• რეკლამა
  • კონტაქტი
20:27, შაბათი, 20 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა ურჩია დაავადებათა კონტროლის ცენტრმა და ჯანდაცვის სამინისტრომ პრემიერის და ვის უსმენს სინამდვილეში ღარიბაშვილი?

ალია ავტორი - ალია
22:21 06-22-2021
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
41

დღეიდან 22 ივნისიდან, მოიხსნება პირბადის ღია სივრცეში ტარების ვალდებულება და პირველი ივლისიდან იხსნება კომენდანტის საათი.

რა უძღოდა წინ დღევანდელ გადაწყვეტილებას, როგორც ყოველთვის „ალია“ ახლაც რამდენიმე ფაქტს გთავაზობთ:

21 ივნისი, ამირან გამყრელიძე:

 “დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ჯერჯერობით არ მიიჩნევს მიზანშეწონილად პირბადის ხმარების მოხსნას. მესმის, რთულია, ზაფხულია, მაგრამ საქართველოსთვის 300-700 შემთხვევა საკმაოდ დიდი რაოდენობაა. ჯერ უნდა გავიჭირვოთ და პირბადე უნდა ვატაროთ…”

21 ივნისი, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია:

„ჩვენთვის ყველაზე ქმედით შეზღუდვად კვლავაც ღამის საათებში მოძრაობის შეზღუდვა და ასევე პირბადის გამოყენება რჩება. პირბადის გამოყენება კვლავ ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია და ვიდრე ვაქცინაციით მოსახლეობის სულ მცირე 30%-ს არ მოვიცავთ, მანამდე პირბადის გამოყენების ვალდებულების შემსუბუქებაზე საუბარი ნაადრევია“

როგორც ჩანს, ნაადრევი საუბარი მაინც შედგა, თუ, იქნებ, მოსახლეობის 30 პროცენტი ავცერით უკვე და არ ვიცით?

რაში სჭირდება ერთ კაცს საბჭო, პრემიერო? არც დაავადებათა კონტროლის ცენტრის და არც ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციას თუ არ ითვალისწინებთ და ერთპიროვნულად წყვეტთ, რად უნდა ერთ კაცს საბჭო?

უცნაური ისაა, რომ აქამდე ყველა გადაწყვეტილებას ეპიდემიოლოგებს აბრალებდით, რა ვქნა, ისინი ასე ამბობენ და მე რა შემიძლიაო და შეგძლებიათ კი არა, თქვენ შეგძლებიათ, თუ შეგძლებიათ!

აქვე შეგახსენებთ, პრემიერო, 27 წლის გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის საქმის გამოძიება დააჩქარებინოთ, იქნებ, რაკი ამდენი შეგიძლიათ, თორემ, უკვე დაიწყო საუბარი იმაზე, რომ სწორედ ის ვაქცინა შეწყდა ქვეყანაში, რომელი ვაქცინის გაკეთების შემდეგაც, როგორც ოფიციალური, წინასწარი მონაცემითაა ცნობილი, ანაფილაქსიური შოკით გარდაიცვალა მეგი! ასე რომ, ნუ დაუშვებთ მეტ მითქმა-მოთქმას.

შეგახსენებთ პრემიერო, წმინდა სინოდმა კითხვა დაგისვათ, იმ შემთხვევაში, თუ ვაქცინაციის გართულებით პრობლემა შეექმნება რომელიმე მოქალაქეს, ვინ იქნება პასუხისმგებელი? – იქნებ უპასუხოთ, რა ტიპის პასუხიმგებლობას იღებს ქვეყანა და როგორ მიხედავს, რა კომპენსაციას გადაუხდის იმ ადამიანებს, ვისაც ალერგიული შეტევა ჰქონდა? ან რამე სხვა ტიპის გართულება?

პრემიერო, რაკი ამდენი შეგიძლიათ, იქნებ, გამყრელიძესა და ტიკარაძეს უბრძანოთ, დროულად განათავსონ სტატისტიკური მონაცემი და მეტი დეტალებით, თუ შეიძლება.

პრემიერო, თუ ამდენი შეგიძლიათ, მოსახლეობისთვის საჭირო ოდენობის ვაქცინა რომ არ გვაქვს ქვეყანაში, ეგაც თქვენი „დამსახურებაა“? ექსპერტები რომ ამბობენ, ჩინური ვაქცინების ეფექტურობა ნაკლებიაო და არავინ ყურს არ უგდებს, ეგაც თქვენ გეხებათ?

მეოთხე ტალღას რომ ველოდებით, ისე რომ ვაქცინაციის პროცესი არც კი მიიზლაზნება, ამაზეც თქვენ იქნებით პასუხისმგებელი?

პრემიერო, დავით გარეჯის შესახებ რა ხდება?

ბადრი ესებუა თქვენ ჩაგბარდებათ, პრემიერო?

და ა.შ. და ა.შ.

ერთ-ორ ჭორსაც მოგიყვებით ბარემ, ამბობენ, პრემიერმა დღეს შეზღუდვები იმიტომ მოხსნა, რომ ქვეყანაში ვაქცინაციის შეფერხების სამარცხვინო ფაქტი გადაეფარაო და ეგ რა არის, იმასაც ამბობენ, ბორჯომში, უმრავლესობის შეკრებაზე ისეთები მოხდა, შეზღუდვები კი არა, ლამისაა კაბინეტების კარები დაუხსნას ყველასო და მართალია?

თამო კეშელავა, ალია

“ეს არის ვაქ­ცი­ნე­ბის უქონ­ლო­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი სევ­დის გა­და­ფარ­ვის მცდე­ლო­ბა” – ბიძინა კულუმბეგოვი
თეგები: ირაკლი ღარიბაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved