დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველოში, უკვე ვაქცინების დიდი არჩევანია და მოქალაქეებს აქვთ საშუალება, მათგან სასურველი აირჩიონ.
„ამჟამად, ქვეყანაში ყველა ტიპის ვაქცინაა – ყველა გემოვნების ადამიანისთვის. მოგეხსენებათ, სხვადასხვა ვაქცინის გამოყენებისთვის, სხვადასხვა ასაკში, განსხვავებული რჩევები და რეკომენდაციები არსებობს. ასე რომ, ორშაბათიდან, ქვეყანაში იქნება ყველა ვაქცინა, ყველა შესაძლო არჩევანისთვის. ყველას შეეძლება, აირჩიოს სასურველი ვაქცინა და აიცრას“, – აცხადებს პაატა იმნაძე.
რამდენიმე საათის წინ, ამერიკის მთავრობისა და უშუალოდ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებით, საქართველოში საჩუქრად გადმოცემული „ფაიზერის“ ვაქცინის 500 ათასი დოზა შემოვიდა. დღესვე, ლიეტუვამ საქართველოს „ასტრაზენეკას“ 15 ათასი დოზა აჩუქა.
კომენტარები