• რეკლამა
  • კონტაქტი
10:34, ოთხშაბათი, 18 ივნისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კიდევ 2 ბავშვის სკანდალური ისტორია ნინოწმინდის პანსიონატიდან – დეტალები

ალია ავტორი - ალია
20:25 06-04-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
55

კიდევ ერთი შემზარავი ისტორია ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან, რომელსაც ”ფორმულას” პანსიონის ორი ყოფილი ბენეფიციარის დედა უყვება.

იგი დასჯის იმ მეთოდებს იხსენებს, რომლის გადატანაც მის ორ შვილს უწევდა ნინოწმინდის პანსიონში. დედა იძულებული გახდა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, შვილები პანსიონში დაეტოვებია. დედის სურვილი იყო, გარდაცვალების შემთხვევაში, მისი ვაჟები ერთმანეთისთვის არ დაეშორებიათ, სწორედ ამიტომ, ნაცნობმა მონაზონმა ბავშვები პანსიონში მიიყვანა. მას შემდეგ, რაც დედა კომიდან გამოვიდა, იგი ამბობს, რომ კარგა ხანს ისევ არ ატანდნენ ბავშვებს. ქალმა მას შემდეგ გაიგო მომხდარზე, როცა ბავშვები დარწმუნდნენ, რომ პანსიონში აღარ დაბრუნდებოდნენ.

ორი ყოფილი აღსაზრდელის დედა:

“ცემა იყო მანამდე, მაშინაც და სულ იყო ცემა. ეგ სახლი უნდა დაიხუროს და მსგავსი კონცლაგერები, სადაც ბავშვებს აწამებენ.

იყო სკამით, სკამის საზურგით ცემა.

შვილი ტიროდა, უჭირდა ჩემთან განშორება, ეუბნებოდნენ, ნუ ტირიხარო, იმიზეზებდა ტუალეტს შემდეგ და იქ ტიროდა. ამას მიუხვდნენ და როცა მართლა სჭირდებოდა მერე ტუალეტი, ადგილზე ასაქმებინებდა ზედამხედველი. ამას მოსდევდა ცემა მთელი სისატიკით, გაშიშვლება, ცივი წყლით დაბანა. ღამით, საბანს გადაიფარებდა და ისე ტიროდა, მივარდებოდა და ისევ ურტყამდა.

ერთი ბიჭი იყო, რომელსაც ჰქონდა საყლაპავი მილის პრობლემები და ყოველი კვების დროს ისვრებოდა და მისი გამეტებული დასჯა ხდებოდა.”

დედა ჰყვება, რომ დასჯის მეთოდი იყო კვების გამოტოვებაც და აყურებინებდნენ, როგორ ჭამდა სხვა ბავშვები.

დედის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ბავშვებმა პანსიონი დატოვეს, თავიდან მოუხდათ იმ კლასის ანაზღაურება, რომელი კლასიც, პანსიონში ყოფნის დროს უნდა გაევლოთ, რადგან ადმინისტრაციას არ ჰქონდა იმის დამადასტურებელი საბუთი, რომ ისინი სკოლაში დაიდოდნენ.

დედა ამბობს იმასაც, რომ მას შემდეგ, რაც პოლიციაში იჩივლა, მალევე დაიბარეს სამხარეო პოლიციაში და უთხრეს, რომ საპატრიარქოსთან ვერაფერს გახდებოდა და საკუთარი ხელით დააწერინეს, რომ საქმის დახურვა სურდა. ქალის მტკიცებით, საქმე მას შემდეგ განახლდა, რაც დაშინების მიუხედავად, განცხადება ხელმეორედ დაწერა. განცხადების დარეგისტრირებაში მას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დაეხმარა, “საიას” განცხადებით, ბიჭები არც ერთხელ არ ყოფილან ცნობილნი დაზარალებულად და მიუხედავად იმისა, რომ იკვეთებოდა პოლიციელთა მხრიდან გადაცდომის შემთხვევები, არც ერთი პოლიციელი არ დასჯილა.

ამ საქმეზე შსს-მ 2016 წელს დაიწყო. შსს ამბობს, რომ არ შეიკრიბა საკმარისი მტკიცებულებები. რას ნიშნავს – “არ შეიკრიბა” და თავისით როგორ უნდა შეკრებილიყო – ამას შსს არ აკონკრეტებს.

გომელაურის უწყებამ განცხადება გააკეთა და თქვა, რომ საქმეებს 2016 წლიდან დღემდე იძიებს – როგორ იძიებს არ უთქვამს, რამდენჯერ იყო სოციალური სამსახური მისული პანსიონში მოულოდნელად, რამდენი ფსიქოლოგი ჩართეს არასრულწლოვანთა საქმეები, რა წერია ექსპერტიზის დასკვნებში და ა.შ. არც ეს უთქვამს. აბა, მარტო მუშაობთ, ბატონო ვახტანგ და არ იცით, როდის იქნება მტკიცებულებები მზად?

თეგები: ვახტანგ გომელაურინინოწმინდის პანსიონატი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი
ახალი ამბები

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი

22:49 06-13-2025
„ბახმუტის შეტევის წარუმატებლობის შემთხვევაში, რუსებს არც ფიზიკური და არც მორალური ძალა აღარ დარჩებათ თავდაცვაში გადასასვლელად“ – გიორგი თავდგირიძე
ახალი ამბები

,,რეალობა ისაა, რომ ჩვენ ვართ აშშ-სა და ევროპისთვის მტრული სახელმწიფო… რუსეთთან ალიანსი ნატო-ს სამიზნედ გვაქცევს” – რას უყვება ,,ალიას” გიორგი თავდგირიძე?

21:01 06-05-2025
“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი
ახალი ამბები

“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი

20:25 06-02-2025
აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025

ბიზნესი

სკინტლის სკანდალთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოში დასკვნითი  სხდომა გაიმართება – დეტალები
ახალი ამბები

სკინტლის სკანდალთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოში დასკვნითი სხდომა გაიმართება – დეტალები

15:53 06-17-2025
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:37 06-17-2025
ბიზნესდაჯილდოება 2025-ზე, ცხრა წლის მანძილზე ყველაზე მეტი ბიზნესი დარეგისტრირდა
ახალი ამბები

ბიზნესდაჯილდოება 2025-ზე, ცხრა წლის მანძილზე ყველაზე მეტი ბიზნესი დარეგისტრირდა

13:11 06-17-2025
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მაცხოვრებლებისთვის
ახალი ამბები

სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მაცხოვრებლებისთვის

12:46 06-17-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved