ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 173 მილიონს გადააჭარბა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსის 173 034 305 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 3 722 990 ადამიანი გარდაიცვალა.
ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით, აშშ კვლავ პირველ ადგილზეა. ქვეყანაში კოვიდინფიცირების 33 357 266 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 597 377 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.
კომენტარები