• რეკლამა
  • კონტაქტი
01:24, შაბათი, 5 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ბიზნესი

თეგეტაში საგზაო-სამშენებლო ტექნიკის დღე გაიმართა

ალია ავტორი - ალია
12:10 07-13-2021
- ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
28

„თეგეტა ქონსთრაშენ ექვიფმენთი“ უმსხვილესი ფრანგული ჯგუფის Fayat group-ის წევრი კომპანიების ბომაგის (Bomag), მარინისა (Marini) და ტეკფალტის ( Tekfalt) ოფიციალური წარმომადგენელი გახდა.

თეგეტა ჰოლდინგის სათაო ოფისში საგზაო-სამშენებლო ტექნიკის გამოფენა და პრეზენტაცია გაიმართა. საგზაო-სამშენებლო ტექნიკის უახლესი მოდელები თეგეტას პარტნიორი ბიზნესების წარმომადგენლებმა ადგილზე დაათვალიერეს. გამოფენას თეგეტა ჰოლდინგის ადგილობრივი პარტნიორების გარდა ბრენდების ოფიციალური წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

ახალი ბრენდების პორტფელში დამატებით, „თეგეტა ქონსთრაშენ ექვიფმენთი“ მომხმარებელს საგზაო-სამშენებლო ციკლისთვის საჭირო აღჭურვილობის სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც ასფალტის საწარმოებს, ასევე, გზების მშენებლობისა და მოწყობისათვის საჭირო ყველა სახის ტექნიკა-დანადგარს.

გერმანული კომპანია BOMAG ლიდერია საგზაო-სამშენებლო ტექნიკის მიმართულებით, კომპანია აწარმოებს ვიბრაციულ სატკეპნებს, გზის დამგებ მოწყობილობებს და ყველა სხვა მანქანა-დანადგარს, რომელიც გზების მშენებლობისა და შემდგომი მომსახურების სრულ დიაპაზონს ფარავს. აღსანიშნავია Bomag-ის საწარმოო ხაზისა და ბაზრის დაფარვის მასშტაბები, კომპანია, 250-ზე მეტი დასახელების პროდუქტით, მსოფლიოს 150 ქვეყანაშია წარმოდგენილი.

Marini ლიდერია ასფალტის, ცივი ასფალტის წარმოების, ემულსიისა და პოლიმერული ბიტუმის ქარხნების მიმართულებით. კომპანიის პროდუქცია გამოირჩევა წარმოების ეფექტურობით, რომელიც ხარისხის და სიზუსტის უმაღლეს სტანდარტებს აკმაყოფილებს და სრულად შეესაბამება გარემოს დაცვის რეგულაციებს. დღეისათვის კომპანიას 3000-ზე მეტი ასფალტის ქარხანა აქვს რეალიზებული.

“თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთი”, ასევე წარმოადგენს Marini-ს შვილობილ საწარმოს, Tekfalt-ს, რომლის ძირითადი საქმიანობა მოიცავს: ბიტუმის ემულსიისა და მოდიფიცირებული ბიტუმის საწარმოო დანადგარების, ცემენტის მომყრელი დოზატორი ავტოცისტერნების, თერმული ზეთის გამაცხელებელი სისტემისა და ორმოული სამუშაოების ასფალტის მანქანა-დანადგარების წარმოებას.

“თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთი” მრავალი წელია აქტიურად თანამშრომლობს ყველა იმ მსხვილ ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიასთან, რომლებიც ახორციელებენ სახელმწიფო მნიშვნელობის ინფრასტრუქტურულ პროექტებს. ბრენდების პორტფოლიოს გაზრდით, კომპანია ხელს შეუწყობს საგზაო-სამშენებლო სტრატეგიული პროექტების განხორციელებას.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved