• რეკლამა
  • კონტაქტი
22:57, შაბათი, 26 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვაქცინაციის შემდეგ 101 შემთხვევაში სერიოზული გართულება დაფიქსირდა – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი

ალია ავტორი - ალია
12:38 07-23-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
29

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) ანგარიშის თანახმად, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ გართულება 670 შემთხვევაში გამოვლინდა, რომელთაგან 101 სერიოზული იყო.

„15 ივლისის მდგომარეობით, იმუნიზაციის უსაფრთხოების ექსპერტთა ეროვნულმა კომიტეტმა სულ განიხილა 56 შემთხვევა მიზეზშედეგობრივი კავშირის დასადგენად, საიდანაც 32 – იმუნიზაციასთან მიზეზობრივ კავშირთან თავსებადია. ხოლო 18 – 16 არათავსებადი.

5 შემთხვევა კლასიფიცირდა როგორც გაურკვეველი. 1 შემთხვევის განხილვა შეჩერებულია, კომიტეტში დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენამდე.

გლობალურად, გამოქვეყნებულ ანგარიშებში აღნიშნულია COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შედეგად გამოვლენილი გვერდითი მოვლენები (დაღლილობა, თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი, შემცივნება, ცხელება, გულისრევა). სიმპტომები, ჩვეულებრივ, ვაქცინაციიდან სამ დღეში იკლებს, ხოლო სტატისტიკურად გამოვლენა უფრო ხშირია მეორე დოზის გაკეთების შემდეგ, რაც მიუთითებს ბუნებრივ იმუნურ რეაქციაზე.

საქართველოში COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დაწყებიდან 15 ივლისამდე, ადმინისტრირებული დოზების საერთო რაოდენობაში (334 133) იმუნიზაციის შემდგომ განვითარებული არასასურველი მოვლენა (იშგამ-ი) აღირიცხა 0.2%-ში.

იმუნიზაციის შემდგომი გართულებებით მიმდინარე შემთხვევათა გამოვლენა უმეტესად ხანდაზმულ მოსახლეობაშია.

670 შემთხვევიდან სერიოზულად მიჩნეულია 101 შემთხვევა (ჯამურად ჩატარებული აცრების საერთო რაოდენობის 0,03 %), აქედან 90 პაციენტი იყო ჰოსპიტალიზებული: 25-მა გაიარა სტაციონარული მკურნალობა, ხოლო 65-მა – ამბულატორიული“, – ნათქვამია NCDC-ის ანგარიშში.

შეგახსენებთ, რომ NCDC -ის ანგარიში იმუნიზაციის შესახებ 15 მარტიდან 15 ივლისის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
ახალი ამბები

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა

17:37 09-25-2026
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა

17:04 09-25-2026
კახეთის სასტუმროები: 4 ძირითადი კრიტერიუმი სწორი არჩევანისთვის
ახალი ამბები

კახეთის სასტუმროები: 4 ძირითადი კრიტერიუმი სწორი არჩევანისთვის

15:34 09-25-2026
სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს!
ახალი ამბები

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს!

15:05 09-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved