• რეკლამა
  • კონტაქტი
08:49, ხუთშაბათი, 9 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

შარშან ზაფხულში ვირუსის ახალი ტალღა ბათუმიდან დაიწყო, ხომ შეიძლება მთავრობამ გაითვალისწინოს, მაგრამ არა – ისევ ყველა შეზღუდვა მოხსნა – ზაზა წერეთელი

ალია ავტორი - ალია
18:29 07-20-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
27

ქვეყანაში დღეს დაფიქსირებული, კორონავირურის 2 616 ახლი შემთხვევა არის ძალიან ცუდი, რადგან ეს ნიშნავს, რომ საქართველო კოვიდსიტუაციის მეტად რთულ პროცესში შევიდა, – ამის შესახებ ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსმა მრჩეველმა, ზაზა წერეთელმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისივე თქმით, მაშინ, როცა ქვეყანაში „დელტა“შტამია გავრცელებული, ინფიცირების ასეთი მაჩვენებელი იმის მანიშნებელია, რომ ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობა კიდევ გაიზრდება და შეიძლება იმაზე მეტიც იყოს,ვიდრე ოქტომბერსა დ ანოემბერში იყო.

„ქვეყანა შევიდა მეტად რთულ პროცესში, რადგან „დელტა“ შტამია გავრცელებული. ყველა ქვეყანამ აჩვენა, რომ შემთხვევების რაოდენობა ყოველკვირეულად, ყოველდღე დაახლოებით 2-ჯერ იზრდება და ეს ხდება ყველგან, მათ შორის ბევრ ისეთ ქვეყანაში, სადაც ვაქცინაციის მოცვა 40-45%-ია, საქართველოში კი სადაც ვაქცინაციის მოცვა ძალიან დაბალია, ასეთი ციფრები იმის მანიშნებელია, რომ ძალიან გაიზრდება შემთხვევები, შეიძლება იმაზე მეტიც იყოს, ვიდრე ოქტომბერში და ნოემბერში, როცა ინფიცირების დღეში 4000-5000 შემთხვევა ფიქსირდებოდა“, – განაცხადა წერეთელმა. ზაზა წერეთელმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს გეგმა, წლის ბოლომდე მოსახლეობის 60 % იყოს აცრილი, არ არის საკმარისი, ზრდასრული მოსახლეობის 60% წლის ბოლომდე კი არა აგვისტოშივე უნდა იყოს აცრილი, თუნდაც იმიტომ, რომ ბავშვებს სკოლაში წასვლა შეეძლოთ. მისივე განმარტებით, საქართველოს პრობლემაა ისიც, რომ ხალხმა შეზღუდვები დაივიწყა და ჰგონია, რომ თუკი აცრილები არიან, ეს რეკომენდაციები აღარ უნდა დაიცვან. „ამას გარდა საქართველოში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი – შეზღუდვები დავივიწყეთ, მაგალითად პირბადე, დისტანციის დაცვა, დახურულ სივრცეში მასობრივი თავშეყრა. შარშან ზაფხულში ვირუსის ახალი ტალღა ბათუმიდან დაიწყო, ხომ შეიძლება მთავრობამ გაითვალისწინოს, მაგრამ არა, ისევ ყველა შეზღუდვა მოხსნა. აცრილიც რომ იყოთ, თქვენ არ უნდა იფიქროთ, რომ ვირუსი არ დაგემართებათ, სანამ ყველა აცრილი არ იქნება, აცრასთან ერთად სხვა რეკომენდაციებიც უნდა გაითვალისწინოთ“, – აღნიშნა წერეთელმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

17:16 07-08-2026
თიბისის მხარდაჭერით, ლაგოდეხი ბლუზის მე-10 საერთაშორისო ფესტივალს  უმასპინძლებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ლაგოდეხი ბლუზის მე-10 საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს

16:03 07-08-2026
“ევექსი ლაბის” ახალი შეთავაზება სოციალური ბარათის მფლობელებს
ახალი ამბები

“ევექსი ლაბის” ახალი შეთავაზება სოციალური ბარათის მფლობელებს

15:59 07-08-2026
თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ნაკრები ინფორმატიკის ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე გაემგზავრება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ნაკრები ინფორმატიკის ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე გაემგზავრება

15:55 07-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved