ სადაც ჩვენ ვეგულებოდით ცაზე მანათობელი ,,გირლანდები,, დაკიდა, სათითაოდ რომ ჩავეხოცეთ, თუკი ამოვიდოდით, ანდა დაჭრილების გაყვანას დავიწყებდით და ცოცხლებს დაგვინახავდნენ… გზის პირას ჩვენგან 500 ოდე მეტრში სასაფლაო იყო, გზად ევკალიპტები და მაღალი ბუჩქნარი უნდა გაგევლო…. ირაკლის ცხედარი სწორედ ტოტებითა და ფოთლებით დამალეს ბიჭებმა, წამოღება შეუძლებელი იყო…

მე და ფრანგი ჟურნალისტი, ხოხვით სასაფლაოსკენ დავიძარით… ფრენკი შიშიგან ჩასვრილი იყო და ეს მხოლოდ მაშინ შევნიშნე, როცა მეწუწუნებდა,ძარაზე ,,ნიკონის,, ძვირადღირებული ფოტოაპარატი დამრჩა, ჩემი რედაქცია ამას არ მაპატიებს და რა მეშველებაო? ნახევარ გზაზე ისიც მითხრა შენ წადი, მე გზას ვეღარ გავაგრძელებ ხოხვა მიჭირსო და ეს იდიოტი ჩემი ზურგით ვათრიე კარგა ხანს…. სასაფლაოსთან ჩვენების პოსტი იყო, ღამე გაფაჩუნებაც კარგად ისმის და სროლა აგვიტეხეს… ფეხი მთლიანად გასიებული მქონდა, ტკივილი აუტანელი, იღლიაც მეწვოდა … ,,ირინა ვარ ბიჭოო, ნუ ისვრით,, – გავძახე… რომელი ირინაა? – შემომძახეს… ,,ჟურნალისტიიიი, ჟურნალისტიიი, გავძახე და მალევე მოირბინეს კიდეც ჩვენს დასახმარებლად…

ამ ისტორიას, რომელიც ახლა მოგიყევით ტირილით ვწერ…. რაც მოვყევი ყველაფერი ვიდეოფირზეც იყო აღბეჭდილი, რომლის ორიგინალიც ამირეჯიბებს გადავეცი ირაკლის დაკრძალვაზე! დუბლიკატი ტელევიზიიდან გაქრა…

კაცი, რომელსაც არსდროს, არავინ არ შეუწუხებია! გმირულად იომა და ამისთვის ჩინმედლები არ მოუთხოვია კი არა, საერთოდ იმ 22 ლარსაც არ იღებდა!!! რომელიც მოკრძალებულად ცხოვრობდა და მოკრძალებულად, ჩუმად გავიდა ამ სოფლიდან! დაიძინა და ვეღარ გაიღვიძა, უსამართლო წუთისოფელში…..

ჩემი, ჩვენი ზაზა ხუნდაძე აღარ გვყავს ბიჭებოო!!!“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025

ბიზნესი

ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა გრძელდება
ახალი ამბები

ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა გრძელდება

15:31 02-02-2026
ყველაზე ხშირი კითხვები ბუასილზე და მითი, რომელიც რეალურად არ დასტურდება – რას უყვება “ალიას” მამუკა გრიგალაშვილი?
ახალი ამბები

ყველაზე ხშირი კითხვები ბუასილზე და მითი, რომელიც რეალურად არ დასტურდება – რას უყვება “ალიას” მამუკა გრიგალაშვილი?

14:56 01-30-2026
სილქფესტი გთავაზობთ მრავალფეროვან პაკეტებს სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქფესტი გთავაზობთ მრავალფეროვან პაკეტებს სპეციალურ ფასად!

13:42 01-30-2026
სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: იანვარი 2026
ახალი ამბები

სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: იანვარი 2026

14:21 01-29-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved