• რეკლამა
  • კონტაქტი
02:15, ხუთშაბათი, 20 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“შენზე თე@ლი ნაშა არ მეგულებაო, დაბრუნდა და ახალი წითელი პორშე კაბრიო მაჩუქა…” – მარიამ კუკუნაშვილი

ალია ავტორი - ალია
18:47 06-18-2021
- ახალი ამბები, სხვადასხვა
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
81

მარიამ კუკუნაშვილი, სუროგაციის ცენტრ, “ნიუ ლაიფის” ხელმძღვანელი, სოციალურ ქსელში, აქვეყნებს ფოტოს და წერს:

პირველრიგში დიდი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის და პირადი მესიჯებისთვის, რომელიც უწყვეტად შემოდიოდა გუშინწინდელი სტატუსის შემდეგ. მაპატიეთ, რომ ყველას ვერ გიპასუხეთ, თუმცა უზომოდ მადლიერი ვარ. ასევე დიდი მადლობა ჟურნალისტებს, რომლებიც უკვე ორი დღეა მირეკავენ და მივწვევენ გადაცემაში ღალატის თემაზე. და აი ახლაც, რომ არ დამდგარიყო ერთი უსაყვარლესი ჟურნალისტის ,, მოგერიების,, საჭიროება ამ სტატუსსაც არ დავწერდი. ის ცდილობდა ჩემს დარწმუნებას, რომ ქალებისთვის ღალატის თემაზე მეტი უნდა მეთქვა, მაგრამ ვფიქრობ, თუ ვინმეს რამე აინტერესებს ამ სტატუსით უფრო მეტს ვეტყვი და ის რისი თქმაც მენდომებოდა, ყვითელი შეკითხვების ფორმატში ვერ ჩაჯდებოდა.

ჯერ კიდევ არტისტოტელე ამბობდა, რომ სიყვარულის საგანზე მნიშვნელოვანი სიყვარულის მიზეზებია.მიზეზში არ იგულისხმება ის, რომ საგნის თვისებები ჩემს გრძნობებზე მნიშვნელოვანია. არა, არისტოტელემ თქვა: სიყვარულის საგანზე გაცილებით მნიშვნელოვანია მიზეზები, რატომაც მიყვარს. ანუ მნიშვნელოვანია, რა სულიერი სამყაროს, რა თვისებების კრისტალიზაცია ხდება და რა რეალიზდება ამ გრძნობებით ჩემში. თუნდაც ისეთი რამ, რასაც არავითარი კავშირი არ აქვს სიყვარულთან. თუკი იმიტომ მიყვარს, რომ ვთქვათ, ამ გრძნობაში ჩემი ადამიანური ღირსების რეალიზაციას ვხედავ, ეს მიზეზი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სიყვარულის ობიექტის წარმავალი თვისებები თუ გარკვეული ქმედებები.სიყვარულის მარადიულობის არსიც და მისი კონსტრუქციულობაც იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენი საკუთარი, ადამიანური თვისებების და გრძნობების კვლავწარმოება შეგვაძლებინოს, მიუხედავად ყველაფრისა…

და ბოლოს, როგორც მამარდაშვილი იტყოდა: ბუნება ეგზემპლართა ჩანაცვლებადი სიმრავლით ოპერირებს და ამ საგანთან არცერთს არ გააჩნია დამოუკიდებელი მნიშვნელობა. მხოლოდ შენ შეგიძლია და უნდა აკეთო და შენს მაგიერ არავინ გააკეთებს, მხოლოდ შენ შესძენ მნიშვნელობას. ამით განისაზღვრება შენი ინდივიდუალიზაციის ღირებულება და ასე ხდები თვითკმარი და შეუცვლელი. მაშინ ხდები მოსიარულე სიყვარული და მთელ სამყაროსაც მაშინ უყვარხარ.

და ბოლოს, მათთვის ვისაც დასასრული აინტერესებს სტაფილოსფერ ფერებში: მამარდაშვილს და არისტოტელეს ძალიანაც აღარ შევაწუხებ და ჩემი მოღალატე, აწ ნაპატიები და შერიგებული ქმრის სიტყვებით მოგახსენებთ: ,, შენზე თესლი ნაშა,, არ მეგულებაო. დაბრუნდა და ახალი წითელი პორშე კაბრიო მაჩუქა, რომლის ნომერია LOVE … მეტი დეტალები არ გვინდა… ასე რომ დავივიწყოთ წარსული. ცხოვრება მიყვარს, ის კი ძალიან ხანმოკლეა სხვა ყველაფრისთვის გარდა სიყვარულისა…

პ.ს იმედია, პატრიარქატის და ქალი ისე კაცი ასე სტერეოტიპები როგორი ვლეწე, რა საოცარი შოუებით, გულაობით და რაც მთავარია ქალებისადმი დიდი სიყვარულით და თანადგომით, ამაზეც ოდესმე დავწერ. ეს ისეთი საოცარი, ძალიან თამამი და ამავდროულად ისეთი ამაყი თავგადასავლებია, დასანანი იქნება არ დაიწეროს. ვფიქრობ ყველა ქალის სახელით გავეცი პასუხი პატრიარქატს

“შენზე ამბობენ აფრენს, კიდევ კარგი გაიქცა შენი ქმარიო… ამას მეუბნებოდა ქალი, რომელიც აღდგომა დღეს, პასკას პირში იდებდა, ცოხნიდა და მერე მის ნაცოხნს აფურთხებდა…” – მარიამ კუკუნაშვილი
თეგები: მარიამ კუკუნაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, ლოპოტამ $20-მილიონიანი ობლიგაციების სადებიუტო პროგრამის ფარგლებში, აშშ დოლარისა და ევროს ტრანშები სრულად განათავსა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, ლოპოტამ $20-მილიონიანი ობლიგაციების სადებიუტო პროგრამის ფარგლებში, აშშ დოლარისა და ევროს ტრანშები სრულად განათავსა

18:18 08-19-2026
განახლებული მობაილ ბანკი ლიბერთის მომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

განახლებული მობაილ ბანკი ლიბერთის მომხმარებლებისთვის

18:13 08-19-2026
დაჭრილ მეომართა თანადგომის ფონდი
ახალი ამბები

“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარ-აგვისტოს საქმიანობა

14:07 08-19-2026
თიბისის ონლაინ განათლების პროგრამები, რომლებიც მთელ საქართველოს აერთიანებს
ახალი ამბები

თიბისის ონლაინ განათლების პროგრამები, რომლებიც მთელ საქართველოს აერთიანებს

13:43 08-19-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved