• რეკლამა
  • კონტაქტი
08:51, ხუთშაბათი, 16 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“დავანებოთ თავი ტვინის ჭყლეტას იმაზე, თუ რა მოსდის ლარს” – რომან გოცირიძე

ალია ავტორი - ალია
15:16 06-05-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
44

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი რომან გოცირიძე ლარის დოლართან მიმართებაში გამყარებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

როგორც გოცირიძე თავის პოსტში ამბობს, ამ შემთხვევაში ეროვნული ბანკის რეზერვების შევსება პრიორეტურია, თანაც, თუ ამის საშუალებას დაბალი ინფლაციაც გაძლევს.

“სანამ დოლარის გლობალურ გამყარება-გაუფასურებაზე და თურქულ ლირაზე სულელურ ზღაპრებს მოვისმენდეთ, სჯობია ერთი მარტივი შეკითხვა დავსვათ: როდის ყიდის ეროვნული ბანკი დოლარებს? როცა ლარი უფასურდება, ხომ? როდის ყიდულობს დოლარებს? როცა ლარი მყარდება. 

მოდით, ვნახოთ ბოლო წლების განმავლობაში როდის ყიდულობდა ეროვნული ბანკი დოლარებს, ანუ რა პერიოდში მყარდებოდა ლარი და  ამ შესყიდვით როდის უშლიდა ხელს მის კიდევ უფრო გამყარებას.  ვიცით, რომ, როცა დოლარს ყიდულობ, მიზანი ეროვნული ბანკის რეზერვების შევსებაა, მიუხედავად იმისა, რომ ეს აუფასურებს ლარს. ამ შემთხვევაში პრიორიტეტი არის რეზერვების დაგროვება, თანაც, თუ ამის საშუალებას დაბალი ინფლაციაც გაძლევს. 

ვნახოთ, რა ხდებოდა  წლების მიხედვით:

2020 წელს ეროვნულ ბანკს უცხოური ვალუტა არ უყიდია, პირიქით, თითქმის 900 მილიონი დოლარი გაყიდა პანდემიის პირობებში ლარის გადასარჩენად. 

2015 წელს ასევე არ უყიდია დოლარები,  სხვადასხვა მიზეზით ლარის გაუფასურების მაღალი რისკების გამო. 

2019 წელი:  ივნისში იწყებს ეროვნული ბანკი დოლარების შესყიდვას, მერე ივლისში აგრძელებს, ანუ ხელს უშლის ლარის გამყარებას. 

2018 წელი: ივნის-ივლის-აგვისტოში ახდენს შესყიდვებს. 

2017 წელს ასევე ივნის-ივლის-აგვისტოში ყიდულობს დიდძალ ვალუტას. 

2016 წელს მხოლოდ მაის-ივნისში შვიდჯერ გადის ეროვნული ბანკი სავალუტო ბირჟაზე და ყიდულობს 163 მილიონ დოლარს. 
რა ხდება 2021 წელს? იგივე, რაც წინა წლებში. ლარი იწყებს სეზონურ გამყარებას. ეროვნულ ბანკს ძალიანაც უნდა ამით ისარგებლოს და  ცოტა შეავსოს რეზერვები, მაგრამ ვეუბნებით, არ გაბედო, თორემ მოგამტვრევთ ხელებს. რამდენჯერაც ასე გააკეთა წინა წლებში, იმდენჯერ ორჯერ და მეტი ოდენობის რეზერვების დაკარგვა მოუწია, რადგან ასეთი ჩარევა უკუბიძგს აძლევდა ყოველთვის და ლარი იწყებდა გაუფასურებას. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეროვნულმა ბანკმა არ უნდა მიმართოს რეზერვების დაგროვების ამ ხერხს. ამის გაკეთება საჭიროა, მაგრამ ფრთხილად და ცოდნით, რაც ეროვნულ ბანკს არ გამოსდიოდა. 

რატომ არის ეს პროცესი აშკარა სეზონური შინაარსის მატარებელი? არა მხოლოდ იმიტომ, რომ თბილი ამინდებია, არამედ იმიტომ, რომ ფინანსური ნაკადები ამ პერიოდში სხვანაირად მოძრაობს და ბიუჯეტში ხარჯვაში მუდმივი ჩამორჩენაა და წლის მეორე ნახევარში იწყება საბიუჯეტო რესურსების ინტენსიური “ათვისება”. 

მინდინარე წელს არა თუ რეზერვების შევსება, არამედ წლის ბოლომდე იქით მოუწევს ეროვნულ ბანკს ვალუტის გაყიდვა, ლარის გაუფასურების შესაჩერებლად. 

ახლა კი დავანებოთ თავი ტვინის ჭყლეტას იმაზე, თუ რა მოსდის ლარს. “მოლოდინების” მეტს მაინც ვერაფერს გაიგებთ ხელისუფლებისაგან და მისი მომსახურე ექსპერტებისაგან. ისისმოვნეთ იმით, რაც გვაქვს. ასე ხომ  ყოველთვის არ გვანებივრებს ლარი. თანაც  ვიცით, რომ ეს სიამოვნება დიდხანს არ გასტანს,” – წერს გოცირიძე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:18 07-15-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ნაკრები IOAI 2026-ის ოლიმპიადაზე იასპარეზებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ნაკრები IOAI 2026-ის ოლიმპიადაზე იასპარეზებს

14:29 07-15-2026
მანქანის კონდეციონერი
ახალი ამბები

“ფრეონი აკლია, ძმაო” – დიდი საზაფხულო აფერა – როგორ ამოიცნო მანქანის კონდიციონერის პროფესიონალი ხელოსანი

19:27 07-14-2026
N1 ქსელი სამოგზაუროდ – “სელფის” როუმინგის კამპანია
ახალი ამბები

N1 ქსელი სამოგზაუროდ – “სელფის” როუმინგის კამპანია

16:39 07-14-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved