• რეკლამა
  • კონტაქტი
22:01, შაბათი, 5 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გენერალურმა პროკურატურამ საფრანგეთის მოქალაქეების დიდი ოდენობით ფულადი თანხების თაღლითურად დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი გამოავლინა

ალია ავტორი - ალია
12:58 06-09-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
17

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ საფრანგეთის მოქალაქეების დიდი ოდენობით ფულადი თანხების თაღლითურად დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი გამოავლინა, რის შედეგადაც ისრაელის ორი მოქალაქის და ერთი იურიდიული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა აცხადებს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ არარეზიდენტი ფიზიკური პირების ფულადი თანხების მოტყუებით დაუფლების მიზნით, მ.კ-მ საქართველოში დააფუძნა უცხოური საწარმოს მსგავსი დასახელების იურიდიული პირი, რომლის სახელზეც საბანკო ანგარიშები გახსნა საქართველოში მოქმედ საბანკო დაწესებულებებში.

„მ.კ-მ და დ.კ-მ, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებთან ერთად, საფრანგეთის ოთხი მოქალაქე – ე.ს., ა.ტ., ფ.ო. და ლ.დ. სატელეფონო კომუნიკაციის მეშვეობით დაარწმუნეს კრიპტოვალუტით ვაჭრობის სფეროში მომგებიანი ინვესტიციების განხორციელებაში. 2018 წლის 21 მარტიდან 2018 წლის 27 აპრილამდე, მათ საფრანგეთის მოქალაქეებს ჯამში 159 905 ევრო (476 281 ლარი) მოტყუებით ჩაარიცხინეს მ.კ-ს მიერ დაფუძნებული საწარმოს ანგარიშზე, რომელსაც მ.კ. და დ.კ. მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ. შემდგომში კი, აღნიშნული თანხა დ.კ-მ პირადი საბანკო ანგარიშიდან სწრაფი ფულადი გზავნილების სახით ისრაელში ოჯახის წევრების სახელზე გადარიცხა. აღნიშნული ქმედებებით, მ.კ-მ და დ.კ-მ ჯამში 73 995 ევროს და 13 100 აშშ დოლარის (253 055 ლარი) უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია მოახდინეს.

მ.კ-ს და დ.კ-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 194-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 2021 წლის 7 ივნისს წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მ.კ-ს დაფუძნებული საწარმოს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც სასჯელის სახედ ლიკვიდაციას ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას და ჯარიმას ითვალისწინებს.

საქართველოს გენერალური პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების, ასევე ანალოგიური საქმიანობით დაკავებული სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირების გამოვლენისა და მხილების მიზნით“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved