• რეკლამა
  • კონტაქტი
08:50, ხუთშაბათი, 9 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ისრაელიდან აგვისტოს ბოლომდე ათეულობით ჯავშანია გაუქმებული“ – ტუროპერატორთა ასოციაცია

ალია ავტორი - ალია
19:02 07-20-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
24

საქართველოში სხვადასხვა მიმართულებიდან, მათ შორის ისრაელიდან და ევროპის ქვეყნებიდან ტურისტული ჯავშნები უქმდება. ამის შესახებ BM.GE -ის ტუროპერატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ია თაბაგარმა განუცხადა. 

მისი თქმით, ტუროპერატორებისა და სასტუმროების გამოკითხვის შედეგად ბოლო დღეებში, ერთმანეთის მიყოლებით ისრაელიდან ტურისტული ჯავშნები აგვისტოს ბოლომდე გაუქმდა, ამის მთავარი მიზეზი კი ისრაელის მიერ საქართველოს წითელი ქვეყნების სიაში შეყვანა და შესაბამისად, ისრაელის მოქალაქეებისთვის საქართველოდან დაბრუნების შემდეგ ერთკვირიანი კარანტინის გავლის დავალდებულებაა.  

„ჩვენი ინფორმაციით, ისრაელიდან ჯერჯერობით ათეულობით ჯავშანია გაუქმებული და თითოეული ჯავშანი შეიძლება 5 ან 10 ადამიანისგან შედგებოდეს. ამის საპასუხოდ ტუროპერატორები ვაცხადებთ, რომ საქართველოს ტურიზმი მრავალფეროვანი ბაზრების უნდა ჰქონდეს, რათა ერთ ქვეყანაზე არ ვიყოთ დამოკიდებულები და ასეთ რთულ ვითარებაში გამოუვალ მდგომარეობაში არ აღმოვჩნდეთ.

ჯავშნების გაუქმების მეორე ფაქტორი უსაფრთხოებაა, რომელზეც ევროპა ალაპარაკდა და რომელიც ჩვენთვის დიდი დარტყმაა, რადგან ისრაელს ძალიან მალე ამ მდგომარეობიდან ჩვეულებრივ მდგომარეობაში გადაყვანა შეუძლია, მაგრამ რაც შეეხება ევროპას, ეს სრულად საქართველოზეა დამოკიდებული – სახელმწიფო სამსახურებზე, კერძო სექტორზე, დონორ ორგანიზაციებზე, დიპლომატებზე. დიდი მნიშვნელობა აქვს რას გავაკეთებთ იმისთვის, რომ ევროპას კიდევ ერთხელ ვუთხრათ, რომ მათიანი ვართ, რაშიც ვგულისხმობ იმას, რომ ჩვენ ადამიანებს არ ვერჩით და ტურისტი აქ არ დაზარალდება. ამაზე დროული და სერიოზული სამუშაოა“, – განმარტა ია თაბაგარმა.

ტუროპერატორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ჯავშნების გაუქმების 3 მიზეზს ასახელებს: „ისრაელის შემთხვევაში ეს მათი მოქალაქეებისთვის დაწესებული ერთკვირიანი კარანტინია; ევროპის შემთხვევაში უფრო უსაფრთხოების ნაწილი და ზოგადად ჯავშნების გაუქმების მიზეზი არსებული კოვიდვითარებაა. შესაძლოა, საქართველოში ამ მხრივ ვითარება არც ისე მძიმეა, ვიდრე ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, თუმცა იმიჯი გვაქვს ცუდი. ბევრად ცუდი მდგომარეობაა თურქეთში, თუმცა იქ საზღვაო კურორტებზე 1 მლნ ადამიანი ჩავიდა, რადგან კარგი იმიჯი აქვთ“.

ია თაბაგარი ტურიზმის ადმინისტრაციის მხრიდან ჯავშნების გაუქმების გამო დაწყებულ მოკვლევასაც ეხმიანება.

„ძალიან კარგია, რომ ტურიზმის ადმინისტრაციამ დაიწყო გამოკითხვა კერძო სექტორიდან იმაზე, რა არის ჯავშნების გაუქმების მიზეზი, თუმცა კერძო სექტორი ძალიან პასიურობს. კვლევა რამდენიმე დღის წინ კერძო სექტორის მოთხოვნით დაიწყო, იმისთვის რომ დარგს საერთო სურათი სცოდნოდა, რატომ უქმდებოდა ჯავშნები ხშირად კერძო სექტორიდან გვესმის საყვედურები, რატომ არ კეთდება კვლევა ამა თუ იმ მიმართულებით, მაგრამ როცა ასეთი კვლევა კეთდება დიდად თავს არ იწუხებენ“, – უთხრა BM.GE-ის ტუროპერატორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

17:16 07-08-2026
თიბისის მხარდაჭერით, ლაგოდეხი ბლუზის მე-10 საერთაშორისო ფესტივალს  უმასპინძლებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ლაგოდეხი ბლუზის მე-10 საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს

16:03 07-08-2026
“ევექსი ლაბის” ახალი შეთავაზება სოციალური ბარათის მფლობელებს
ახალი ამბები

“ევექსი ლაბის” ახალი შეთავაზება სოციალური ბარათის მფლობელებს

15:59 07-08-2026
თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ნაკრები ინფორმატიკის ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე გაემგზავრება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ნაკრები ინფორმატიკის ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე გაემგზავრება

15:55 07-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved