• რეკლამა
  • კონტაქტი
07:16, სამშაბათი, 11 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„რა სპირიდონი, ხალხო. ვინაა სპირიდონი – წარმოდგენა არა გვაქვს, ბავშვები რა მდგომარეობაში არიან!“ – ვახო სანაია ნინოწმინდის პანსიონატზე

ალია ავტორი - ალია
12:21 06-03-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
25

ტელეწამყვანი ვახო სანაია ნინოწმინდის პანსიონატთან დაკავშირებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება. ჟურნალისტი ომბუდსმენის მიერ პროკურატურიდან გამოთხოვილ საგამოძიებო მასალაზე საუბრობს, სადაც ნათქვამია, რომ გამოძიება ოთხ საქმეზე მიმდინარეობს, მათ შორის კი ერთი გაუპატიურების მუხლია.

“ჩემი აზრით, რასაც ქვემოთ დავწერ, კატასტროფაა! სახალხო დამცველმა გამოითხოვა ინფორმაცია საგამოძიებო უწყებიდან. აღმოჩნდა, რომ თურმე ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით ოთხი საქმის გამოძიება მიდის, ერთ-ერთი გაუპატიურების მუხლით.

2016-2021 წლების პერიოდზეა ლაპარაკი. 5 წელია, ამაზე იცის, უფრო მეტიც იძიებს კიდეც თურმე სახელმწიფომ. ახლა განვმარტოთ, რას ნიშნავს ეს ამბავი. სახალხო დამცველს მთავარეპისკოპოსი სპირიდონი არ უშვებს პანსიონში. დაწესებულება დახურულ სივრცედ აქცია. ომბუდსმენის აპარატი საკონსტიტუციო გარანტიებითაა აღჭურვილი. ეს სპირიდონი ფეხებზე იკიდებს კონსტიტუციას და არღვევს კანონს.

საპატრიარქო დუმს ან მხარს უჭერს სპირიდონს. სახელმწიფო დუმს, რადგან წინ არჩევნებია და არ სურს სასულიერო პირების განაწყენება. ლაპარაკია ბავშვებზე. ხელისუფლება დუმს ან ელოლიავება მთავარეპისკოპოსს. ფეხებზე იკიდებს ბავშვებს, რადგან წინ არჩევნებია და არ სურს ეკლესიასთან დაძაბულობა. ლაპარაკია ბავშვებზე – წინ არჩევნებია.

ბავშვებზე!

რა სპირიდონი, ხალხო. ვინაა სპირიდონი – წარმოდგენა არა გვაქვს, ბავშვები რა მდგომარეობაში არიან!

კიდევ უფრო საოცრება – ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ნინოწმინდის პანსიონში სპირიდონმა შეუშვა მიტროპოლიტი სერაფიმე (ჯოჯუა) მიტროპოლიტი სერაფიმე 2017 წელს ბორჯომში მრევლმა არასრულწლოვან გოგონაზე სექსუალური ძალადობის მცდელობაში დაადანაშაულა. სერაფიმეს ეპარქიის მმართველობიდან წასვლა მოიწია,” – წერს სანაია.

სახალხო დამცველი წლებია აცხადებს, რომ ნინოწმინდის წმინდა ნინოს ბავშვთა პანსიონში ბავშვთა მიმართ ძალადობის მწვავე ფაქტები და ბავშვების დასჯის შემთხვევები გამოვლინდა. პანსიონში მცხოვრები არასრულწლოვნები ფაქტიურად იზოლირებულები არიან სოციუმიდან და პრობლემურია მათი ინდივიდუალური საჭიროებების დაკმაყოფილების საკითხი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში
ახალი ამბები

Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში

19:09 11-10-2025
მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის
ახალი ამბები

მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის

14:30 11-10-2025
ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved