• რეკლამა
  • კონტაქტი
18:04, ხუთშაბათი, 9 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ზურაბ ჯაფარიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა

ალია ავტორი - ალია
10:47 07-19-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
31

„გირჩი – მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერი კორონავირუსის დადასტურების გამო ბათუმში ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან შეხვედრას ვერ დაესწრება. ამის შესახებ ზურაბ ჯაფარიძემ სოციალურ ქსელში დაწერა.

„პრეზიდენტ მიშელთან შეხვედრას ვერ ვესწრები. შეხვედრაზე დასწრების წინაპირობა იყო PCR ტესტი. გუშინ დამტესტეს და დღეს მითხრეს, რომ პასუხი დადებითია. არანაირი სიმპტომი არც მქონია, არც მაქვს, მაგრამ გასაგებია, რომ შეხვედრაზე ვერ მოვხვდები.

რის თქმას ვაპირებდი შეხვედრაზე:

მას შემდეგ, რაც ევროკავშირის შეფასებით, „ოცნებამ“ დაარღვია 19 აპრილის შეთანხმების, მათივე შეფასებით, ყველაზე პრინციპული მუხლი – მართლმსაჯულების ნაწილი, ამ ხელისუფლებასთან ევროკავშირის თანამშრომლობის გაგრძელება business as usual, იქნება ფუნდამენტურად არასწორი.

ევროკავშირის მხრიდან საჭიროა დიაგნოზის საჯაროდ და ზუსტად დაფიქსირება, ყოველგვარი ზედმეტი დიპლომატიურობისა და ენის მოჩლექის გარეშე – რომ „ოცნების“ მმართველობის პირობებში საქართველომ გადაუხვია ევროატლანტიკურ გეზს.

არც მეტი, არც ნაკლები, ამ გზავნილის გაგონება მნიშვნელოვანია ამ ქვეყნის მოსახლეობის იმ ნაწილისთვის, რომელსაც, მიუხედავად ყველაფრისა, მაინც სჯერა, რომ „ოცნება“ პროდასავლური ძალაა.

ასევე, „ოცნებამ“ უნდა გადაიხადოს პოლიტიკური ფასი ევროკავშირის და აშშ-ს „გადაგდებისთვის“. სხვა შემთხვევაში „ოცნება“ კიდევ უფრო გათავხედდება. ასეთი ფასი შეიძლება იყოს ინდივიდუალური სანქციები. დასასანქცირებელი ხალხის ნაკლებობას არ განვიცდით.

ნებისმიერი სხვა ნაბიჯი პრეზიდენტ მიშელის მხრიდან, მათ შორის მცდელობა, ხელახლა დაჯდეს ოპოზიცია მოლაპარაკების მაგიდასთან, ისე, რომ „ოცნებას“ წინა „გადაგდებისთვის“ არ ჰქონდეს გადახდილი სათანადო ფასი, იქნება ფუნდამენტური შეცდომა, კიდევ უფრო გააველურებს ხელისუფლებაში მყოფ ძალას და ბევრად უფრო ღრმა კრიზისში ჩააგდებს ქვეყანას“, – წერს ჯაფარიძე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

ლიტერატურული პრემია “საბას” 2026 წლის ფინალისტები ცნობილია – თიბისი
ახალი ამბები

ლიტერატურული პრემია “საბას” 2026 წლის ფინალისტები ცნობილია – თიბისი

14:27 07-09-2026
Tegeta Fest – „თეგეტა მოტორსი“ წრიული რბოლის ჩემპიონატის ფარგლებში ავტოსპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს
ახალი ამბები

Tegeta Fest – „თეგეტა მოტორსი“ წრიული რბოლის ჩემპიონატის ფარგლებში ავტოსპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს

12:43 07-09-2026
თიბისი კაპიტალმა დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებს მაკროეკონომიკური მიმოხილვა წარუდგინა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებს მაკროეკონომიკური მიმოხილვა წარუდგინა

12:41 07-09-2026
PSP-ს K-Beauty პორტფელს პრემიუმ ბრენდი Manyo შეემატა
ახალი ამბები

PSP-ს K-Beauty პორტფელს პრემიუმ ბრენდი Manyo შეემატა

11:22 07-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved