• რეკლამა
  • კონტაქტი
15:50, კვირა, 21 სექტემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“შენ არ ამბობდი, რომ ღმერთი ჩამოვიდა ციდანო? ხოდა მიდი ახლა და იომე!“ – ნათია მეგრელიშვილი (ვიდეო)

ალია ავტორი - ალია
12:36 07-23-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
132

პუბლიცისტი, ნათია მეგრელიშვილი გადაცემა “რეაქციაში” მის მიერ გაკეთებულ განცხადებას იხსენებს, რომელსაც, მაშინ, საზოგადოების ნაწილის მხრიდან უარყოფითი გამოხმაურებები მოჰყვა.

როგორც პუბლიცისტი გადაცემაში ამბობს, მისი განცხადების გამო ადამიანები, რომლებსაც დღეს ექსპერტების სახით ტელეკრანებზე ვხედავთ, მასზე ამბობდნენ, რომ ის, ამის გამო თანხებს მიხეილ სააკაშვილისგან იღებდა.

“როცა პირდაპირ ეთერში ვთქვი, რომ რუსეთი მოდის თქო, ნახევარი საქართველო ჩემი მტერი გახდა. საშინელებებს წერდნენ ჩემზე, იქ მიშა ფულს უხდის, გრიშამ სახლი აუშენა, რაღაცა ვალოდიამ მერსედესი უყიდა და ა.შ. სხვათაშორის ეს ყველაფერი კომპიუტერიდან ამოღებული მაქვს, წიგნს ვწერ და ამ მასალას აუცილებლად ჩავდებ ჩემს წიგნში და რატომ იცით?! – ის ადამიანები, რომლებიც თავს მესხმოდენ, ის ადამიანები, რომლებიც მე მლანძღავდნენ დღეს, უცებ ტელეეკრანებზე ექსპერტების სტატუსით გამოდიან და გვმოძღვრავენ, რომ მეგობრებო, იცით რა, ეს ისეთი მდგომარეობაა… უკაცრავად და ვის ელაპარაკებით? – ჩვენ გველაპარაკებით?! – იცით რა, მე არანაირი ვალდებულება არა მაქვს ამ მთავრობის წინაშე, მე ეგენი არ მომიყვანია.

თქვენი მოყვანილია და ახლა თავს ნუ ისულელებთ ექსპერტობით თქვენვე გაიყვანეთ სცენიდან. ჩვენ ნუ გადმოგვდეთ ახლა ეს ვალდებულება, რომ მე გავიდე ქუჩაში და ვიომო, რატომ?! – შენ არ ამბობდი, რომ ღმერთი ჩამოვიდა ციდანო? ხო და მიდი ახლა და იომე რა! მე საერთოდ თავი გამანებე,” – განაცხადა მეგრელიშვილმა.

ამასთან, ნათია მეგრელიშვილმა გადაცემა “რეაქციის” საშუალებით ოპოზიციას მიმართა და მათ ერთი იდეის ირგვლივ გაერთიანებისკენ მოუწოდა. 

“ახლა ორი დეპეშა ოპოზიციას… მე ხომ ოპოზიცის ამომრჩეველი ვარ ხო და ოპოზიცია აზრზე მოდით! ახლა ჩამოიჭერით ის რაღაცა ამბიციური პოლიტიკური ფრთები, რომელსაც ატყლაშუნებთ ყოველ დღე. მოაშორეთ ის თქვენი დიპლომები ყოველდღე ცხვირში რომ გვირახუნებთ – სორბონა, ოქსფორდი, კემბრიჯი… ძალიან გთხოვთ გონს მოდით! თუ თქვენ მართლა ფიქრობთ თქვენს სამშობლოზე, მაშინ გაანებეთ თავი ამ მეტიჩრობას, მატრაკვეცობას. აი, მე შალ მიშელს ეს ვუთხარი, ის ვუთხარი მან ეს მიპასუხა…

ვაიმე, ძალიან გთხოვთ რა, მაგის დრო არ არის ომია ომი! დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები ომია და ის დროა, რომ თქვენ  ახლა მოგწონთ ერთმანეთი არ მოგწონთ კეთილი ინებეთ და გაერთიანდით ერთი იდეის გარშემო. ოღონდ ეს იდეა ის კი არ უნდა იყოს მე უნდა მოვიდე ხელისუფლებაში იმიტომ, რომ მე ვმუშაობდი ათი წელი სადღაც ლაოსში პრეზიდენტად. არა, არავითარ შემთხვევაში. მე უნდა მოვიდე ხელისფლებაში იმიტომ, რომ ჩემი ქევყანა არ გახდეს გუბერნია, – ეს უნდა იყოს თქვენი იდეა” – განაცხადა ნათია მეგრელიშვილმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025
“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025
„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025

ბიზნესი

თიბისი ბიზნესისთვის მხარდაჭერით, ტაშკენტში, ბიზნესგამოფენა – “საქართველო – უზბეკეთი აბრეშუმის გზა” გაიმართება
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესისთვის მხარდაჭერით, ტაშკენტში, ბიზნესგამოფენა – “საქართველო – უზბეკეთი აბრეშუმის გზა” გაიმართება

14:54 09-19-2025
თიბისი კონცეპტის და Visa-ს შეთავაზებები კაფე-რესტორნებში
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის და Visa-ს შეთავაზებები კაფე-რესტორნებში

14:37 09-19-2025
თიბისი x გიორგი მამარდაშვილი – საქართველოში მეკარეობის პოპულარიზაციისთვის
ახალი ამბები

თიბისი x გიორგი მამარდაშვილი – საქართველოში მეკარეობის პოპულარიზაციისთვის

14:19 09-19-2025
Global Finance-მა თიბისის ბიზნესმობაილბანკი აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა
ახალი ამბები

Global Finance-მა თიბისის ბიზნესმობაილბანკი აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა

13:53 09-19-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved