• რეკლამა
  • კონტაქტი
03:30, პარასკევი, 30 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საბერძნეთში მომხდარ წყალდიდობას ქართველი ემიგრანტი ემსხვერპლა

ალია ავტორი - ალია
12:49 06-16-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
43

საბერძნეთში მომხდარ წყალდიდობას ქართველი ახალგაზრდა ემიგრანტის სიცოცხლე შეეწირა. 26 წლის კაცის გადარჩენა ბერძენმა ახალგაზრდამ სცადა, მაგრამ სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა – ამ ინფორმაციას ემიგრანტთა საინფორმაციო პლატფორმა ავრცელებს. 

როგორც გამოცემა წერს, სასწრაფო დახმარების ბრიგადის მოსვლამდე ქართველი მამაკაცი დაიღუპა.

“როგორც უკვე ცნობილია, თესალონიკში, მიტილინის ქუჩაზე, 26 წლის ქართველი ბიჭი წყალდიდობის გამო დაიღუპა. ის მოვარდნილ ნიაღვარში მოხვდა და სამწუხაროდ, რეაგირება ვერ მოასწრო, ისე გაიტაცა წყალმა და შედეგად დაიხრჩო.

ირკვევა, რომ ამ ამბავს ჰყავს გმირი, 22 წლის ბერძენი ბიჭი, რომელმაც, როგორც კი ქართველი ახალგაზრდის სხეული დაინახა, წყალში გადახტა და მის გამოყვანას ცდილობდა, რადგან იმედი ჰქონდა, რომ ჯერ კიდევ ცოცხალი იყო.

“როგორც კი დავინახე, რომ იქ ადამიანი იყო, მაშინვე გავიქეცი. ვფიქრობდი, ახლა მას ვხედავ, აქ არის, რამდენიმე წუთში კი, ამგვარი დინების გამო, შესაძლოა თვალთახედვიდან დავკარგო და მერე საერთოდ ვერაფრის გაკეთება ვერ შევძლოთ,” – ამბობს 22 წლის თანასი ცალტამპასი.

ახალგაზრდამ სხვებთან ერთად ცოცხალი ჯაჭვი შექმნა, 26 წლის ქართველი ბიჭის ნიაღვრიდან გამოიყვანა და სამედიცინო ბრიგადის მოსვლამდე პირველადი დახმარების გაწევა სცადა, მაგრამ სამწუხაროდ, მისი გადარჩენა უკვე შეუძლებელი იყო.

უნდა აღინიშნოს, რომ ამ ყველაფრის გაკეთება უდიდეს სირთულეებთან იყო დაკავშირებული, რადგან წყალმა წალეკა მანქანებიც კი, ადამიანის წონა კი ამ შემთხვევაში არაფერი იყო.” – წერს გამოცემა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისის საავტორო ღონისძიებების სერია – GitHub-თან პარტნიორობით CO-CREATE INNOVATION-ის მეორე შეხვედრა გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის საავტორო ღონისძიებების სერია – GitHub-თან პარტნიორობით CO-CREATE INNOVATION-ის მეორე შეხვედრა გაიმართა

18:25 10-29-2026
კახეთის სასტუმროები
ახალი ამბები

კახეთის სასტუმროები – სად დავრჩეთ რეგიონის უკეთ გასაცნობად?

17:17 10-29-2026
Euromoney: თიბისი ფულადი სახსრების მართვაში კორპორატიული კლიენტების N1 არჩევანია
ახალი ამბები

Euromoney: თიბისი ფულადი სახსრების მართვაში კორპორატიული კლიენტების N1 არჩევანია

16:33 10-29-2026
პეპტიდები
ახალი ამბები

ორგანიზმის აღდგენა და გაახალგაზრდავება – რა უნდა იცოდეთ პეპტიდების შესახებ?

16:22 10-29-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved