„უსაფრთხო მედია გარემო მედიისთვის“ – ამ ლოზუნგით მართავენ სხვადასხვა მედიასაშუალებების წარმომადგენლები საპროტესტო აქციას მთავრობის ადმინისტრაციის წინ.
ჟურნალისტები აცხადებენ, რომ სწორედ ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს მედიისთვის უსაფრთხო გარემო.
„ღირსების მარშის“ მოწინააღმდეგეები 5 ივლისს დილიდან დაუპირისპირდნენ ჟურნალისტებს, ოპერატორებსა და მედიის სხვა თანამშრომლებს.
რადიკალური დაჯგუფებების ძალადობის შედეგად 50-მდე მეტი მედიასაშუალების წარმომადგენელი დაშავდა. ზოგიერთ მათგანს ოპერაცია დასჭირდა. რადიკალურმა დაჯგუფებებმა გაანადგურეს ტელევიზიების კუთვნილი ტექნიკა.
კომენტარები