„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე დღევანდელი საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გაკეთებული განცხადებებით უკმაყოფილოა. გოცირიძეს მიაჩნია, რომ პირბადის ტარების შესახებ გაცემული რეკომენდაციები საკმარისი არაა და ზომები კიდევ უფრო უნდა გამკაცრდეს.
„პირბადის ტარება ხალხს უნდა ვაიძულოთ არა ჯარიმებით, არამედ მითითებებითო – ესაა სამთავრობო ექიმების ოფიციალური პოზიცია.
პირბადის ტარების ლოცვაც იქნებ წააშველონ და პრობლემაც გადაიჭრება ამათი ჭკუით.
დღეს ათჯერ მეტია ინფიცირებულთა რიცხვი, ვიდრე პირბადის სავალდებულო ტარებამდე იყო. მხოლოდ ამაში არაა საქმე, მაგრამ ამაშიცაა.
ხვალ ფაიზერი შემოვაო, ანუ ახლა ცაში უნდა იყოს. იმდენად კომპრომეტირებულია ხელისუფლება, რომ უკვე ამისაც არ მჯერა,“- წერს გოცირიძე სოციალურ ქსელში.
კომენტარები