• რეკლამა
  • კონტაქტი
18:58, სამშაბათი, 3 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დისკრიმინაციული მოპყრობა ლექტორის მიმართ – სასამართლომ თსუ-ს 4 350 ლარის გადახდა დააკისრა

ალია ავტორი - ალია
18:57 07-20-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
63

თბილისის საქალაქო სასამართლომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხრიდან ლექტორის მხირდან დისკრიმინაციული მოპყრობა დაადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას “უფლებები საქართველოსთვის” ავრცელებს. 

დავა უნივერსიტეტს ყოფილმა ლექტორმა, დავით ნიჟარაძემ მოიგო. მას უნივერსიტეტმა მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 4 350 ლარის გადახდა დააკისრა.

“თბილისის საქალაქო სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებით დაადასტურა, რომ თსუ, განსხვავებული მოსაზრებების გამოხატვის გამო, დავით ნიჟარაძეს დისკრიმინაციულად მოეპყრო. შესაბამისად, სასამართლომ უნივერსიტეტს ლექტორის სასარგებლოდ, მატერიალური და მორალური ზიანის ასანაზღაურებლად, 4350 ლარის გადახდა დააკისრა”, – წერია ორგანიზაციის განცხადებაში.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ დავით ნიჟარაძე თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ლექციებს წლების განმავლობაში კითხულობდა და ფაკულტეტზე არსებული მდგომარეობის შესახებ კრიტიკულ მოსაზრებებს ღიად გამოთქვამდა.

“საკუთარი შეხედეულებების ღიად დაფიქსირების გამო, ფაკულტეტის ადმინისტრაცია კრიტიკულად განწყობილ ლექტორს დისკრიმინაციულად მოეპყრო, რის გამოც მან ვერ შეძლო აკადემიური თანამდებობის დაკავება. მოგვიანებით კი, ფაკულტეტის დეკანმა მასთან, როგორც მოწვეულ ლექტორებთან, შრომითი ხელშეკრულების გაფორმებაც არ ისურვა”, – წერს “უფლებები საქართველო”.

ორგანიზაციის ინფორმაციით, მათი იურისტი თსუ-ს მხირდან დისკრიმინაციის ფაქტზე კიდევ ერთ ლექტორს იცავს, რომლის საქმეც სასამართლოში განიხილება.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025

ბიზნესი

„ფონდმა ნატახტარმა“ საზოგადოებას 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა
ახალი ამბები

„ფონდმა ნატახტარმა“ საზოგადოებას 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა

16:50 02-03-2026
ბიზნესების საქმიანობის გასამარტივებლად, ახალი ფუნქციონალები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში
ახალი ამბები

ბიზნესების საქმიანობის გასამარტივებლად, ახალი ფუნქციონალები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში

14:37 02-03-2026
თიბისი კაპიტალმა გაცვლითი კურსის ბიზნეს სტრატეგიის შესახებ კვლევა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა გაცვლითი კურსის ბიზნეს სტრატეგიის შესახებ კვლევა გამოაქვეყნა

11:23 02-03-2026
ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა გრძელდება
ახალი ამბები

ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა გრძელდება

15:31 02-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved