• რეკლამა
  • კონტაქტი
04:32, სამშაბათი, 10 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,როგორ ვიქცევით თუ ექიმი გვირჩევს რომ არ ავიცრათ, რადგან ვაქცინა ექსპერიმენტულია, გენეტიკას შეგვიცვლის?” – ნანა გეგეჭკორი

ალია ავტორი - ალია
04:02 07-22-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
28

აშშ-ში მცხოვრები ექიმი ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში წერს:

,,კორონავირუსის მუტაციის უნარი სიურპრიზი არავისთვის იყო. ვირუსები სამყაროს ცოცხალი ნაწილს შეადგენენ და ისევე როგორც ჩვენ, მათაც აქვთ უნარი მოიფიქრონ თავდაცვის მექანიზმები საფრთხეების შესაბამისად.
არც ის იქნება გასაკვირი რომ მუტაცია გაგრძელდება და კორონავირუსი უფრო დახვეწილად შეეცდება დაუძვრეს ვაქცინას და მკურნალობის მეთოდებს.
გამოსავალი? – უსწრაფესი ვაქცინაცია პრევენციის წესებთან კომბინაციაში.
ამით რას მივაღწევთ? – დრამატულად მოკლედ დროში შევამცირებთ ვირუსის გავრცელების არეალს. რაც ნაკლები მასპინძელი ეყოლება ვირუსს, მით ნაკლები საშუალება ექნება ამა თუ იმ მუტაციის გადარჩენის და შემდეგ ამ ახალი ფორმით გამრავლების. მხოლოდ ასე შეიძლება ბოლოს ის გრიპის ვირუსის დონის საფრთხედ გადავაქციოთ.
რატომ უსწრაფესი ვაქცინაცია? რა მნიშვნელობა აქვს დროს? – მოკლე დროში ადამინების დიდი მასის აცრა და ეგრეთ წოდებული “ჯოგური იმუნიტეტის” კრიტიკული დონის მიღწევა ცივილირი მეთოდებით, ვაქცინაციით და არა ადამიანთა ავადობის და სიცოცხლის ფასად, აუცილებლად გაწყვეტს პათოლოგიურ ჯაჭვს რაშიც ახლა მთელი სამყარო ვართ ჩაბმული.
არის თუ არა ყველა ვაქცინა თანაბრად ეფექტური? – სამწუხაროდ არა. დღეს არსებული მონაცემებით Pfizer, Moderna, Astrazenecca, J&J არიან საკმარისად ეფექტური ამ წუთას არსებულ ყველა შტამთან მიმართებაში, მათ შორის დელტა შტამის წინააღმდეგაც. სინოვაკსა და სინოფარმზე ძალიან მწირი მონაცემები გვაქვს და ეფექტურობით ნამდვილად ჩამორჩებიან დანარჩნებს, მაგრამ სიკვდილისგან ისინიც გვიცავენ, განსაკუთრებით ვაქცინაციიდან პირველ თვეებში. სწორედ ამიტომ, თუ სხვა ვაქცინებზე არ მიგიწვდებათ ხელი და არც იმის პირობები გაქვთ რომ თავი ადექვატურაად დაიცვათ, აუცილებლად აიცერით იმით რაც ავტორიზებულია ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ და ხელმისაწვდომია თქვენთვის. იგულისხმება ჩინური წარმოების ვაქცინებიც. მოგვიანებით, ბუსტერ დოზები დასჭირდება ყველა ვაქცინას და იმედია, იმ ეტაპისთვის მაინც საქართველოში უფრო ფართო არჩევანი გექნებათ. მთავარია, ეს უკიდურესად კრიტიკული პერიოდი გაიაროთ რაღაცა ფორმის დაცვით, თუნდაც მინიმალურით. იმუნიტეტს თუ ოდნავი შეხება მაინც ჰქონდა კორონავირუსთან ან მის “სპაიკ” ცილასთან, ვირუსის ორგანიზმში მოხვედრისას ის გაცილებით უფრო ნაკლებ დროს დახარჯავს პასუხის მოსამზადებლად ვიდრე ეს შეიძლება მოხდეს აუცრელ ორგანიზმში.
შეუძლია თუ არა ყველას უსაფრთხოდ აიცრას? – დიახ, თითქმის არ არსებობს ადამიანი ვისი აცრაც არ შეიძლება. რისკების სწორად გათვლა და ამა თუ იმ პრობლემური პირებისთვის სწორი ვაქცინის შერჩევაა უბრალოდ საჭირო. ვიმეორებ, პროცესის სწორი დაგეგმარების პირობებში, ნებისმიერი ადამიანის აცრაა შესაძლებელი.
როგორ ვიქცევით თუ ექიმი გვირჩევს რომ არ ავიცრათ, რადგან ვაქცინა ექსპერიმენტულია, გენეტიკას შეგვიცვლის, არავინ იცის ორი წლის მერე რას გამოიწვევს და ასე შემდეგ? – ასეთ შემთხვევაში სასწრაფოდ ვიცვლით ექიმს. ექიმს, რომელიც ამ არგუმენტებით ცდილობს პაციენტის დარწმუნებას რომ სასიცოცხლოდ აუცილებელი პრევენციის ზომას არ მიმართოს უბრალოდ არ აქვს ელემენტარული ცოდნა და საერთოდ არ ესმის საკუთარი პროფესია. სამწუხაროდ არც სურვილი აქვს ცოდნა გაიახლოს და პაციენტებთან თანამდეროვე ცოდნით შეიარაღებულმა იმუშაოს. ექიმი პაციენტს უნდა ესაუბრებოდეს კვლევებზე დაყრდნობით და არა საკუთარი შეგრძნებებით ან რელიგიური გრძნობების გათვალისწინებით.
ეწინააღმდეგება თუ არა ვაქცინაცია რომელიმე რელიგიის ფუნდამენტურ პრინციპებს? – ყველა ის რელიგია რომელიც ადამიანის სიყვარულს ქადაგებს აბსოლიტურად თანხვედრაშია ვაქცინაციის პრინციპთან. ვაქცინაცია ადამიანს იცავს სიკვდილისგან და დასახიჩრებისგან. ჯერ ფიზიკური სხეული უნდა არსებობდეს რომ მას რომელი რელიგია სჭირდებოდეს სულის გადასარჩნად. სწორედ ამიტომ ვაქცინაციის, ჯერ კიდევ ადრეულ ეტაპზე ყველა პროგრესული რელიგია შეთანხმდა, რომ თავის მრევლს მოუწოდოს აცრისკენ. მიმართვაში პირდაპირ იყო იდეა, რომ ვაქცინაცია მოყვასის სიყვარულის გამოხატვის ერთ-ერთი ფორმაა. ასე ვიცავთ ერთმანეთს ტანჯვისა და სიკვდილისგან.
და რაც ყველაზე მთავარია… სანამ ვაქცინაცია სრულფასოვნად შესაძლებელი გახდება საბავშვო ასაკში, ჩვენი შვილების ჯანმრთელობა და სიცოხლე ჩვენს ხელშია. ავიცრებით, დავიცავთ წესებს, შევაჩერებთ ვირუსის გავრცელებას, დავიცავთ ბავშვებს ავადობისგან და სიკვდილისგან.
ყოველ ნაადრევად დასრულებულ სიცოცხლეში არის ყველა იმ ადამიანის წვლილი ვინც კოვიდ პანდემიას არასერიოზულად უდგება და უგულვებელყოფს პრევენციის წესებს!
ჯანმრთელობას და გონიერებას გისურვებთ. ამ წუთას ერთადერთი საუკეთესო დაცვა კოვიდის ძველი თუ ახალი ვარიანტებისგან არის გონიერება. გონიერი ადამიანი სწორად ირჩევს თავდაცვის მისთვის უსაფრთხო მეთოდს და ასე ცდილობს დაიცვას საკუთარი თავი და საზოგადოება სიკვდილის საფრთხისგან.”

თეგები: ნანა გეგეჭკორი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025

ბიზნესი

სილქნეტი აგრძელებს საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის ეტაპების მხარდაჭერას
ახალი ამბები

სილქნეტი აგრძელებს საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის ეტაპების მხარდაჭერას

15:41 02-09-2026
თიბისის მენეჯმენტში სიახლეებია
ახალი ამბები

თიბისის მენეჯმენტში სიახლეებია

14:34 02-09-2026
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები “რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ახალი ამბები

12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები “რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია

14:23 02-09-2026
26 წელი საერთო მიზნისთვის – GM PHARMA 26 წლის გახდა
ახალი ამბები

26 წელი საერთო მიზნისთვის – GM PHARMA 26 წლის გახდა

13:06 02-07-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved