• რეკლამა
  • კონტაქტი
11:39, ოთხშაბათი, 11 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

იქნება ნაცემი ადამიანი, იმას ვერ შეაკავებ, როცა ღვარცოფი მოდის, სახლებს ვერ დაიცავ! – “ოცნების” დეპუტატი

ალია ავტორი - ალია
15:59 07-05-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
45

ქართული ოცნების დეპუტატი ლადო კახაძე მეტრონომთან საუბარში რუსთაველის გამზირზე დღეს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება:

“ცემა არავისი შეიძლება. მაქეთკენ მიდიოდა საქმე, პროვოცირებას ცდილობდნენ და მაგას ვაფრთხილებდი სუყველას, რომ ეს იქნებოდა ამის მიზანი, რომ საქართველოს როგორმე თავის ისტორიულ, ტრადიციულ ვნებებზე დააჭირონ ფეხი და ამით მოხდეს პედალირება და მერე დაბრუნდება ეს ბუმერანგი და იქნება გაშუქება, მერე იქნება სამართლიანი გაშუქება. ნამდვილად იქნება ნაცემი ადამიანი, იმას ვერ შეაკავებ. როცა ღვარცოფი მოდის, სახლებს ვერ დაიცავ, ცუდია, ძალიან ცუდია. სახელმწიფოს ვალია, რომ ადამიანის ფიზიკური ხელშეუხლებლობა დაიცავს, მაგრამ მეორე თემაცაა. ანბანის ასოები შეიძლება დაალაგო ძალიან კარგად და ძალიან ცუდად. ზოგიერთი ადამიანი შეიძლება კარგმა სიტყვამ გააღიზიანოს და ზოგი ცუდმა სიტყვამ გააღიზიანოს. ზოგს ლოცვა აღიზიანებს, ზოგს ბილწი სიტყვა. საზოგადოება ჭრელია. ამიტომ, უმრავლესობას უნდა სცე პატივი, წესი ასეთია, დემოკატიაზე უკეთესი ფორმა არ არსებობს. ყველა ქვეყანას აქვს თავისი მამომძრავებელი ღერძი.როცა საქართველოს თავის ისტორიული კუთვნილებითი გზა აქვს არჩეული და ეს გამოიარა, აქ არის აბსოლუტური უმრავლესობა, ასეთ ქვეყანაში პატივი უნდა სცე იმ ტრადიციებს და მიასადაგო ამ ტრადიციას ყველაფერი. ძალიან ძნელია, რომ დიდი ისტორია შეცვალო. ამის მცდელობაც კი, იმ ფორმით რა ფორმითაც მავანი ცდილობს, მივალთ აქამდე. როდესაც ხდება გადაცდენა, უნდა მოინახოს მიზეზი – რამ გადააცდინა ეს ყოფიერება.

გამომწვევი მიზეზიდან გამომდინარე, ვინ მოახდინა პროვოცირება, იმას გარემოება სჯის და ვინც პროვოცირებას წამოეგება, იმასაც სჯის გარემოება. როდესაც სასულეში ნამცეცი გადაგცდება, ახველებ? იმიტომ, რომ ნამცეცის ადგილი სასულელში არაა. საზოგადოებას სასულეში თუ ჩაუვარდები ამოახველებს და ამოხველების პროცესში ვართ. ამოხველების დროს ფილტვებიც გტკივა, თავიც გტკივა, ჯანმრთელობა ირყევა. საზოგადოებას ახლა ჯანმრთელობა შეერყა. ერთი რეპუტაციული ზიანი მივიღეთ – შენ გააშუქებ და იტყვი, რომ ცუდია და მართალიც იქნები, ადამიანის ხელის ხლება არ შეიძლება, მაგრამ ეს ტალღა რამ წარმოქმნა – ამას რატომ არ ძრავთ სიტყვას? ხომ შეიძლებოდა, ამის თავიდან არიდების. მე მომხრე ვარ ყველა ადამიანის თანასწორობის, მაგრამ შენ სახლში ნუ შემომივარდები. მე ჩაიკოვსკის ვუსმენ, ჭაბუკიანის ცეკვას მილიონჯერ ვუყურებ, მხატვარი, კომპოზიტორი, მაგრამ ის კი არ მივარდება სახლში, მე მინდა იმით აღვფრთოვანდე. ყველა ადამიანს აქვს დამკვიდრების უფლება და ამის უფლება უნდა მისცე, მაგრამ დამკვიდრების უფლება არ ნიშნავს, რომ მე მომისმინე. მე ლექსებს ვწერ, მაგრამ მე როგორ ვაკადრო, ყველამ ჩემი ლექსი წაიკითხეთო”

“ალია” შეგახსენებთ, ბევრად მეტი ხალხი იყო გამოსული 20 ივნისს გარეთ გამოსული, თუმცა, ძალიანაც კარგად შესძლო მაშინ “ოცნებამ” იმ სახლის, პარლამენტის დაცვა, რომელიც, როგორც ჩანს, პირადად თავისი სახლი ჰგონია.

თეგები: ლადო კახაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025

ბიზნესი

რა უნდა იცოდე ბარიატრიულ ქირურგიაზე ოპერაციამდე? – ყველაზე ხშირად დასმული კითხვები და ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი
ახალი ამბები

რა უნდა იცოდე ბარიატრიულ ქირურგიაზე ოპერაციამდე? – ყველაზე ხშირად დასმული კითხვები და ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი

18:56 02-10-2026
ᲗᲘᲑᲘᲡᲘ ᲬᲐᲠᲛᲝᲒᲘᲓᲒᲔᲜᲗ 25-Ე, ᲡᲐᲘᲣᲑᲘᲚᲔᲝ – „ᲥᲝᲚᲒᲐ ᲗᲑᲘᲚᲘᲡᲘ ᲤᲝᲢᲝᲡ”
ახალი ამბები

ᲗᲘᲑᲘᲡᲘ ᲬᲐᲠᲛᲝᲒᲘᲓᲒᲔᲜᲗ 25-Ე, ᲡᲐᲘᲣᲑᲘᲚᲔᲝ – „ᲥᲝᲚᲒᲐ ᲗᲑᲘᲚᲘᲡᲘ ᲤᲝᲢᲝᲡ”

15:20 02-10-2026
სელფი მეცნიერ ქალთა მხარდასაჭერად
ახალი ამბები

სელფი მეცნიერ ქალთა მხარდასაჭერად

12:54 02-10-2026
თიბისი კაპიტალმა უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმზე კვლევა წარადგინა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმზე კვლევა წარადგინა

11:32 02-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved