• რეკლამა
  • კონტაქტი
14:13, ხუთშაბათი, 9 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პალიკო, მუხო, ჯამა, ლაპუხა… – “ქურდულ სამყაროსთან” კავშირისთვის 8 პირი დააკავეს

ალია ავტორი - ალია
12:45 07-20-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
32

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, “ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 8 პირი დააკავეს. დაკავება მოსამართლის განჩინების საფუძველზე თბილისსა და მარნეულში მოხდა. 

დაკავებულებს შორის არიან: 1969 წელს დაბადებული პ. გ. მეტსახელად პალიკო, 1980 წელს დაბადებული ზ. გ. მეტსახელად მუხო, 1964 წელს დაბადებული ჯ. გ. მეტსახელად ჯამა, 1995 წელს დაბადებული ვ. გ., 1983 წელს დაბადებული დ. დ., 1991 წელს დაბადებული დ. ა., 1983 წელს დაბადებული ვ. გ. (მეტსახელად ლაპუხა, 1963 წელს დაბადებული ა. ო. “გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთ მოქალაქეს ბრალდებულ ა.ო.-სთან პროცენტიან სესხთან დაკავშირებით ფინანსური დავა წარმოექმნა. ა.ო., სადავო საკითხის “ქურდული წესების” შესაბამისად განხილვისა და დავის თავის სასარგებლოდ გადაწყვეტის მიზნით, ერთ-ერთი ბრალდებულის – დ.ა.-ს მეშვეობით დაუკავშირდა “ქურდული სამყაროს” წევრებს, ასევე ბრალდებულებს. აღნიშნულმა პირებმა ა.ო.-ს საკუთარი მატერიალური სარგებლის მიღების სანაცვლოდ დახმარება აღუთქვეს.

ბრალდებულებმა 2021 წლის აპრილსა და მარტში, თბილისში, ერთ-ერთ უბანში მდებარე საცხოვრებელ სახლში ფინანსური დავის “ქურდული წესით” გარჩევა მოაწყეს.

დავის “ქურდული წესით” გარჩევის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, დაზარალებული მოვალისგან – ა.ო.-სგან სადავო თანხას – 26 ათასი აშშ დოლარს ვერ მიიღებდა, რადგან მისი საქმიანობა “ქურდული სამყაროს” წესებს არ შეესაბამებოდა”, – წერია უწყების განცხადებაში.

პოლიციამ, ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა და ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი „ქურდული შეხვედრების“ ორგანიზებისთვის ერთმანეთს უკავშირდებოდნენ.

“ქურდული სამყაროს” წევრობის, “ქურდული სამყაროს” წევრისთვის მიმართვის და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 223-ე მე-3 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით და 223-ე მე-4 პრიმა მუხლის პირველი ნაწილებით მიმდინარეობს.

დანაშაულები 3-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
ახალი ამბები

თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის

14:22 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved