15:00 საათზე პარლამენტში ბიუროს სხდომა დაიწყო, პარალელურად კი პარლამენტის შესასვლელთან ჟურნალისტები შეიკრიბნენ და პრემიერის გადადგომას ითხოვენ.
მედიის წარმომადგენლების განცხადებით, ისინი პერმანენტულ აქციებს მანამდე გააგრძელებენ, სანამ ძალადობრივი დანაშაულის ყველა მონაწილე, მათ შორის ორგანიზატორები და დამკვეთები არ დაისჯებიან, ამასთან ჟურნალისტების თქმით, ღარიბაშვილი დაკავებული თანამდებობიდან უნდა გადადგეს და ძალადობრივი დანაშაულისთვის პასუხისმგებლობა აიღოს.
აქციის მონაწილეებმა ღარიბაშვილის პლაკატების გაკვრაც სცადეს შენობაზე, თუმცა ამის უფლება სამართალდამცველებმა არ მისცეს.
კომენტარები