• რეკლამა
  • კონტაქტი
20:55, სამშაბათი, 3 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კომპლექსური დისკრიმინაცია ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალში – აკრძალული ქართული წირვა და შეზღუდვები რელიგიური-ეთნიკური ნიშნით

ალია ავტორი - ალია
16:12 07-20-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
55

რელიგიის თავისუფლება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში/ცხინვალის რეგიონში – დემოკრატიული კვლევის ინსტიტუტის მიერ, პროექტის ფარგლებში იქნა შესწავლილი თუ რა მდგომარეობაა რელიგიური თავისუფლებისა და ეთნიკური კუთვნილების ნიშნის კუთხით საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, როგორ ფაქტებმა აჩვენა, ვითარება კრიტიკულია და სახეზეა კომპლექსური დისკრიმინაცია.

„ნიუპოსტის“ უცვლელად გთავაზობთ დემოკრატიული კვლევის ინსტიტუტის პრესრელიზს.

„აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ მართლმადიდებელ ქრისტიანებს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საპატრიარქო მისი კანონიკური იურისდიქციის ქვეშ განიხილავს. ამ ფაქტს ფორმალურად არცერთი მართლმადიდებლური ეკლესია არ უარყოფს. თუმცა, როგორც პოლიტიკურ, ისე საეკლესიო სივრცეში, ოკუპირებული ტერიტორიების მმართველ ელიტებს თავისი მომავალი არც საქართველოს სახელმწიფოს და არც მასთან ასოცირებულ მართლმადიდებლურ ეკლესიასთან კავშირში არ წარმოუდგენიათ. ასეთი დამოკიდებულების და რუსული გავლენების შედეგია, რომ საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას არ ჰყავს საეკლესიო მსახურები ცხინვალში და აფხაზეთში, ვერ განკარგავს კონფლიქტებამდე მის სარგებლობაში არსებულ ქონებას და რელიკვიებს, ვერ უწევს შესაბამის მხარდაჭერას იმ მრევლს, რომელიც საკუთარ თავს ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიასთან აიდენტიფიცირებს. სახეზეა კომპლექსური დისკრიმინაცია – რელიგიის და ეთნიკური კუთვნილების ნიშნებით.

ოკუპირებულ რეგიონებში ქართველ მორწმუნეებს არ აქვთ შესაძლებლობა მათთვის სასურველ ენაზე, თავისი ეკლესიის მსახურებისგან და ტრადიციულ საკულტო ნაგებობებში მოახერხონ თავიანთი რწმენის და კულტურული უფლებების რეალიზება.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ინფორმაციით, ქართველი სასულიერო პირების რაოდენობა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში უკიდურესად მცირეა. ოკუპირებულ ტერიტორიებზე ძალიან იშვიათია ქართული წირვა-ლოცვის მოსმენა. თუმცა აქტიურად მიმდინარეობს ღვთისმსახურება რუსულ ენაზე, როგორც ოკუპირებულ აფხაზეთში, ისე სამხრეთ ოსეთში.

ახალგორში ქართული ეკლესიის გარდა, ფუნქციონირებს ოსური ეკლესიაც, რომელიც ალანიის ეპარქიას ექვემდებარება, სადაც წირვა-ლოცვა ოსურ ენაზეც აღევლინება. ახალგორში ვერ ბრუნდება ცხინვალის ეპარქიის მიტროპოლიტი ისაია, რომელიც მოსაბრუნის საკონტროლო-გამშვები პუნქტის ჩაკეტვის დროს ახალგორში არ იმყოფებოდა და როგორც ყველა დანარჩენმა, მანაც ვერ შეძლო დაბრუნება.

რაც შეეხება გალს, იქ ეთნიკურად ქართველი მღვდლები არ მოღვაწეობენ, წარსულში მღვდელმსახურებას ეწეოდა მამა პიმენი (რომან ქარდავა), რომელსაც 2008 წელს, აფხაზურმა მხარემ სასულიერო მოღვაწეობა აუკრძალა და გალიდან გამოაძევა.

ამჟამად, გალში მდებარე მოქმედ ეკლესიებში (ხუთი მოქმედი ეკლესიის გარდა, ერთი ამჟამად შენდება სოფელ ოტობაიაში) მღვდელმსახურებას ატარებს მამა მათე, რომელიც აფხაზური წარმოშობისაა და მიუხედავად სოხუმიდან ზეწოლისა, წირვებს ატარებს ორ ენაზე – ქართულად და რუსულად. რელიგიური თავისუფლების უფლების რეალიზების მხრივ, ოკუპირებულ რეგიონებში, დისკრიმინირებული მხოლოდ ეთნიკურად ქართველი მრევლია, რომელიც თავის თავს მართლმადიდებელ ქართულ ეკლესიასთან აიდენტიფიცირებს.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მიიჩნევს, საქართველოს მთავრობამ ყველა საერთაშორისო ფორმატი უნდა გამოიყენოს ამ პრობლემების დასარეგულირებლად ისე, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში/ცხინვალის რეგიონში მცხოვრები თითოეული მოქალაქის რელიგიის თავისუფლება, თანაბრად იყოს დაცული და განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეთ მათ, ვინც წლების განმავლობაში დისკრიმინაციის ქვეშ განაგრძობენ ცხოვრებას და სრულად ვერ ახდენენ საკუთარი უფლებების რეალიზებას. ამ მხრივ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, არ შეიზღუდოს ეთნიკური და საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიისადმი კუთვნილების ნიშნით მშობლიურ ენაზე ღვთისმსახურების ჩატარების და სასურველი ეკლესიის მსახურების მიღების უფლება, რაც ამჟამად უგულებელყოფილია.

ასევე, აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში დარჩენილი საეკლესიო ქონების და ინფრასტრუქტურის მართვისას არ უნდა მოხდეს იქ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის რელიგიის თავისუფლების და გამოხატვის უფლების შეზღუდვა საკულტო შენობებთან თუ რელიგიურ სიწმინდეებთან ხელმისაწვდომობის სრული ან ნაწილობრივი აკრძალვის სახით“ – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025

ბიზნესი

„ფონდმა ნატახტარმა“ საზოგადოებას 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა
ახალი ამბები

„ფონდმა ნატახტარმა“ საზოგადოებას 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა

16:50 02-03-2026
ბიზნესების საქმიანობის გასამარტივებლად, ახალი ფუნქციონალები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში
ახალი ამბები

ბიზნესების საქმიანობის გასამარტივებლად, ახალი ფუნქციონალები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში

14:37 02-03-2026
თიბისი კაპიტალმა გაცვლითი კურსის ბიზნეს სტრატეგიის შესახებ კვლევა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა გაცვლითი კურსის ბიზნეს სტრატეგიის შესახებ კვლევა გამოაქვეყნა

11:23 02-03-2026
ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა გრძელდება
ახალი ამბები

ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა გრძელდება

15:31 02-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved