• რეკლამა
  • კონტაქტი
20:04, ორშაბათი, 10 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“კეზერაშვილთან გახარიას ფინანსური მიბმა საკმარისი არ აღმოჩნდა, საჭიროა მისი მიბმა ყველაზე დიდ ბუა-საფრთხესთან” – კვესიტაძე

ალია ავტორი - ალია
17:02 06-05-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
27

“მთავარი არხის” ჟურნალისტი ეკა კვესიტაძე “ქართული ოცნების” თავჯდომარის, ირაკლი კობახიძის გუშინდელ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაინება.

როგორც ჟურნალისტი თავის პოსტში ამბობს, კობახიძის განცხადებიდან გამომდინარე, გიორგი გახარია ოცნებისთვის ძალიან საშიში ოპონენტია. კვესიტაძე აქვე დასძენს, რომ ყოფილ პრემიერს ადგილობრივ არჩევნებზე 43%-ის აღება სასიცოცხლოდ სჭირდება.

“სინამდვილეში, კობახიძე სულაც არ არის გიჟი. ყველა ის მესიჯი, რომლის პირველი გამხმოვანებელი  ის არის, შემდეგ კამპანიურად ვრცელდება მთელი სამთავრობო  მედია და ტროლ-ბოტი რესურსის მობილიზებით.  ფაქტია, რომ კეზერაშვილთან გახარიას ფინანსური მიბმა საკმარისი არ აღმოჩნდა, საჭიროა მისი მიბმა ყველაზე დიდ ბუა-საფრთხესთან – სააკაშვილთან. “სააკაშვილი და რევოლუცია”  არჩევნებზე ყველაზე წარმატებულად გათამაშებული კარტია, რომელსაც, რასაკვირველია, ოცნება ამ არჩევნებზეც გამოიყენებს. ან ოცნება ან რევანშით და სისხლით მობრუნებული მესამე პრეზიდენტი – ყველა კამპანია ივანიშვილს ამ თარგზე ჰქონდა აწყობილი. ამ თარგს ახლა  გახარია ურევს, რომლის დღევანდელი  რეიტინგი, ფაქტია, ძალიან ანერვიულებს ოცნებას. ამიტომ საჭიროა მისი დემონიზება სააკაშვილთან მიბმით და პოლარიზაციის შენარჩუნება. ნახეთ როგორ  კარგად გაშლის ამ ბოდვას “იმედის კვირის”  კომიკური წამყანი, შემდეგ პოსტ-ტვ და შემდეგ ყველა სხვა დანარჩენი წვრილფეხა მედია. ამ ყველაფრიდან კი ერთი დასკვნის გაკეთება შეიძლება – გახარია ძალიან  საშიშია ოცნებისთვის, რომელსაც 43 პროცენტის აღება ადგილობრივ არჩევნებზე სასიცოცხლოდ სჭირდება. მისი ბედი სწორედ ამ არჩევნებზე წყდება,” – წერს ეკა კვესიტაძე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში
ახალი ამბები

Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში

19:09 11-10-2025
მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის
ახალი ამბები

მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის

14:30 11-10-2025
ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved