ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია ამბობს, რომ ინფიცირების მაღალი მაჩვენებლის შემცირებისთვის მთავარი გადაწყვეტა ვაქცინაციის პროგრამის სწრაფი წარმართვაა. თუმცა, მისივე თქმით, მთავრობამ დამატებით იმსჯელა ისეთი ტიპის ღონისძიებების შეზღუდვაზე, რაც მიმდინარე პერიოდში კრიტიკულად აუცილებელი არ არის.
თამარ გაბუნია:
“იმედი მაქვს, რომ ისეთი პრობლემები, როგორიც გუშინ შექმნა საიტთან დაკავშირებით, სამომავლოდ გამოსწორდება და ჩვენ ალტერნატიულ მექანიზმებსაც გამოვიყენებთ.
რას უნდა ველოდოთ – ჩვენთვის აქ მთავარი გადაწყვეტაა ვაქცინაციის პროგრამის სწრაფი წარმართვა და ასევე იმ რეგულაციის ზედმიწევნით აღსრულება, რომელიც ძალაშია.
დამატებით ჩვენ უკვე ვიმსჯელეთ, მაგალითად ბანაკების შეზღუდვა, ასევე სპორტული ღონისძიებების შეზღუდვა, რომელიც შეიძლება არ იყოს კრიტიკული აუცილებლობის მიმდინარე პერიოდში”
კომენტარები