თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე, რესტორანში არაბ ტურისტს ვახშამი 2900 ლარი გადაახდევინეს.
ტურისტის თქმით, მან და მისმა ორმა მეგობარმა მოკრძალებულად ივახშმეს, თუმცა საბოლოო ჯამში კოლოსალური თანხის ანგარიში მოუვიდათ.
“თავს იმედგაცრუელებულად და მოტყუებულად ვგრძნობ. რესტორნის მენეჯმენტმა თანხა იძულებით გადაგვახდევინებს”, – აცხადებს ტურისტი “ტვ პირველთან”.
ტურისტის თქმით, საქართველოზე ნანახი სარეკლამო რგოლის შემდეგ ქვეყანას ის 2-კვირიანი შვებულების გასატარებლად ეწვია, თუმცა უკან დაბრუნება მალევე მოუწევს, რადგან დასასვენებლად განკუთვნილი თანხის დიდი ნაწილი ერთ ვახშამში გადაახდევინეს.
კომენტარები