• რეკლამა
  • კონტაქტი
13:27, ოთხშაბათი, 15 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კახა კალაძე: 13 ივნისი არის დღე, რომელიც დედაქალაქს ყოველთვის ემახსოვრება

ალია ავტორი - ალია
14:47 06-13-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
29

ყველას გვახსოვს 2015 წელს რამხელა ტრაგედია დატრიალდა, ეს არის დღე, რომელიც ჩვენს დედაქალაქს, თბილისს ყოველთვის ემახსოვრება. სამწუხაროა, რომ ბევრი ადამიანი დავკარგეთ. მინდა, კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო ამ ადიანების ოჯახებსა და ახლობლებს, მთელ საქართველოს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ 13 ივნისის სტიქიასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

მან კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა თითოეულ ახალგაზრდას, ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართული იყო გაწმენდით ღონისძიებებში

„აქვე უნდა აღინიშნოს შემდეგი დღეები, როდესაც ახალგაზრდები გამოჩნდნენ, რამხელა ძალა დაინახა საზოგადოებამ. 6 წლის შემდეგ, კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ ახალგაზრდას, ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართული იყო გაწმენდით ღონისძიებებში იმისთვის, რომ დაზარალებულ მოსახლეობას გვერდში დადგომოდა, ყველაფერი გაეკეთებინა იმისთვის, რომ ეს ტკივილი და სიმძიმე შეემსუბუქებინა“,-განაცხადა კალაძემ.

მისი განმარტებით, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მხარდაჭერითა და თანადგომით რიგი პროექტები განხორციელდა.

„დამონტაჟდა სამონიტორინგო სისტემა, რითაც ყოველდღიურ რეჟიმში ხდება კონტროლი იმ კონკრეტული არეალის, საიდანაც ეს მეწყერი წამოვიდა. გარდა ამისა, დამონტაჟდა ხეობაში 2 ცხაული, რომელიც არის შემაკავებელი, ღმერთმა დაგვიფაროს და თუ განმეორდება ანალოგიური შემთხვევა, ეს იქნება შემაკავებელი. გარდა ამისა, ჩატარდა ინფრასტრუქტურული სამუშაოები ვერეს ხეობის გასამაგრებლად. ადიდებულმა მდინარემ კონკრეტული ადგილები დააზიანა და ძალიან მასშტაბური სამუშაოები ჩატარდა ამ მიმართულებით. შემიძლია გითხრათ, რომ ყველა რეკომენდაცია, რაც იყო მითითებული ექსპერტების მხრიდან, ყველა სამუშაო განხორციელდა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

13 ივნისის სტიქიიდან დღეს 6 წელი გავიდა. წყალდიდობას, რომელიც თბილისში, მდინარე ვერეს ხეობაში, 2015 წლის 13 ივნისს მოხდა, 21 ადამიანი ემსხვერპლა, ორი უგზო-უკვლოდ დაიკარგა, ასობით კი დაზარალდა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

მანქანის კონდეციონერი
ახალი ამბები

“ფრეონი აკლია, ძმაო” – დიდი საზაფხულო აფერა – როგორ ამოიცნო მანქანის კონდიციონერის პროფესიონალი ხელოსანი

19:27 07-14-2026
N1 ქსელი სამოგზაუროდ – “სელფის” როუმინგის კამპანია
ახალი ამბები

N1 ქსელი სამოგზაუროდ – “სელფის” როუმინგის კამპანია

16:39 07-14-2026
თიბისი ტექსკოლა – ონლაინ ტექგანათლება, რომელიც საქართველოს ყველა რეგიონს აერთიანებს
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – ონლაინ ტექგანათლება, რომელიც საქართველოს ყველა რეგიონს აერთიანებს

13:46 07-14-2026
ლომბარდი
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი „ჰკითხე ექსპერტს“ კამპანიის ფარგლებში გადახდის მოქნილ პირობებს განმარტავს

19:38 07-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved