მონების გათავისუფლების ამერიკული დღისთვის ფედერალური დღესასწაულის სტატუსის მინიჭებისას, ნიუ-იორკში ჯორჯ ფლოიდის ორმეტრიანი მემორიალი გახსნეს.
“ეს ძეგლი, ჯორჯ ფლოიდის სიმტკიცესა და ღირსებას განასახიერებს. იმედი მაქვს, ეს ჩვენს ამომრჩევლებს, აშშ-ის მოქალაქეებსა და უბრალო გამვლელებს უბიძგებს მეტი განათლებისა და წინსვლისკენ, რათა რაღაც შევცვალოთ. ეს ჯორჯ ფლოიდის ხსოვნის პატივისცემაა – დღეს, მონების გათავისუფლების დღესა და ყოველ დღე, ამის შემდეგ,” – განაცხადა ქალაქის საკრებულოს მრჩეველმა ფარა ლუისმა.
შეგახსენებთ, აშშ-ში, მინეაპოლისში, გასული წლის 25 მაისს პოლიციამ აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდი მოკლა. რის შემდეგაც შეერთებულ შტატებში რამდენიმე თვიანი საპროტესტო აქციები და არეულობები დაიწყო.
კომენტარები