• რეკლამა
  • კონტაქტი
11:40, ხუთშაბათი, 9 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ელისაშვილი: ოპოზიციიდან ისეთი ფალავანი ძნელად წარმომიდგენია, ვინც კალაძეს კონკურენციას გაუწევს

ალია ავტორი - ალია
14:15 07-20-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
24

კალაძე მოგვწონს, არ მოგვწონს, რეიტინგულია. ოთხი წლის მანძილზე სელფის ჯოხით პრანჭვის გარდა, კალაძეს ქალაქისთვის რეალურად არაფერი გაუკეთებია, მაგრამ ფაქტია, ხალხს მოსწონს პრანჭვა-გრეხვა სელფის ჯოხით, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა „ქართული ოცნების“ მიერ თბილისის მერობის კანდიდატის წარდგენის დაანონსებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, არავის გაუკვირდება, თუ „ქართული ოცნება“ მერობის კანდიდატად კახა კალაძის კანდიდატურას დააყენებს.

„ორი თვეა, კახა კალაძეს წინასაარჩევნო კამპანია გაჩაღებული აქვს. ფაქტია, რომ გამოკვეთილი კანდიდატია. მართალია, კახა კალაძე გულზე დიდად არ მეხატება, მაგრამ ჯერ ჩანს, რომ წლებია, მაღალ რეიტინგს ინარჩუნებს „ქართული ოცნების“ ლიდერებს შორის. კალაძე მოგვწონს, არ მოგვწონს, რეიტინგულია. ოთხი წლის მანძილზე სელფის ჯოხით პრანჭვის გარდა, კალაძეს ქალაქისთვის რეალურად არაფერი გაუკეთებია, მაგრამ ფაქტია, ხალხს მოსწონს პრანჭვა-გრეხვა სელფის ჯოხით.

ოპოზიციაში გამოკვეთილ კანდიდატს ვერ ვხედავ, ზოგიერთი თითს იწევს, რომ მერობა უნდა, მაგრამ ვერ ვხედავ გამოკვეთილს. საერთო კანდიდატზე საუბარს არ ვაპირებთ, მით უმეტეს, „ნაციონალურ მოძრაობასთან“. მთელი ოპოზიცია ბოკერიას დაკრულზე რომ დადიოდა, ჩვენთვის ყური დაეგდოთ, რადგან სწორ რამეს ვეუბნებოდით. არ დაგვიჯერეს და იყოს აზელილ-დაზელილი ოპოზიცია. ოპოზიციიდან ისეთი ფალავანი ძნელად წარმომიდგენია, ვინც კალაძისთვის კონკურენციის გაწევას შეძლებს. ჩვენი პარტიის გადაწყვეტილებას რამდენიმე დღეში დავასახელებთ, თუ ვიქნები, მე ვიქნები, თუ არადა, კანდიდატი არ გვეყოლება“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

PSP-ს K-Beauty პორტფელს პრემიუმ ბრენდი Manyo შეემატა
ახალი ამბები

PSP-ს K-Beauty პორტფელს პრემიუმ ბრენდი Manyo შეემატა

11:22 07-09-2026
თიბისი კამპუსი – უფასო ონლაინ განათლება სტუდენტებისთვის
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – უფასო ონლაინ განათლება სტუდენტებისთვის

10:31 07-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

17:16 07-08-2026
თიბისის მხარდაჭერით, ლაგოდეხი ბლუზის მე-10 საერთაშორისო ფესტივალს  უმასპინძლებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ლაგოდეხი ბლუზის მე-10 საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს

16:03 07-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved